Georgian Swimmers Club / საქართველოს მოცურავეთა კლუბი

  • Kezdolap
  • Magyarország
  • Gyor
  • Georgian Swimmers Club / საქართველოს მოცურავეთა კლუბი

Georgian Swimmers Club / საქართველოს მოცურავეთა კლუბი სპორტული ასოციაცია "საქართველოს მოცურავეთა კლუბი". Sport Association Georgian Swimmers' Club Official page © █║▌│█│║

Get information about every swimming event & competition

08/08/2026

საერთაშორისო ტურნირი ცურვაში დასრულდა🏊🏻‍♂️

6-7 აგვისტოს აზერბაიჯანის ქალაქ განჯაში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი ცურვაში “Ganja Cup”, რომელშიც ადგილობრივ კლუბებთან და ბელორუსიის ნაკრებთან ერთად საქართველოს ახალგაზრდული და კადეტთა ნაკრების წევრები მონაწილეობდნენ.
ჩვენმა მოცურავეებმა ჯამში 10 ოქროს, 9 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს:

🏊‍♀️ივანოვა ანნა 🥇🥇🥇🥇
🏊‍♀️რუხაძე ნინო 🥇🥇🥈
🏊‍♂️მანგოშვილი კახი 🥇🥈🥈
🏊‍♀️ტრაპაიძე ელენე 🥇🥉🥉
🏊‍♀️შერბაევა სალი 🥈🥈
🏊‍♀️შიუკაევა ანნა 🥈
🏊‍♀️კალინინა ლიზა 🥇🥉
🏊‍♂️ალავიძე გელა 🥉🥈
🏊‍♂️მესხიშვილი დაჩი 🥉🥈
🏊‍♀️ბერუაშვილი ანი 🥇
🏊‍♂️შევარდენიძე ანდრია 🥈

მწვრთნელები:
დავით გელაშვილი
ირაკლი რაზმაძე
ზურაბ კობახიძე

მადლობა თითოეულ მათგანს ღირსეული ასპარეზობისთვის, საქართველოს ასე წარმატებით წარდგენისა და მოპოვებული მედლებისთვის!

წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მოცურავეებს მომავალ ტურნირებში! 🇬🇪🏊‍♂️💪

04/08/2026

საქართველოს ცურვის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების დასკვნით ეტაპს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ინტენსიურ საწვრთნელ შეკრებაზე გადის.

კონტინენტის პირველობა 10 აგვისტოს დაიწყება. აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ეროვნული ნაკრები ინდივიდუალურ დისტანციებთან ერთად, ევროპის ჩემპიონატზე გუნდურ ესტაფეტაშიც იასპარეზებს.

🇬🇪ნაკრების შემადგენლობა:

🏊🏻‍♂️ ნოე ფანცხავა
🏊🏻‍♂️ ანდრეა ფოლადაშვილი
🏊🏻‍♀️ ანა ნიჟარაძე
🏊🏻‍♀️ ანა კალანდაძე

📋 მთავარი მწვრთნელი: ოლივიერ სანგარია

წარმატებულ ასპარეზობასა და ღირსეულ გამოსვლას ვუსურვებთ ჩვენს მოცურავეებს ევროპის პირველობაზე!🇬🇪🏊🏼‍♂️

24/07/2026
16-19 ივლისს ქუთაისში გამართულ საქართველოს ზაფხულის საერთაშორისო ჩემპიონატზე ახალგაზრდული ნაკრების ლოდერმა ანა ნიჟარაძემ...
23/07/2026

16-19 ივლისს ქუთაისში გამართულ საქართველოს ზაფხულის საერთაშორისო ჩემპიონატზე ახალგაზრდული ნაკრების ლოდერმა ანა ნიჟარაძემ საქართველოს 3 ახალი ინდივიდუალური რეკორდი დაამყარა. 100 მ. გულაღმა ანამ 1:01.93 წამში დაფარა და გააუმჯობესა მის მიერვე დამყარებული რეკორდი .ასევე მოიპოვა კარიერის სარეკორდო 785 ქულა.

ნიჟარაძემ საქართველოს ახალი რეკორდები დაამყარა 200-მეტრიან დისტანციებზე გულაღმა სტილით და ბატერფლაით ცურვაში შედეგებით 2:14.95 და 2:15.68

ინდივიდუალურ რეკორდებთან ერთად ანამ მის კლუბ “G.S.C - AQUA UNION”-ის შემადგენლობაში 4X100 თავისუფალი ყაიდის შერეული ესტაფეტის სარეკორდო გაცურვაშიც მიიღო მონაწილეობა ,გუნდური შედეგი 3:43.42

ვულოცავთ ანას და მის სამწვრთნელო შტაბს მიღწეულ შედეგებს.ვუსურვებთ წარმატებებს ევროპის ჩემპიონატზე!

