04/04/2026
ალექსა — ჩვენი გუნდის ძლიერი წევრი 💪
უკვე 2 წელია ალექსა Fit House-ის განუყოფელი ნაწილია.
ამ დროის განმავლობაში მან არა მხოლოდ საკუთარი პროგრესი შექმნა, არამედ უამრავ ადამიანს შეაყვარა მკლავჭიდი. მისი მოტივაციით დღეს ჩვენს დარბაზში აქტიურად ვარჯიშობენ როგორც პროფესიონალები, ასევე დამწყები გოგოები და ბიჭები ამ მიმართულებით.
ალექსასთვის Fit House მხოლოდ დარბაზი არ არის — ეს მისი მეორე ოჯახია.
ჩვენთვის კი ის ამ ძვირფასი ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წევრია, რომელიც ყოველდღიურად ქმნის პოზიტიურ, მეგობრულ და მოტივაციურ გარემოს 💚
ის აქ მოდის არა მხოლოდ ვარჯიშისთვის, არამედ დასვენებისთვისაც 😇❤️