ასოციაცია "ქსენონი" • Association XENON

  • Home
  • Georgia
  • Zugdidi
  • ასოციაცია "ქსენონი" • Association XENON

ასოციაცია "ქსენონი" •  Association XENON Nonprofit Organization

ხშირად ყველაზე მეტად ის ნაბიჯი გვაშინებს, რომლის გადადგმაც ყველაზე მეტად გვჭირდება.დღეს ჰეპატიტების საერთაშორისო დღეა. ა...
28/07/2026

ხშირად ყველაზე მეტად ის ნაბიჯი გვაშინებს, რომლის გადადგმაც ყველაზე მეტად გვჭირდება.

დღეს ჰეპატიტების საერთაშორისო დღეა. ამ დღეს, როგორც წესი, ბევრს საუბრობენ ციფრებზე, მაგრამ ჩვენ გვინდოდა, იმ რეალურ ფიქრებსა და შიშებზე გველაპარაკა, რომლებიც ტესტირების ჩატარებაში გვიშლის ხელს - „დრო არ მაქვს“, „მე არ შემეხება“, „პასუხის მეშინია“...

თუ ეს ფიქრები შენთვისაც ნაცნობია, გადაფურცლე ეს 6 სლაიდი.

ჩვენთან, „ქსენონში“, შეგიძლია უბრალოდ შემოიარო და ჩაიტარო სწრაფი, უფასო და კონფიდენციალური ტესტირება - უსაფრთხო გარემოში, განსჯის გარეშე.

📍 მისამართი: ქ. ზუგდიდი, პეტრე უბერის ქ. N1
📞 ტელეფონი: 0415254010

#გაიგეშენისსტატუსი #ქსენონი #ზუგდიდი

26/06/2026
26 ივნისი  - ნარკოტიკების ბოროტად გამოყენებისა და  უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა.ეს დღე გვახსენებ...
26/06/2026

26 ივნისი - ნარკოტიკების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

ეს დღე გვახსენებს, რომ ეფექტიანი საზოგადოებრივი პასუხი ეფუძნება ზრუნვას, სერვისების ხელმისაწვდომობას და სიცოცხლის დაცვას.

ზიანის შემცირება არის მტკიცებულებაზე დაფუძნებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიდგომა, რომელიც ამცირებს რისკებს, იცავს სიცოცხლეს და აკავშირებს ადამიანებს ჯანდაცვის სისტემასთან.
ეს არის მიდგომა, რომელიც ერთდროულად აძლიერებს როგორც ადამიანის, ისე საზოგადოების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას.

#ზიანისშემცირება #26ივნისი #საზოგადოებრივიჯანმრთელობა

მაისი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა -დრო, როცა კიდევ ერთხელ ვიხსენებთ, რომ ის, რაც არ ჩანს, ...
06/05/2026

მაისი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა -
დრო, როცა კიდევ ერთხელ ვიხსენებთ, რომ ის, რაც არ ჩანს, ხშირად ყველაზე მეტად საჭიროებს ყურადღებას.

ფსიქიკური კეთილდღეობა არ არის მხოლოდ ინდივიდუალური გამოცდილება -
ეს არის საერთო პასუხისმგებლობა, სადაც თითოეული ხმა, მხარდაჭერა და გაგება მნიშვნელობას იძენს.

ამ თემატური სერიით გვინდა შევახსენოთ:
საუბარი მნიშვნელოვანია. მოსმენა - აუცილებელი. მხარდაჭერა - შესაძლებელია.

💬 ერთად შევქმნათ გარემო, სადაც დახმარების თხოვნა ბუნებრივია და სიჩუმე აღარ არის ერთადერთი გზა.

#ფსიქიკურიჯანმრთელობა
#ფსიქიკურიჯანმრთელობისთვე
#ილაპარაკე
#მოუსმინე
#არაგანსაჯო

C ჰეპატიტი 2025 - გზა გამოვლენიდან განკურნებამდეერთი წელი, ათასობით შემოწმებული ადამიანი და ასობით შეცვლილი ბედი.2025 წე...
06/01/2026

C ჰეპატიტი 2025 - გზა გამოვლენიდან განკურნებამდე

ერთი წელი, ათასობით შემოწმებული ადამიანი და ასობით შეცვლილი ბედი.
2025 წელს ასოციაცია "ქსენონი" • Association XENON-ის პროგრამის ფარგლებში:

🔹 3,140 ადამიანი იქნა გამოკვლეული C ჰეპატიტზე
🔹 132 შემთხვევაში დაავადება დროულად გამოვლინდა
🔹 97%-ზე მეტ შემთხვევაში მკურნალობა წარმატებით დასრულდა.

ეს არ არის უბრალოდ სტატისტიკა -
ეს არის ადრეული გამოვლენის, ხელმისაწვდომი მკურნალობის და სისტემური მუშაობის შედეგი.

