08/27/2026
რატომ არ არის უხერხული საცურაო კოსტუმში ფოტოების დადება. 🧐 ეს პოსტი ქალსაც ეხება და კაცსაც. - როგორც იცით არასდროს დამიდია მოტოციკლზე ნახევრად შიშველი სურათი , ყოველთვის ვცდილობ გამოვყო მოტო და ფიტნესი და ხალხს მოვუწოდებ ეკიპირების მუდმივი ტარებისკენ. 🌠🫶🏻 მაგრამ ცხოვრებაში ერთერთია მიღწევებიდან ის ტანია რაც მაქვს. სწორედ როდესაც მქონდა წონა სოც მედიაზე მივყვებოდი ხალხს, რომელიც აქვეყნებდა თავის შედეგებს და სულაც არ მეგონა ეს ზედმეტი, არამედ ეს ჩემთვის იყო მაგალითი, თურმე როგორ შეიძლება გამოიყირებოდე თუ დაიწყებ ამ ფიტნეს-მოგზაურობას. ამ სხეულმა ძალიან დიფი ტრანსფორმაცია განიცადა. დღევანდელ ცხოვრებაში ადამიანს უწევს ბევრი შრომა, განსაკუთრებით ჯდომითი სამუშაოთი ოფისებში, შემდეგ საცობში. არ ვმოძრაობთ. სწორი კვება კი ძვირია. ზოგს ის ერთი ბედნიერება აქვს შესვენებაზე უძილო მორიგეობის ღამეები ამოინაზღაუროს სწრაფი დოპამინით რაც ვენდინგ მაშინიდან ჩამოგდებილი შოკოლადით შვებას ჰგვრის ხოლო შემდეგ დროთაგანმავლობაში ცუდად ისახება. დღეს მკვრივი, მოვლილი სხეული თუ სახე ( რომელიც ისევდაისევ ბევრი მუშაობისგან კოფეინით არ არის მოღლილი ) არის ფუფუნება და ფიტნეს ტრენერის კურსების NASM წიგნში წერია პირდაპირ, რომ ათ წელიწადში FIT სხეული იშვიათი იქნება. ასეთი სურათი რომ დამედო წლების ტრანსფორმაცია უნდა განმეცადა, დამეცვა დისციპლინა 🔥 ყველაფრის მიუხედავად რაც პარალელურად ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში 🔥 არ მეჭამა რაც მსურდა და ბევრჯერ ვთქვი არა, ვებრძოდი გენეტიკურ პარამეტრებს , სამსახურის სიტუაციას , სტრესის შედეგად გამოყოფილი კორტიზოლი არ უშვებდა ხელს ცხიმებს ჩემს მუცლის არეში !!! ასე რომ საერთოდ არ მეუხერხულება მსგავსი სურათის დადება რადგანაც ნავარჯიშები ტანი არის შრომის შედეგი და დიახ, მე ამით ვამაყობ და უნდა იამაყოს ყველა ჩემნაირმა , ვინც წლების მანძილზე შინაგან დისციპლინას იცავს და ჯიმში უდიდეს ტკივილს უძლებს! მეტი ტკივილი = მეტი შედეგი. / ეს მსოფლმხედველობა გამყვა ცხოვრებაშიც, რომ რაც მეტს იშრომებ რაც მეტ ტკივილს აიტან, რაც მეტად იგრძნობ თავს არაკომფორტულად , მეტი შედეგი გექნება ! თუნდაც ეგრევე მოდელის ტანი მოგცეს ღმერთმა მაინც ასეთი ხალხიც მიჰყვება ფიტნესს რომ გააუმჯობესოს ან შეინარჩუნოს ის სრულყოფილი სხეული რაც ღმერთმა მოგვცა 🫶🏻🥹🌠 ჩემი მიზანია განვითარება ყველა ასპექტში, იქნება ეს მოტოსამყარო , ფიტნესი , სულიერი და აშ / იყავით ამაყი საკუთარი პროგრესის , რადგანაც ამით სხვასაც უნერგავთ მუხტს უკეთესობისკენ ! be proud of your progress 🌠✨🔥