Olympic Team Of Georgia

Olympic Team Of Georgia Profesional Olympic Team of Georgia
Modern Pentathlon and Triathlon Federation of Georgia

საქარველოს თანამედროვე ხუთჭიდისა და ტრიატლონის საერთაშორისო ფედერაცია
თანამედროვე ხუთჭიდი - სპორტული მრავალჭიდი. აერთიანებს ხუთ სახეობას: ცხენოსნობას, ფარიკაობას, სროლას, ცურვას და კროსს. მსოფლიოს ჩემპიონატი კაცთა შორის იმართება 1949 წლიდან, ქალთა შორის - 1981-იდან; ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია:

1912 -იდან - კაცები, 2000-იდან - ქალები.ანტიკურ საბერძნეთში ტარდებოდა ასპარეზობა ხუთჭიდში - პენტათლ

ონში, რომელიც მოიცავდა სირბილს, სიგრძეზე ხტომას, შუბისა და ბადროს ტყორცნას, ჭიდაობას (პირველი შეჯიბრება გაიმართა მე-18 ოლიმპიადაზე, ძვ.წ 708 წელს). თანამედროვე ხუთჭიდი ანტიკური პენტათლონის ერთგვარი ანალოგია. XIX საუკუნის მეორე ნახევარში ჯერ შვედეთში, შემდეგ კი ევროპის სხვა ქვეყნებშიც ეწყობოდა შეჯიბრებები ე.წ. საოფიცრო ხუთჭიდში, რომლის შემადგენელი სპორტის სახეობებიც შეესაბამებოდა იმდროინდელ წარმოდგენას ოფიცრის მომზადების აუცილებელ კომპონენტებზე. ოლიმპიური თამაშების პროგრამაში თანამედროვე ხუთჭიდი 1912 წელს შეიტანეს პიერ დე კუბერტენის თაოსნობით, რომელსაც ეს სახეობა პენტათლონის თავისებურ მემკვიდრედ და სრულყოფილი, იდეალური ათლეტისთვის აუცილებელი უნარ-თვისებების გამოცდის საუკეთესო საშუალებად მიაჩნდა.

1952 წლის ოლიმპიადამდე ტარდებოდა მხოლოდ პირადი პირველობა, შემდეგ კი გუნდური ასპარეზობაც შემოიღეს. 1948 წლამდე თამაშებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ სპორტსმენოფიცრებს ჰქონდათ. 2000 წლიდან ოლიმპიადის პროგრამაშია ქალთა ინდივიდუალური შეჯიბრება. სპორტის ამ სახეობას დღევანდელი სახელი ეწოდა 1948 წელს ლონდონში, როდესაც დაფუძნდა თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო კავშირი (UIMP). მისი შექმნის ინიციატორი იყო შვედი გუსტავ დირსენი (1920 წლის ოლიმპიური ჩემპიონი), რომელიც ამ კავშირის პირველი პრეზიდენტი გახდა.

1969 წელს ეს ორგანიზაცია თანამედროვე ხუთჭიდისა და ბიათლონის საერთაშორისო კავშირად გარდაიქმნა (UIPMB), 1998 წლიდან კი კვლავ თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო კავშირი ეწოდება (ბიათლონოს ფედერაცია ცალკე გამოიყო).

თანამედროვე ხუთჭიდი. სპორტული მრავალჭიდი. აერთიანებს ხუთ სახეობას: ცხენოსნობას, ფარიკაობას, სროლას, ცურვას და კროსს. მსოფლიოს ჩემპიონატი კაცთა შორის იმართება 1949 წლიდან, ქალთა შორის - 1981-იდან; ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია: 1912 -იდან - კაცები, 2000-იდან - ქალები.

