04/10/2016
საქართველოს სპორტული ორიენტირების ეროვნული ფედერაციის და საქართველოს სასპორტო სკოლის ფედერაციის ერთობლივი თანამშრომლობით, ქალაქ თბილისი მერიის ფინანსური მხარდაჭერით, ქალაქ თბილისიში, ვაკის პარკში 1-2 ოქტომბერს ჩატარდა ტურნირი სპორტულ ორიენტირებაში თბილისის სკოლებს შორის. სახელწოდებით „ ლეგენდების კვალდაკვალ“ ტურნირში მონაწილეობას იღებდა 300 მდე სკოლის მოსწავლე, წარმოდგენილი თბილისი ათივე რაიონიდან, 1 ოქტომბერს გაიმართა საკვალიფიკაციო გარბენები, 2 ოქტომბერს კი თითოეული რაიონიდან მაღალი მაჩვენებლის მქონე 30 წყვილი შეეჯიბრა საუკეთესო სპორტმენების და სკოლის გამოსავლენად, გამარჯვებულები გახდნენ ბექა რაზმაძე და სოფო ჟივიძე 90-ე სკოლიდან, ამავე სკოლამ დაისაკუთრა პირველი ადგილი გუნდურ ჩათვლაში, მეორე და მესამე ადგილები კი შესაბამისად 84 და 118 სკოლებმა გაინაწილეს