საქ. სამაგიდო თამაშის მაფიის ფედერაცია Georgian Board Game Mafia Federation

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქ. სამაგიდო თამაშის მაფიის ფედერაცია Georgian Board Game Mafia Federation

საქ. სამაგიდო თამაშის მაფიის ფედერაცია Georgian Board Game Mafia Federation მაფიის ოფიციალური ფედერაცია

📍 მაფიის წესები:

თამაშში მონაწილეობას იღებს 12 მოთამაშე, მათ შორის, 8 პატიოსანი მოქალაქე, 3 მაფიოზი და 1 მანიაკი.

🖤 ყოველ ღამე მაფია ირჩევს მსხვერპლს.

🖤 შემდეგ იღვიძებს მთავარი მაფიოზი - დონი და ეძებს დეტექტივს. დონს წამყვანი ჟესტიკულაციით ანიშნებს, იპოვნა, თუ არა მან დეტექტივს.

🕵🏻‍♂️ დონის შემდეგ იღვიძებს დეტექტივი და ეძებს მაფიოზებს.

🔪 სერიული მკვლელი დამოუკიდებელი როლია. მისი მიზანია, დარჩეს თამაშის ბოლომდე და აქვს სულ 2 მკვლელობის უფლება. გასროლა სავალდებულო არაა. პირველ ღამეს არ იღვიძებს.

👩🏻‍⚕️ ყოველ ღამე იღვიძებს ექიმი და ცდილობს, გადაარჩინოს რომელიმე მოქალაქე. თითოეული მოქალაქისა და საკუთარი თავის გადარჩენის მცდელობა ექიმს მხოლოდ ერთხელ შეუძლია.

თამაშში არსებულ ნებისმიერ როლს შეუძლია ნებისმიერი სხვა როლის დაბრალება.

მოთამაშეები თამაშს ტოვებენ ღამით მკვლელობებით, ან დღისით ხმის მიცემით.

დღის განმავლობაში თორმეტივე მოთამაშის ამოცანაა, ქალაქს დააჯეროს საკუთარი “პატიოსნება” და დარჩეს თამაშის ბოლომდე.

თითოეულ მოქალაქეს რიგითობის მიხედვით ეძლევა ზუსტად 1 წუთი სასაუბროდ და, სურვილის შემთხვევაში, კანდიდატურის დასასახელებლად. კანდიდატებად დასახელებულ მოთამაშეებს დამატებით 30 წამი ეძლევათ თავის დასაცავად. ამის შემდეგ ქალაქი უმრავლესობის პრინციპით ირჩევს, ვინ დატოვებს თამაშს.

ხმის მიცემისას თავის შეკავების შემთხვევაში, ხმა ავტომატურად გადადის ბოლო კანდიდატზე.

თუ მოქალაქეები დააგროვებენ ხმების თანაბარ რაოდენობას, მათ კიდევ დამატებით 30-30 წამი ეძლევათ არგუმენტაციისთვის, რის შემდეგაც ხდება საბოლოო კენჭისყრა და ის კანდიდატი, რომელიც დააგროვებს ხმათა უმრავლესობას, დატოვებს თამაშს. განმეორებითი ხმის მიცემა მხოლოდ იმ კანდიდატებს შორის ტარდება, ვინც ყველაზე მეტი თანაბარი რაოდენობის ხმა დააგროვა.

განმეორებითი ხმის მიცემის შემდეგ, თუ კანდიდატებმა კვლავ თანაბარი რაოდენობის ხმები დააგროვეს, ისმის ახალი შეკითხვა, სურს თუ არა ქალაქს ყველა კანდიდატს დაატოვებინოს თამაში. ამ შეკითხვაზე დადებითი პასუხისთვის საჭიროა ხმათა 50%-ზე მეტი.

მაფია იგებს იმ შემთხვევაში, თუ თამაშში თანაბარი რაოდენობით დარჩებიან მოქალაქეებთან: 3x3, 2x2, 1x1. გარდა იმ შემთხვევისა თუ თამაშშია მანიაკი.

მანიაკი იგებს იმ შემთხვევაში, თუ 1x1-ზე დარჩება მოთამაშეებთან.

