07/06/2026
საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ, მულტისპორტულ ღონისძიებას უმასპინძლა ბათუმმა.
ღონისძიებაში საქართველოს 12 რეგიონის 17 სპორტის სახეობის 1200-მდე რჩეულმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.
შეჯიბრში განსაკუთრებით წარმატებულად იასპარეზა თბილისის ცურვის ნაკრებმა გუნდმა, რომელიც დედაქალაქს საერთო ჩათვლაში 30 ოქროს 10 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედლით დაეხმარა ოლიმპიური ფესტივალის თასის აღებაში.
ნაკრები გუნდის შემადგენლობა:
🏊♀️ივანოვა ანნა
🏊♀️შიუკაევა ანნა
🏊♀️ზაქაიძე ელენე
🏊♀️შიუკაევა მარია
🏊♂️შევარდენიძე ანდრია
🏊♂️შენგელია ლაზარე
🏊♂️სიხარულიძე ლაზარე
🏊♂️მაღალდაძე ბექა
მწვრთნელები: ირაკლი რაზმაძე, დავით გელაშვილი.
აღსანიშნია, რომ ოლიმპიური ფესტივალის 1200 მონაწილეს შორის საუკეთესო სპორტსმენი ბიჭიც და გოგოც მოცურავე გახდა:
ანდრია შევარდენიძე - 9 ოქრო
ანნა შიუკაევა - 7 ოქრო 1 ვერცხლი
კიდევ მრავალ წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს სპორტსმენებს. ❤️