29/11/2025
⚽️⚽️⚽️ აკადემიელებმა სეზონი მოგებით დაასრულეს
⚽️ ოქროს ლიგის გათამაშების ზედა ჯგუფში, სფფ რუხის აკადემიამ დღეს, ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრა გასვლაზე, თბილისის "იბერია 1999"-ის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე 2:1 დაამარცხა.
⚽️ ანგარიში სტუმრებმა, შეხვედრის პირველ ნახევარში გახსნეს. დედაქალაქელთა კარის მიმართულებით დანიშნული ჯარიმა, გოლად ნიკუშა გალდავამ აქცია და მან, ეფექტური გოლი გაიტანა.
⚽️ მეორე ტაიმში მასპინძლები გააქტიურდნენ და მალევე წონასწორობა აღადგინეს. თამაშის დასულებამდე ხუთი წუთით ადრე, რუხის აკადემიელებმა ჩინებულად ითამაშეს - გალდავა, ბრეგაძე, საჯაიას იდეალური კომბინაცია გოლით, ალექს გოგიაშვილმა დაასრულა და მან საკუთარ გუნდს მოაგებინა. უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე გათამაშებაში ათი გატანილი გოლით, აკადემიელთაგან ალექს გოგიაშვილი საუკეთესო ბომბარდირი გახდა საკუთარ გუნდში. ასევე აღვნიშნავთ, რომ ამ ასაკის გუნდს რუხის აკადემია უკვე დაემშვიდობება და თითოეულ ფეხბურთელს, წარმატებებს ვუსურვებთ საფეხბურთო სფეროში.
⚽️ ახალი ჩემპიონატიდან, რუხის აკადემია უკვე შერჩევის პრინციპით, ახალ შემადგენლობას ჩამოაყალიბებს და ახალი სეზონიდან, უკვე საბრძოლო მოტივაციით, ახალი გუნდი დაიწყებს საფეხბურთო სეზონს.