პატიოსნები კი იმ შემთხვევაში თუ თამაშიდან გაიყვანენ მაფიოზებს და მანიაკს.


მაფიაში ქცევების კოდექსი:
1. დაუშვებელია სხვა მოთამაშეების შეურაწყოფა;
2. დაუშვებელია დაფიცება, ბილწსიტყვაობა;
3. დაუშვებელია ღამით ზედმეტი მოძრაობები და ჟესტიკულაცია;
4. დაუშვებელია წამყვანის ქმედების თამაშში ჩართვა და არგუმენტად მოყვანა;
5. დაუშვებელია წამყვანზე მიმართვა ნებისმიერი კითხვით, გარდა ტექნიკურისა;

მოთამაშეები ერთმანეთს მიმართავენ ციფრებით;
კანდიდატების დასახელება ხდება აწმყო დროში მკაფიოდ. მაგალითად: მიიღეთ 1 ნომრის კანდიდატურა; არ მიიღება დავასახელებ 1 ნომრის კანდიდატურას; მიიღეთ გიორგის კანდიდატურა;
წამყვანი ვალდებულია თქვას: მივიღე 1 ნომრის კანდიდატურა; წინააღმდეგ შემთხვევაში ან 1 ნომერი უკვე დასახელებულია, ან საკმარისად კარგად ვერ დასახელდა, ან ვერ გაიგო წამყვანმა და უნდა გაუმეოროთ.
წამყვანი აცხადებს კანდიდატურებს მხოლოდ ბოლო გამომსვლელის წინ;
წამყვანს შეგიძლიათ ჰკითხოთ ფოლები, ასევე ის ყოველ დილით გამოაცხადებს კრიტიკული ფოლების რაოდენობებს;

03/07/2026

🏆 საქართველოს სამაგიდო თამაშის მაფიის ფედერაცია ატარებს "თბილისის თასი 2026" — ზაფხულის სეზონს
💰 5000₾ საპრიზო ფონდი

იწყება მაფიის 3-ეტაპიანი ტურნირი, სადაც მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას!

I ეტაპი — შესარჩევი თამაშები
შესარჩევი ეტაპი გაიმართება 28 ივნისს, 3 ივლისს და 5 ივლისს.

თითოეულ თამაშში გამოვლინდება ერთი MVP, რომელიც ავტომატურად მოიპოვებს ადგილს ნახევარფინალში.

II ეტაპი — ნახევარფინალი
ნახევარფინალში მოთამაშეები 3 თამაშის განმავლობაში დააგროვებენ ქულებს.

საბოლოო შედეგების მიხედვით გამოვლინდება 4 საუკეთესო მოთამაშე, რომლებიც ფინალში გადავლენ.

III ეტაპი — ფინალი
ფინალში გადასული 12 მოთამაშე მოხვდება YouTube-ზე!

🎥 ფინალური ეტაპი ჩაიწერება და დაიდება GI2GI-ის YouTube არხზე, სადაც მაყურებელი თავად გახდება მონაწილე.

🏆 გამარჯვებული გუნდი თანაბრად გაიყოფს 5000₾ საპრიზო ფონდს.

მიიღე მონაწილეობა, დაამტკიცე შენი თამაში და გახდი მაფიის ტურნირის ფინალისტი!

📍 რეგისტრაცია: MAFIA GE

02/07/2026

📢 განახლება იაკუძას წესებში

🖤 იაკუძა პირველ ღამეს ისვრის
🖤 მარჯვენა ხელი იაკუძას ამოწმებს მხოლოდ პირველ ღამეს
⚠️ შოგუნი არ მოწმდება

---

📍 მაფიის წესები — იაკუძას ფორმატი

თამაშში მონაწილეობს 12 მოთამაშე:

👥 7 პატიოსანი მოქალაქე
მათ შორის:
🕵🏻‍♂️ 1 დეტექტივი
👩🏻‍⚕️ 1 ექიმი

🖤 3 მაფიოზი
მათ შორის:
👑 1 დონი
🤝 1 მარჯვენა ხელი

🔪 2 იაკუძა
მათ შორის:
👹 1 შოგუნი — ბოსი
🔪 1 რიგითი იაკუძა

---

🖤 მაფიის გუნდი

• მაფიას ჰყავს დონი და მარჯვენა ხელი;
• მარჯვენა ხელს დონი ირჩევს გაცნობის დროს;
• დონი ეძებს დეტექტივს;
• მარჯვენა ხელი მხოლოდ პირველ ღამეს ამოწმებს იაკუძას;
• შოგუნი არ მოწმდება.

