30/06/2026
📢✅ ააიპ თელავის სპორტულ კლუბთა გაერთიანება ,,თელავი"-ს ჯუნიორ NBA-ის გუნდმა ჩემპიონატის კახეთის ჯგუფური ეტაპი წარმატებით დაასრულა 🏀 ტურნირზე მონაწილეობდა ხუთი გუნდი: თელავი, გურჯაანი, ყვარელი, ახმეტა და საგარეჯო. გუნდები ერთმანეთს ორ წრედ შეხვდა.
✔️თელავის ჯუნიორების გუნდმა შესანიშნავად იასპარეზა, ყველა შეხვედრაში მაღალი დონე აჩვენა და ჯგუფური ეტაპი პირველი ადგილით დაასრულა 🥇 შედეგი გუნდის შრომის, ერთიანობისა და მონდომების დამსახურებაა. წინ ჩემპიონატის შემდეგი ეტაპი გველოდება, სადაც კიდევ უფრო დიდი მოტივაციით გავაგრძელებთ ბრძოლას 🏀✊👍
თელავის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება Nika Demurashvili Nika Chavelashvili Zura Lomiashvili