C ჰეპატიტი განკურნებადია, როდესაც გზა სწორად არის გავლილი.
ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას - ჯანმრთელი მომავლისთვის.

#ჯანმრთელობა #პრევენცია #განკურნება #საზოგადოებრივიჯანმრთელობა

📢 ვაკანსია ქსენონში! ვეძებთ საწყობზე პასუხისმგებელ პირს!
18/12/2025

📢 ვაკანსია ქსენონში!
ვეძებთ საწყობზე პასუხისმგებელ პირს!

ჯობს.გე - საქართველოში სამუშაოს ძიება აქ იწყება

📢 ვაკანსია ზუგდიდში | საწყობზე პასუხისმგებელი პირი / ბაზის სპეციალისტიასოციაცია ქსენონი ეძებს გუნდში ორგანიზებულ და პასუ...
15/12/2025

📢 ვაკანსია ზუგდიდში | საწყობზე პასუხისმგებელი პირი / ბაზის სპეციალისტი

ასოციაცია ქსენონი ეძებს გუნდში ორგანიზებულ და პასუხისმგებლიან კოლეგას, რომელიც უზრუნველყოფს მარაგების მართვას და საწყობის ოპერაციების გამართულობას.

📍 ლოკაცია: ზუგდიდი
💰 ხელფასი: 1,400₾ (gross)
⏰ სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

🎯 ძირითადი მოვალეობები:

- მარაგების მიღება, შენახვა და გაცემა
- ინვენტარიზაცია და დოკუმენტაციის წარმოება
- მონაცემთა ბაზებთან მუშაობა და ინფორმაციის სიზუსტის უზრუნველყოფა
- საწყობის ყოველდღიური ორგანიზება

✅ რას ვეძებთ:

- Excel-ის პრაქტიკული ცოდნა
- მაღალი ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)

🎁 რას გთავაზობთ:

- სტაბილურ და პროფესიულ სამუშაო გარემოს
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს
- მეგობრულ და გუნდურ გარემოს

📩 CV გამოგვიგზავნეთ: [email protected]

📌 თემა: „საწყობის სპეციალისტი“
📅 განცხადებების ბოლო ვადა: 25 დეკემბერი

#ვაკანსია #სამუშაო #ზუგდიდი #საწყობი #მარაგებისმართვა

🔴 1 დეკემბერი -შიდსის მსოფლო  დღე„დაბრკოლებების გადალახვა - ერთობლივი გზაა"დღეს გამოვხატავთ სოლიდარობას და პატივისცემას ...
01/12/2025

🔴 1 დეკემბერი -შიდსის მსოფლო დღე
„დაბრკოლებების გადალახვა - ერთობლივი გზაა"

დღეს გამოვხატავთ სოლიდარობას და პატივისცემას ადამიანების მიმართ, რომლებიც HIV-ით ცხოვრობენ. ვიხსენებთ მათ, ვინც აღარ არის. ვამბობთ ხმამაღლა: სოლიდარობა სიცოცხლეს იცავს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი დღეს?
2025 წელს HIV-ზე გლობალური პასუხი კრიტიკულ წერტილშია. დაფინანსების შემცირება, სტიგმა და სერვისების შეზღუდვა ყველაზე მეტად აზიანებს იმ ადამიანებს, ვისაც დაცვა და მხარდაჭერა აუცილებლად სჭირდებათ.

👉 ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს:

- უსაფრთხო და ღირსეული სერვისი - ყველას უფლებაა, არა პრივილეგია
- სტიგმა - ტვირთია, რომელსაც მხოლოდ ერთად ვამსუბუქებთ
- მხარდაჭერა - სიცოცხლის გადამრჩენი ძალაა.

ქსენონში ვქმნით სივრცეს, სადაც ადამიანს უსმენენ და პატივს სცემენ.
დღესაც, როგორც ყოველთვის, ვდგავართ მათ გვერდით, ვისაც სჭირდება უსაფრთხო გარემო და მხარდაჭერა.

📍 დაგვიკავშირდით დღესვე:
ქსენონი - ზიანის შემცირების ცენტრი
📌 ზუგდიდი, პეტრე უბერის ქ. N1
📞 0415 254010
💬 პირადი შეტყობინება - ყოველთვის ღიაა

🔴 კონფიდენციალურობა დაცულია. არავის ვტოვებთ მიღმა.

#შიდსისმსოფლიოდღე #1დეკემბერი #შიდსი #სოლიდარობა #მხარდაჭერა #ქსენონი

B და C ჰეპატიტები - „ჩუმი“ ინფექციები, რომლებიც დროულ აღმოჩენას საჭიროებენ🗓 ევროპის ტესტირების კვირეული | 17–24 ნოემბერი...
22/11/2025

B და C ჰეპატიტები - „ჩუმი“ ინფექციები, რომლებიც დროულ აღმოჩენას საჭიროებენ
🗓 ევროპის ტესტირების კვირეული | 17–24 ნოემბერი

რა არის B და C ჰეპატიტი?
ვირუსული ინფექციები, რომლებიც ჩუმად აზიანებენ ღვიძლს - ორგანოს, რომელიც წმენდს სხეულს, ამუშავებს საკვებს და ინახავს ენერგიას.

რატომ არ უნდა დაელოდო სიმპტომებს?
🔴 B და C ჰეპატიტები „ჩუმად“ ანადგურებს ღვიძლს - შესაძლოა არაფერს გრძნობდე
🔴 მკურნალობის გარეშე ინფექცია ზრდის ციროზისა და ღვიძლის კიბოს რისკს
🔴 სიმპტომები ჩნდება მხოლოდ მაშინ, როცა დაზიანება უკვე სერიოზულია
🔴 ტესტირება -ერთადერთი გზა შენი ჯანმრთელობის შესამოწმებლად

კარგი ამბავი: მკურნალობა შესაძლებელია!

💊 C ჰეპატიტი
✅ სრულად განკურნებადია
✅ უფასო სახელმწიფო პროგრამით
✅ თანამედროვე პრეპარატები - მხოლოდ 12 კვირა
✅ ეფექტიანობა: 95–100%

💊 B ჰეპატიტი
✅ უფასო სახელმწიფო პროგრამით
✅ აჩერებს ვირუსს და თავიდან გვიცავს ციროზისა და კიბოს განვითარებისგან
✅ უზრუნველყოფს სტაბილურ, ჯანმრთელ ცხოვრებას

სკრინინგი - შენი ჯანმრთელობის დაცვის პირველი ნაბიჯი

📍 მკურნალობა საქართველოში უფასოა და ეფექტური - ჩაიტარე სკრინინგი დღესვე!

📍 ქ. ზუგდიდი, პ. უბერის ქ. N1
📞 0415 254010

🎯 შენი ჯანმრთელობა შენს ხელშია!

#ჰეპატიტი #სკრინინგი #პრევენცია #ევროპისტესტირებისკვირეული #უფასომკურნალობა

20/11/2025

💜 HIV (აივ ინფექცია) - იცოდე, დაიცავი თავი!
ევროპის ტესტირების კვირეულის ფარგლებში

🦠 HIV-ის გადაცემის გზები:

• ინფიცირებული სისხლის ან სისხლის პროდუქტების გადასხმით
• დაინფიცირებული ნემსის ან სხვა სამედიცინო/ინვაზიური ინსტრუმენტების გამოყენებით
• დაუცველი სქესობრივი კონტაქტით (კონდომის გარეშე)
• დედიდან ბავშვზე ორსულობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების პერიოდში

🛡️ როგორ არ გადადის HIV:

• ჩახუტებით, ხელის ჩამორთმევით
• საერთო ჭურჭლის გამოყენებით
• ჰაერით, ხველებით, ცემინებით
• საცურაო აუზით ან საზოგადოებრივი ტუალეტით
• მწერების ნაკბენით

🩺 დიაგნოსტიკა - სკრინინგი:

• სწრაფი ანტისხეულის/ანტიგენის ტესტი - შედეგი 15 წუთში ✅
• უფასო, კონფიდენციალური, უსაფრთხო
⚠️ დადებითი შედეგის შემთხვევაში აუცილებელია დამატებითი კონფირმაციული კვლევა დიაგნოზის საბოლოოდ დასადასტურებლად.

💊 მკურნალობა:

• ანტირეტროვირუსული თერაპია (ART) უზრუნველყოფს ვირუსის კონტროლს
• დროული მკურნალობა = ჯანმრთელი ცხოვრება + გარშემომყოფების დაცვა

🧬 რას აზიანებს HIV:

HIV თანდათან აზიანებს იმუნურ სისტემას (CD4+ T-ლიმფოციტებს), ამიტომ დროული სკრინინგი და მკურნალობა აუცილებელია

🙋 სტიგმა და უფლებები:

• HIV-დაინფიცირებული ადამიანების დისკრიმინაცია დაუშვებელია
• ინფორმაცია კონფიდენციალური და დაცულია

📌 ჩაიტარე სკრინინგი დღესვე:
📍 ქ. ზუგდიდი, პ. უბერის ქ. N1
📞 041 525 4010

✨ გააზიარე, რათა სხვებაც მიიღონ ინფორმაცია!

#აივ #ტესტირება #სკრინინგი #დროულიმკურნალობა

Address

Petre Uberi Street №1
Zugdidi
2100

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

0415 254010

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ასოციაცია "ქსენონი" • Association XENON posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ასოციაცია "ქსენონი" • Association XENON:

Shortcuts

Share