---

🔪 იაკუძას გუნდი

იაკუძას გუნდი შედგება 2 მოთამაშისგან:

👹 შოგუნი — გუნდის ბოსი
🔪 იაკუძა — დაქირავებული მკვლელი

• პირველ ღამეს ისვრის იაკუძა;
• შოგუნს გასროლის შესაძლებლობა არ აქვს — ის მხოლოდ გადაწყვეტილებას იღებს;
• ბრძანებას მოქმედებაში იაკუძა მოჰყავს;
• თუ იაკუძა თამაშიდან გავარდება, შოგუნი მკვლელობებს ვეღარ ასრულებს;
• იაკუძა ვალდებულია ყოველ ღამეს გაისროლოს;
• იაკუძას გუნდი იგებს მაშინ, როდესაც თამაშში რჩება თანაბარი რაოდენობით მაფიასთან ან პატიოსნებთან — 2x2 ან 1x1.

---

🕵🏻‍♂️ დეტექტივი

დეტექტივი ეძებს მაფიოზებს და იაკუძას.
დეტექტივისთვის იაკუძაც ისეთივე შავი კარტია, როგორც მაფია.

⚠️ შოგუნს დეტექტივი ვერ ამოწმებს.

---

👩🏻‍⚕️ ექიმი

ექიმი ყოველ ღამე იღვიძებს და ცდილობს რომელიმე მოთამაშის გადარჩენას.

• ექიმს თითოეული მოთამაშის გადარჩენის მცდელობა მხოლოდ ერთხელ შეუძლია;
• საკუთარი თავის გადარჩენის მცდელობაც მხოლოდ ერთხელ შეუძლია.

---

🎭 თამაშის ზოგადი პრინციპი

თამაშში არსებულ ნებისმიერ როლს შეუძლია ნებისმიერი სხვა როლის დაბრალება.

მოთამაშეები თამაშს ტოვებენ:
🌙 ღამით — მკვლელობებით
☀️ დღისით — ხმის მიცემით

დღის განმავლობაში თორმეტივე მოთამაშის ამოცანაა, ქალაქს დააჯეროს საკუთარი „პატიოსნება“ და თამაშის ბოლომდე დარჩეს.

---

🗣️ საუბარი და კანდიდატურები

• თითოეულ მოთამაშეს რიგითობის მიხედვით ეძლევა ზუსტად 1 წუთი სასაუბროდ;
• სურვილის შემთხვევაში, მოთამაშეს შეუძლია კანდიდატურის დასახელება;
• კანდიდატად დასახელებულ მოთამაშეს ეძლევა დამატებით 30 წამი თავის დასაცავად;
• ამის შემდეგ ქალაქი უმრავლესობის პრინციპით ირჩევს, ვინ დატოვებს თამაშს.

⚠️ ხმის მიცემისას თავის შეკავების შემთხვევაში, ხმა ავტომატურად გადადის ბოლო კანდიდატზე.

---

⚖️ თანაბარი ხმების შემთხვევაში

თუ კანდიდატები დააგროვებენ ხმების თანაბარ რაოდენობას:

• მათ ეძლევათ დამატებით 30-30 წამი არგუმენტაციისთვის;
• ამის შემდეგ ტარდება განმეორებითი კენჭისყრა;
• განმეორებითი ხმის მიცემა ტარდება მხოლოდ იმ კანდიდატებს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი თანაბარი ხმა დააგროვეს;
• თამაშს ტოვებს ის კანდიდატი, რომელიც ხმათა უმრავლესობას მიიღებს.

თუ განმეორებითი ხმის მიცემის შემდეგაც კანდიდატებმა თანაბარი რაოდენობის ხმები დააგროვეს, ქალაქს ესმება კითხვა — სურს თუ არა ყველა კანდიდატს დაატოვებინოს თამაში.

