28/05/2026
„ოლიმპიური თამაშები“
ჩვენმა აღსაზრდელებმა მოამზადეს პროექტი მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ და თითოეული სპორტსმენისთვის საოცნებო ტურნირზე ოლიმპიურ თამაშებზე.
მათ საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაგვიზიარეს ოლიმპიადის ისტორიაზე, მნიშვნელობასა და იმ ღირებულებებზე, რომელსაც ეს უდიდესი სპორტული მოვლენა აერთიანებს.
ოლიმპიური თამაშები მხოლოდ შეჯიბრი არ არის, ეს არის წლების შრომის, მიზნების, დისციპლინისა და ოცნებების სიმბოლო, სადაც თითოეული სპორტსმენი საკუთარი ქვეყნის სახელით გამოდის 🌍