16-19 ივლისს ქუთაისში გამართულ საქართველოს ზაფხულის საერთაშორისო ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების ლოდერმა ანა კალანდაძემ სა...
22/07/2026

16-19 ივლისს ქუთაისში გამართულ საქართველოს ზაფხულის საერთაშორისო ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების ლოდერმა ანა კალანდაძემ საქართველოს 2 ახალი ინდივიდუალური რეკორდი დაამყარა. 800 მ. თავისუფალი ყაიდით ცურვაში მან დისტანცია 8:44.40 წამში დაფარა და ძველი რეკორდი(8:47.54) 3 წამზე მეტოთ გააუმჯობესა,ასევე მოპოვა 50-მეტრიან აუზზე კარიერის საუკეთესო 786 ქულა.

კალანდაძემ 2 წამზე მეტით გააუმჯობესა საქართველოს რეკორდი 1500 მ. თავისუფალ ყაიდაზე და დისტანცია 16:43:73 წამში დაფარა. აღსანიშნავია რომ ანამ ეს შედეგები ევროპის ჩემპიონატამდე 3 კვირით ადრე,დატვირთვების ქვეშ დააფიქსირა.

ინდივიდუალურ რეკორდებთან ერთად ანამ მის კლუბ “G.S.C - AQUA UNION”-ის შემადგენლობაში 4X100 თავისუფალი ყაიდის შერეული ესტაფეტის სარეკორდო გაცურვაშიც მიიღო მონაწილეობა ,გუნდური შედეგი 3:43.42
ვულოცავთ ანას და მის სამწვრთნრლო შტაბს მიღწეულ შედეგებს.ვუსურვებთ წარმატებებს ევროპის ჩემპიონატზე!

17/07/2026

საქართველოს ზაფხულის საერთაშორისო ჩემპიონატზე, 4×100 მ თავისუფალი ყაიდით ესტაფეტურ გაცურვაში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ახალი რეკორდი დაამყარა — 3:27.91.

🏊‍♂️ რეკორდის ავტორები:
ანდრეა ფოლადაშვილი
მამუკა შენგელია
ალექსანდრე ერაძე
ნოე ფანცხავა

გარდა რეკორდისა, ნაკრებმა ოქროს მედალიც მოიპოვა და დაამარცხა უნგრეთისა და აზერბაიჯანის გუნდები🙌🏻

აღსანიშნავია, რომ წინა ეროვნული რეკორდი — 3:28.84 — 2021 წელს, Akropolis Grand Prix-ზე იყო დაფიქსირებული.

ვულოცავთ ჩვენს სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას 🇬🇪💙

12/07/2026

🏊‍♀️ ანა ნიჟარაძემ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მე-6 ადგილი დაიკავა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ლიდერი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი გოგონა გახდა, რომელმაც ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში იასპარეზა.

100 მეტრზე ბატერფლაის ფინალურ გაცურვაში ანამ დისტანცია 59.72 წამში დაფარა და უძლიერეს კონკურენტებთან ბრძოლაში საპატიო მე-6 ადგილი დაიკავა. 👏

ნიჟარაძემ წარმატებით იასპარეზა 100 მეტრზე გულაღმა ცურვის ნახევარფინალშიც, სადაც 1:02.35 შედეგით საქართველოს ახალი რეკორდი დაამყარა. ასევე ნახევარფინალში გავიდა 50 მეტრზე ბატერფლაიში, სადაც დისტანცია 27.31 წამში დაფარა.

ანა ნიჟარაძე ასევე გახდა პირველი ქართველი მოცურავე, რომელმაც ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე სამ სხვადასხვა დისტანციაზე ფინალურ და ნახევარფინალურ ეტაპებზე იასპარეზა. 🇬🇪

ნიჟარაძე აქტიურად განაგრძობს მზადებას 10–17 აგვისტოს პარიზში გასამართი ევროპის სენიორთა ჩემპიონატისთვის. 💪

საქართველოში 14 წლამდე გოგონების საუკეთესო გუნდი და ზედიზედ მეორე შეჯიბრზე მოგებული თავისუფალი ესტაფეტა ამ ასაკობრივ კატ...
10/07/2026