✅ დადებითი პასუხისთვის საჭიროა ხმათა 50%-ზე მეტი.

---

🏆 გამარჯვების პირობები

🖤 მაფია იგებს, თუ თამაშში მოქალაქეებთან თანაბარი რაოდენობით რჩება:
3x3, 2x2 ან 1x1.

🔪 იაკუძა იგებს, თუ თამაშში მაფიასთან ან პატიოსნებთან თანაბარი რაოდენობით რჩება:
2x2 ან 1x1.

🤍 პატიოსნები იგებენ, თუ თამაშიდან გაიყვანენ მაფიოზებს და იაკუძას.

⚠️ თუ კონკრეტულ თამაშში დამატებულია მანიაკის როლი, მისი გამარჯვების პირობა განისაზღვრება ცალკე წესით.

---

📜 მაფიის ქცევის კოდექსი

1. დაუშვებელია სხვა მოთამაშეების შეურაცხყოფა;
2. დაუშვებელია დაფიცება და ბილწსიტყვაობა;
3. დაუშვებელია ღამით ზედმეტი მოძრაობა და ჟესტიკულაცია;
4. დაუშვებელია წამყვანის ქმედების თამაშში ჩართვა და არგუმენტად მოყვანა;
5. დაუშვებელია წამყვანისთვის ნებისმიერი კითხვით მიმართვა, გარდა ტექნიკური საკითხებისა;
6. დაუშვებელია მუქარა და თამაშის შემდეგ დაპირებები.

---

🔢 მიმართვა და კანდიდატურების დასახელება

• მოთამაშეები ერთმანეთს მიმართავენ ციფრებით;
• კანდიდატურის დასახელება ხდება აწმყო დროში და მკაფიოდ.

✅ სწორი ფორმა:
„მიიღეთ 1 ნომრის კანდიდატურა.“

❌ არასწორი ფორმა:
„დავასახელებ 1 ნომრის კანდიდატურას.“
„მიიღეთ გიორგის კანდიდატურა.“

წამყვანი ვალდებულია თქვას:
„მივიღე 1 ნომრის კანდიდატურა.“

თუ წამყვანმა ეს არ თქვა, ნიშნავს, რომ:
• 1 ნომერი უკვე დასახელებულია;
• კანდიდატურა საკმარისად მკაფიოდ არ დასახელდა;
• წამყვანმა ვერ გაიგო და საჭიროა გამეორება.

---

🎙️ წამყვანის წესები

• წამყვანი კანდიდატურებს აცხადებს მხოლოდ ბოლო გამომსვლელის წინ;
• წამყვანს შეგიძლიათ ჰკითხოთ ფოლები;
• წამყვანი ყოველ დილით გამოაცხადებს კრიტიკული ფოლების რაოდენობას;
• მაფიას გასაცნობად ეძლევა 20 წამი;
• ყველა როლს გასაცნობად ეძლევა 10 წამი;
• წამყვანს არ აქვს უფლება, ეს დრო ნაადრევად დაასრულოს, მაშინაც კი, თუ მოთამაშე მოქმედებას არ იყენებს.

---

⚠️ ტექნიკური სიტუაციები

• თუ დონმა მკვლელობა ვერ დაადასტურა, დაიძინა და სიტუაცია წამყვანისთვის ბუნდოვანია, კვდება მაგიდის პირველი არამაფიოზი მოთამაშე;

• თუ დეტექტივმა საკუთარ 10 წამში ვერ გადაამოწმა მოთამაშე, ის კარგავს გადამოწმების უფლებას და იძინებს;

• თუ ექიმმა საკუთარ 10 წამში ვერ აირჩია, ვის გადაარჩენს, გადარჩენა ავტომატურად მიდის მაგიდაზე მჯდომ პირველ ნომერზე, ვინც ექიმს ჯერ არ გადაურჩენია;

• თუ დონი თამაშიდან გასულია და ორი მაფიოზი მკვლელობაზე ვერ თანხმდება, დონად ითვლება რიგითობით პირველი მაფიოზი და მისი დასახელებული კანდიდატურა კვდება.