ანტიკურ საბერძნეთში ტარდებოდა ასპარეზობა ხუთჭიდში - პენტათლონში, რომელიც მოიცავდა სირბილს, სიგრძეზე ხტომას, შუბისა და ბადროს ტყორცნას, ჭიდაობას (პირველი შეჯიბრება გაიმართა მე-18 ოლიმპიადაზე, ძვ.წ 708 წელს). თანამედროვე ხუთჭიდი ანტიკური პენტათლონის ერთგვარი ანალოგია. XIX საუკუნის მეორე ნახევარში ჯერ შვედეთში, შემდეგ კი ევროპის სხვა ქვეყნებშიც ეწყობოდა შეჯიბრებები ე.წ. საოფიცრო ხუთჭიდში, რომლის შემადგენელი სპორტის სახეობებიც შეესაბამებოდა იმდროინდელ წარმოდგენას ოფიცრის მომზადების აუცილებელ კომპონენტებზე. ოლიმპიური თამაშების პროგრამაში თანამედროვე ხუთჭიდი 1912 წელს შეიტანეს პიერ დე კუბერტენის თაოსნობით, რომელსაც ეს სახეობა პენტათლონის თავისებურ მემკვიდრედ და სრულყოფილი, იდეალური ათლეტისთვის აუცილებელი უნარ-თვისებების გამოცდის საუკეთესო საშუალებად მიაჩნდა.

1952 წლის ოლიმპიადამდე ტარდებოდა მხოლოდ პირადი პირველობა, შემდეგ კი გუნდური ასპარეზობაც შემოიღეს. 1948 წლამდე თამაშებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ სპორტსმენოფიცრებს ჰქონდათ. 2000 წლიდან ოლიმპიადის პროგრამაშია ქალთა ინდივიდუალური შეჯიბრება. სპორტის ამ სახეობას დღევანდელი სახელი ეწოდა 1948 წელს ლონდონში, როდესაც დაფუძნდა თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო კავშირი (UIMP). მისი შექმნის ინიციატორი იყო შვედი გუსტავ დირსენი (1920 წლის ოლიმპიური ჩემპიონი), რომელიც ამ კავშირის პირველი პრეზიდენტი გახდა.

1969 წელს ეს ორგანიზაცია თანამედროვე ხუთჭიდისა და ბიათლონის საერთაშორისო კავშირად გარდაიქმნა (UIPMB), 1998 წლიდან კი კვლავ თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო კავშირი ეწოდება (ბიათლონოს ფედერაცია ცალკე გამოიყო).

თანამედროვე ხუთჭიდი მოიცავს ხუთ დამოუკიდებელ სახეობას: ტყვიის სროლას, ფარიკაობას, ცურვას, კროსსა და ცხენოსნობას. შეჯიბრებები ამ თანმიმდევრობით ტარდება და საბოლოო ადგილები ხუთჭიდის ჯამში მოპოვებული ქულების მიხედვით ნაწილდება. ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შედის ორი დისციპლინა: 1. ქალთა ინდივიდუალური პირველობა; 2. კაცთა ინდივიდუალური პირველობა. მთელი ტურნირი ერთ დღეში მთავრდება (არაოლიმპიურ შეჯიბრებებში – ორ დღეში).

ტყვიის სროლა. სამიზნის დიამეტრია 15,5 სმ, შედგება 10 რგოლისა და ცენტრალური წრისაგან. შეჯიბრებისთვის განკუთვნილი პნევმატური პისტოლეტის კალიბრია 4,5 მმ, მისი წონა არ უნდა აღემატებოდეს 1500 გრამს. ისვრიან 20 ტყვიას, დგომელა, 10 მ დისტანციიდან. თითოეული სროლისთვის სპორტსმენს ეძლევა 40 წამი. თუ შეჯიბრებისას იარაღმა უმტყუნა, უფლება აქვს პისტოლეტის რემონტისთვის 5 წუთი მოითხოვოს. სროლაში მიღებული 172 ქულა საერთო ჩათვლის 1000 ქულას შეესაბამება, ხოლო ყოველი დამატებითი ქულა – საერთო ჩათვლის 12 ქულას. ფარიკაობა. შეჯიბრებისთვის იყენებენ სტანდარტულ საფარიკაო ბილიკს და აღჭურვილობას. ხუთჭიდელები დაშნით ფარიკაობენ და წრიული სისტემით ხვდებიან ერთმანეთს (ყველა ყველას).