საქართველოში 14 წლამდე გოგონების საუკეთესო გუნდი და ზედიზედ მეორე შეჯიბრზე მოგებული თავისუფალი ესტაფეტა ამ ასაკობრივ კატეგორიაში✊
20.12.2025 - ზამთრის ღია პირველობა 🥇
4.07.2026 - ზაფხულის ღია პირველობა 🥇
გუნდის შემადგენლობა:
🏊‍♀️ თავართქილაძე სესილი (2014)
🏊‍♀️ ჭკუასელი კესო (2014)
🏊‍♀️ ქავთარაძე ელენე (2015)
🏊‍♀️ ღვინიაშვილი ნია (2014)

აღსანიშნავია რომ გოგონები ღირსეულად აგრძელებენ უფროსი ასაკის ტრადიციას. მათ თავისუფალი ესტაფეტის მოგება ზედიზედ 4 შეჯიბრზე შეძლეს, ამ 4-დან 3 შემთხვევაში კი კომბინირებული ესტაფეტის ოქროებსაც დაეუფლნენ🙌
12.04.2025 - გაზაფხულის ღია პირველობა🥇🥇
5.07.2025 - ზაფხულის ღია პირველობა🥇🥇
18.10.2025 - კახეთის ღია პირველობა🥇🥇
25.04.2026 - თბილისის ღია პირველობა🥇
გუნდის შემადგენლობა:
🏊‍♀️ შიუკაევა ანნა (2012)
🏊‍♀️ ცისკარაული ანასტასია (2012)
🏊‍♀️ თავართქილქაძე სესილი (2014)
🏊‍♀️ შიუკაევა მარია (2012)

08/07/2026

🇬🇪 🏊🏻‍♀️ანა ნიჟარაძე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალშია!

საქართველოს ცურვის ახალგაზრდული ნაკრების ლიდერმა, ანა ნიჟარაძემ, გერმანიის ქალაქ მიუნხენში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 100 მეტრ ბატერფლაის ნახევარფინალში დისტანცია 59.51 წამში დაფარა და მე-6 შედეგით ფინალის საგზური მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ანამ გააუმჯობესა საკვალიფიკაციო ეტაპზე დაფიქსირებული შედეგი (1:00.09) და დამაჯერებლად გავიდა ფინალში👏

100 მეტრ ბატერფლაის ფინალური გაცურვა ხვალ, თბილისის დროით 21:34 საათზე, გაიმართება✊🇬🇪

🌊4-5 ივლისს გლდანის კომპლექსურ სპორტულ ცენტრში გაიმართა თბილისის ღია პირველობა ცურვაში, სადაც მთელი საქართველოდან 200მდე...
06/07/2026

🌊4-5 ივლისს გლდანის კომპლექსურ სპორტულ ცენტრში გაიმართა თბილისის ღია პირველობა ცურვაში, სადაც მთელი საქართველოდან 200მდე მოცურავე მონაწილეობდა🌊

ტრადიციულად შეჯიბრში წარმატებით იასპარეზეს ჩვენი კლუბის 2013-2014 და 2015-2016 წლებში დაბადებულმა სპორტსმენებმა. მათ ჯამში 11 ოქროს, 17 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

🏆აღსანიშნავია რომ ზედიზედ მეორედ შეჯიბრის საუკეთესო მოცურავე გოგო გახდა სესილი თავართქილაძე, ხოლო საუკეთესო ბიჭი მოცურავე ბექა მაღალდაძე. გამარჯვებულები და პრიზიორები გახდნენ:
🏊‍♂️მაღალდაძე ბექა 🥇🥇🥇🥈🥈🥉
🏊‍♀️თავართქილაძე სესილი 🥇🥇🥇🥈
🏊‍♀️ქავთარაძე ელენე 🥇🥈🥈🥈🥈
🏊‍♀️ბროევი ვიქტორია 🥇🥈🥈🥈🥉
🏊‍♀️ჭკუასელი კესო 🥇🥈🥉
🏊‍♂️სანიკიძე გიორგი 🥇🥈🥉
🏊‍♀️ღვინიაშვილი ნია 🥇🥈🥈
🏊‍♂️ოქრომელიძე ცოტნე 🥈🥉
🏊‍♂️დიაკვნიშვილი საბა 🥈🥉

ვულოცავთ და მომავალშიც ვუსურვებთ წარმატებებს!

Cím

Gyor

Weboldal

Értesítések

Ha szeretnél elsőként tudomást szerezni Georgian Swimmers Club / საქართველოს მოცურავეთა კლუბი új bejegyzéseiről és akcióiról, kérjük, engedélyezd, hogy e-mailen keresztül értesítsünk. E-mail címed máshol nem kerül felhasználásra, valamint bármikor leiratkozhatsz levelezési listánkról.

A Vállalkozás Elérése

Üzenet küldése Georgian Swimmers Club / საქართველოს მოცურავეთა კლუბი számára:

Parancsikonok

Megosztás

Kategória