25/06/2026
🏆 დასრულდა ტაილანდური კრივის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში გაიმართა. 🇲🇾🥊
ჩვენი კლუბის სპორტსმენებმა ღირსეულად იასპარეზეს მსოფლიოს უძლიერეს მებრძოლებს შორის და საქართველო კიდევ ერთხელ ასახელეს საერთაშორისო არენაზე.
🥊 გაბრიელ უბერია — U10 | 30 კგ 🥈
🥊 საბა მარკელია — U18 | 57 კგ 🥈
ორივე სპორტსმენი მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, რაც საქართველოსთვის ამ სახეობაში მართლაც ისტორიული შედეგია.
ვამაყობთ ჩვენი ბიჭების მონდომებით, შრომითა და მიღწეული წარმატებით. მათ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მიზანდასახულობა, დისციპლინა და თავდაუზოგავი შრომა ყოველთვის ფასდება.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით საქართველოს ტაილანდური კრივის ეროვნულ ფედერაციას და მის სულისჩამდგმელსა და გენერალურ მდივანს, დავით ქირია-ს, მხარდაჭერისა და იმ შესაძლებლობისთვის, რომელმაც ჩვენს სპორტსმენებს მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის საშუალება მისცა.
ასევე, მადლობა ყველას, ვისაც თუნდაც მცირე წვლილი მიუძღვის ამ წარმატებაში.
🇬🇪 საქართველო — მსოფლიოს ვიცეჩემპიონები!
🥈 გაბრიელ უბერია
🥈 საბა მარკელია
წინ კიდევ ბევრი გამარჯვებაა! 💪🏆🇬🇪
დიდება უფალს🙏