ბრძოლა ერთ წუთს გრძელდება. იმარჯვებს ის, ვინც მეტოქეს პირველი მიაყენებს ჩხვლეტას. თუ შეხვედრა უშედეგოდ დამთავრდა, ორივე მონაწილე წაგებულად ცხადდება. ბრძოლის საერთო რაოდენობის 70 პროცენტის მოგებისთვის სპორტსმენს ენიჭება 1000 ჩასათვლელი ქულა. ყოველი მომდევნო მოგება-წაგებისთვის ქულათა რაოდენობა, შესაბამისად, იზრდება ან მცირდება სპეციალური ცხრილის მიხედვით. არსებობს დარღვევათა 5 ჯგუფი, ამიტომ სხვადასხვა შემთხვევაში მონაწილემ შეიძლება მიიღოს ყვითელი, წითელი ან შავი ბარათი და შესაბამისად საჯარიმო ქულები ან დისკვალიფიკაცია. ცურვა. დისტანცია – 200 მ, სტილი – თავისუფალი. შედეგი 2,30 წუთი კაცებისთვის და 2,40 წუთი ქალებისთვის საერთო ჩათვლის 1000 ქულას შეესაბამება. შედეგის ყოველი 0,33 წამით გაუმჯობესებისთვის (გაუარესებისთვის) სპორტსმენს კიდევ 4 ქულა ემატება (აკლდება).

ფალსტარტი ისჯება 40 საჯარიმო ქულით. ცხენოსნობა. ტრასის სიგრძეა 350-400 მ. მარშრუტზე განლაგებულია სხვადასხვა სიმაღლის 12 დაბრკოლება, მათ შორის, ორმაგი და სამმაგი სისტემა. ცხენები ნაწილდება წილისყრით. ყოველ 2 მონაწილეზე მოდის 1 ცხენი, ყოველ 8 მონაწილეზე კიდევ 1 სამარქაფო ცხენი. თითოეულ მხედარს ცხენის გაცნობისა და მოთელვისთვის ეძლევა 20 წუთი. ტრასის გასავლელი დროის ლიმიტი განისაზღვრება დისტანციის სიგრძის მიხედვით. შეჯიბრების მონაწილეს შეუძლია მაქსიმუმ 1200 ჩასათვლელი ქულის მიღება, იმ შემთხვევაში, თუ იგი მარშრუტს დადგენილ დროში საჯარიმო ქულების გარეშე გაივლის. თითოეული გადამეტებული წამისთვის მხედარს აკლდება 4 ქულა, დაბრკოლების დარღვევისთვის, ცხენის გაჯიუტებისა და ცხენთან ერთად წაქცევის ან ცხენიდან ჩამოვარდნისთვის – 40-40 ქულა.

კროსი. დისტანციის სიგრძეა 3000 მ. მარშრუტი მარჯვენა მხარეს მონიშნულია თეთრი ალმებით, ხოლო მარცხენა მხარეს – წითელი ალმებით. შეჯიბრების დღეს მონაწილენი ათვალიერებენ მარშრუტს და ეცნობიან მის სქემატურ რუკას. მორბენლები სტარტს იღებენ ჰანდიკაპით, წინა ოთხ სახეობაში დაგროვილი ჩასათვლელი ქულების მიხედვით. კროსამდე მოპოვებული ყოველი 4 ქულა 1 წამის ტოლფასია. სტარტზე პირველი ის გამოდის, ვისაც ყველაზე მეტი ქულა დაუგროვდა. თუ მეორე ადგილზე მყოფ სპორტსმენს ლიდერზე 20 ქულით ნაკლები ჰქონდა, ის სტარტს 5 წამის ინტერვალით აიღებს. საბოლოო გამარჯვება იმას რჩება, ვინ ფინიშის ხაზს პირველი გადაკვეთს.

საქართველოში თანამედროვე ხუთჭიდი 1950-იან წლებში დაინერგა. სსრკ ჩემპიონატში პირველი მედალი (ბრინჯაო) მოიპოვა თბილისელმა ანატოლი პევცოვმა. პირველი თაობის ხუთჭიდელთა შორის იყვნენ რევაზ მანჯავიძე, ივანე მიხაილიცკი, ანატოლი პევცოვი, ჯუანშერ ზალდასტანიშვილი, გურამ კალმახელიძე, ვალერიან როგავა და სხვები. 1981 წელს საქართველოს გუნდმა სსრკ ჩემპიონატში გაიმარჯვა, ევროპის თასის გათამაშებაში კი მესამე ადგილზე გავიდა. პირად შეჯიბრებაში პირველი საერთაშორისო გამარჯვება მოიპოვა იგორ ბრიზგალოვმა, რომელიც 1985 წელს ევროპის თასს დაეუფლა.

1988 წელს სსრკ ნაკრებთან ერთად ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა როლანდ ლოხიშვილი. განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია ვახტანგ იაგორაშვილმა (მწვრთნელი ამირან შეროზია), რომელიც 1980-იან წლებში მსოფლიოს უძლიერეს ხუთჭიდელთა რიგებში შედიოდა. მან სეულის ოლიმპიურ თამაშებზე პირად შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედალი აიღო, მომდევნო წელს ასევე პირად ტურნირში მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი გახდა, 1990 წელს კი სსრკ ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა.

თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო კავშირი დაარსდა 1948 წლის 13 აგვისტოს ლონდონში (ინგლისი). 1953 წლიდან ეწოდებოდა თანამედროვე ხუთჭიდისა და ბიათლონის საერთაშორისო კავშირი . 1998 წლის 26 სექტემბერს ძველი სახელი დაიბრუნა. აერთიანებს 102 ქვეყნის ფედერაციას.

საქართველოს თანამედროვე ხუთჭიდისა და ტრიათლონის ფედერაცია. 2003 წელს გამოეყო საქართველოს ცხენოსნობისა და თანამედროვე ხუთჭიდის ფედერაციას (შეიქმნა 1991 წელს, საერთაშორისო ფედერაციის წევრია 1992 წლიდან) და დაფუძნდა დამოუკიდებელი ორგანიზაციის სტატუსით. 2003 წელს გაწევრიანდა თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო ფედერაციაში (UIPM). პრეზიდენტები: ვალერიან როგავა (2003-04), ჯუანშერ ზალდასტანიშვილი (2004 წლიდან).

პრეზიდენტები: დავით სალარიძე (1991-96), თენგიზ აბულაძე (1996-2003), ვალერიან როგავა (2003 წლიდან)1992 წლის ოქტომბრიდან თანამედროვე ხუთჭიდისა და ბიათლონის საერთაშორისო ფედერაციის (UIPMB) წევრია.დაფუძნდა 1991 წლის 30 მაისს.

24/05/2013
24/02/2013

Behind the bullet, the tip of a fencing blade is the second fastest-moving object in Olympic sports. Speed of Fencing captures the grace and movements of New...

15/02/2013
02/02/2013

Profesional Olympic Team of Georgia
Modern Pentathlon and Triathlon Federation of Georgia

Modern Pentathlon Event Hungary Tata
28/01/2013

Modern Pentathlon Event Hungary Tata

Cultural Day
28/01/2013

Cultural Day

Cultural Day at the Modern Pentathlon Youth World Championships 2012 in Tata

Cím

Baji út 21.
Tata
2890

Értesítések

Ha szeretnél elsőként tudomást szerezni Olympic Team Of Georgia új bejegyzéseiről és akcióiról, kérjük, engedélyezd, hogy e-mailen keresztül értesítsünk. E-mail címed máshol nem kerül felhasználásra, valamint bármikor leiratkozhatsz levelezési listánkról.

A Vállalkozás Elérése

Üzenet küldése Olympic Team Of Georgia számára:

Megosztás

Kategória