23/01/2022
🥊 დღეს საგარეჯოს რაიონში, იორმუღანლოში, გაიმართა ღია ჩემპიონატი კინგბოქსში, სადაც ჩვენი კლუბის სპორტსმენებმა სხვადასხვა ასაკისა და წონით კატეგორიებში პირველად მიიღეს მონაწილეობა. მათ ჩვენი კლუბისა და ქალაქის სახელით წარმატებით იასპარეზეს და დაიკავეს პირველი ადგილი. 🥇
ამ წარმატებისთვის მადლობას ვუხდით სწორედ ჩვენი კლუბის ტრენერებს და მოქმედ სპორტსმენებს ნოდარ ხოტენაშვილსა (Nodo Xotenashvili) და ზურაბ ბეჟანიშვილს (Zura Bejanishvili). 🥊🥋
ვულოცავთ ყველა სპორტსმენს პირველ წარმატებას და ვუსურვებთ მათ უფრო მეტისთვის მიეღწიოთ. 🥊🥇
▪️ ნიკა დანელაშვილი, 14 წელი, 34 კგ წონით კატეგორია. 🥇
▪️ თემური პირადაშვილი, 15 წელი, 55 კგ წონით კატეგორია. 🥇
▪️ ლუკა მოსიაშვილი, 15 წელი, 60 კგ წონით კატეგორია. 🥇
▪️ ტატო ყარაულაშვილი, 15 წელი, 63 კგ წონით კატეგორია. 🥇
▪️ ზურა გამხვეტელაშვილი, 16 წელი, 80 კგ წონით კატეგორია. 🥇
▪️ ირაკლი ღარიბაშვილი, 17 წელი, 85 კგ წონით კატეგორია. 🥇
▪️ ემზარ ჯოხარიძე, 24 წელი, 65 კგ წონით კატეგორია. 🥇