22/05/2026
🔥 ისტორიული წარმატება წალკისთვის! 🇬🇪🔥
📍 სამოკოვი, ბულგარეთი 🇧🇬
🏆 ევროპის ჩემპიონატი 2026 – ბერძნულ-რომაული ჭიდაობა 🤼♂️
🥉 ლუკა საგინაძე (44 კგ)
20–24 მაისს ბულგარეთის ქალაქ სამოკოვში გაიმართა ევროპის ჩემპიონატი, სადაც ჩვენი წალკელი ფალავანი ლუკა საგინაძე ბრწყინვალედ გამოვიდა და 44 კგ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა! 🥉🇬🇪
💪 ეს არის მისი კარიერის პირველი დიდი საერთაშორისო წარმატება — შრომის, თავდადებისა და ძლიერი ხასიათის შედეგი!
👊 სპორტსმენის მწვრთნელები: ელიზბარ გოგიტიძე და ჯემალ ბაკურიძე, რომელთა შრომამ და მხარდაჭერამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამ წარმატებაში.
🇬🇪 ლუკამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ წალკელი სპორტსმენები მზად არიან დიდი ასპარეზისთვის და გამარჯვებისთვის!
🔥 ეს ბრინჯაო მხოლოდ დასაწყისია — წინ კიდევ უფრო დიდი გამარჯვებები გველის!
👏 ვულოცავთ ლუკა საგინაძეს ამ ისტორიულ წარმატებას და ვუსურვებთ კიდევ უფრო დიდ მწვერვალებს სპორტულ კარიერაში! 🏆💪🇬🇪
წალკის კომპლექსური სასპორტო სკოლა
წალკის მუნიციპალიტეტი / municipality of tsalka
GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია