12/06/2026
♟️ 15 ივნისიდან ბათუმი უმასპინძლებს ფიდეს მსოფლიო თასს კადეტთა შორის (U8-U12)!
ტურნირი გაიმართება 15-27 ივნისს და მსოფლიოს 67 ქვეყნის 700-მდე საუკეთესო ახალგაზრდა მოჭადრაკეს მოუყრის თავს.
შეჯიბრება ჩატარდება 6 დამოუკიდებელ ტურნირად - გოგონებსა და ვაჟებს შორის სამ ასაკობრივ კატეგორიაში: U8, U10 და U12. ტურნირი შვეიცარიული სისტემით, 11 ტურად გაიმართება.
2026 წლიდან მსოფლიო საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაცია 'ფიდე' ახალგაზრდული ჩემპიონატების ახალ ციკლს ნერგავს, რომლის მიზანია ახალგაზრდა ტალანტებისთვის საერთაშორისო ასპარეზზე განვითარების უფრო მკაფიო, კონკურენტული და პრესტიჟული გზა შექმნას.
ამ ცვლილების ფარგლებში, ტურნირს, რომელიც აქამდე 'კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატი U8-U12'-ის სახელით იყო ცნობილი, ეწოდა 'ფიდეს მსოფლიო თასს კადეტთა შორისს U8-U12'. მიუხედავად სახელწოდების ცვლილებისა, ტურნირის ფორმატი და სათამაშო პირობები უცვლელი რჩება. ახალი სახელწოდება კი უკეთ ასახავს მის როლს, როგორც მსოფლიოს უძლიერესი ახალგაზრდა მოჭადრაკეების საკვალიფიკაციო შეჯიბრისას.
ახალი სისტემის მიხედვით, ფიდეს მსოფლიო თასი კადეტთა შორის( U8-U12) წარმოადგენს შესარჩევ და საკვალიფიკაციო ეტაპს, ხოლო წლის ბოლოს გამართული ფიდეს მსოფლიო ჩემპონატი კადეტთა შორის - U8, U10 და U12 მსოფლიო ჩემპიონების გამოსავლენად საბოლოო ეტაპი იქნება.
განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ახალი ფორმატის პირველი მსოფლიო თასი სწორედ ბათუმში გაიმართება.
🏆 ეს უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო შეჯიბრია, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბათუმისა და საქართველოს პოზიციას, როგორც მსოფლიო ჭადრაკის ერთ-ერთი წამყვანი ცენტრის და საერთაშორისო საჭადრაკო ღონისძიებების წარმატებული მასპინძლის.