---

საქართველოს სამაგიდო თამაშის მაფიის ფედერაცია GBGMF

11/02/2026

📍 მაფიის წესები (სერიული – 11 მოთამაშე)

თამაშში მონაწილეობს 11 მოთამაშე:
👥 7 პატიოსანი მოქალაქე
🖤 3 მაფიოზი
🔪 1 მანიაკი

🌙 ღამის ფაზა

🖤 ყოველ ღამე მაფია ირჩევს მსხვერპლს.

🖤 შემდეგ იღვიძებს მთავარი მაფიოზი — დონი და ეძებს დეტექტივს.
წამყვანი ჟესტიკულაციით ანიშნებს, იპოვა თუ არა მან დეტექტივი.

🕵🏻‍♂️ დონის შემდეგ იღვიძებს დეტექტივი და ამოწმებს მოთამაშეებს.

🔪 სერიული მკვლელი (მანიაკი) დამოუკიდებელი როლია.
მისი მიზანია თამაშის ბოლომდე დარჩენა.
აქვს მხოლოდ 1 მკვლელობის უფლება (სავალდებულო არ არის).
პირველ ღამეს არ იღვიძებს.

👩🏻‍⚕️ ყოველ ღამე იღვიძებს ექიმი და ცდილობს გადაარჩინოს მოთამაშე.
თითოეული მოთამაშის, ასევე საკუთარი თავის გადარჩენა ექიმს მხოლოდ ერთხელ შეუძლია.

☀️ დღის ფაზა

მოთამაშეები თამაშს ტოვებენ:
🌙 ღამით — მკვლელობებით
☀️ დღისით — ხმის მიცემით

დღის განმავლობაში თითოეული მოთამაშის მიზანია, დაარწმუნოს ქალაქი საკუთარ პატიოსნებაში და დარჩეს თამაშის ბოლომდე.

🗣 თითოეულ მოთამაშეს ეძლევა ზუსტად 1 წუთი სასაუბროდ და სურვილის შემთხვევაში — კანდიდატურის დასასახელებლად.

🕒 კანდიდატებს დამატებით ეძლევათ 30 წამი თავის დასაცავად.

ამის შემდეგ ქალაქი უმრავლესობის პრინციპით წყვეტს, ვინ დატოვებს თამაშს.

❗ ხმის მიცემისას თავის შეკავების შემთხვევაში ხმა ავტომატურად გადადის ბოლო კანდიდატზე.

თუ კანდიდატები თანაბარ ხმებს დააგროვებენ:
🔁 ეძლევათ დამატებით 30-30 წამი არგუმენტაციისთვის
🔁 ტარდება განმეორებითი კენჭისყრა მხოლოდ იმ კანდიდატებს შორის, ვინც თანაბარი მაქსიმალური ხმა მიიღო

თუ კვლავ დაფიქსირდა ფრე:
ქალაქს ეკითხება — სურს თუ არა ყველა კანდიდატის თამაშიდან გაყვანა.
გადაწყვეტილებისთვის საჭიროა ხმათა 50%-ზე მეტი.

🏆 გამარჯვების პირობები

🖤 მაფია იგებს, თუ თამაშში დარჩება თანაბარი რაოდენობით მოქალაქეებთან:
3x3, 2x2, 1x1 (გარდა იმ შემთხვევისა, თუ თამაშში მანიაკია).

🔪 მანიაკი იგებს, თუ დარჩება 1x1 ფორმატში.

👥 პატიოსნები იგებენ, თუ თამაშიდან გაიყვანენ ყველა მაფიოზსა და მანიაკს.

⚖️ ქცევის კოდექსი

🚫 აკრძალულია სხვა მოთამაშის შეურაცხყოფა
🚫 აკრძალულია დაფიცება და ბილწსიტყვაობა
🚫 აკრძალულია ღამით ზედმეტი მოძრაობა და ჟესტიკულაცია
🚫 აკრძალულია წამყვანის ქმედების თამაშში ჩართვა და არგუმენტად მოყვანა
🚫 აკრძალულია წამყვანთან მიმართვა კითხვებით (გარდა ტექნიკურისა)
🚫 აკრძალულია რუსული სიტყვების გამოყენება

📌 დამატებითი წესები

• მოთამაშეები ერთმანეთს მიმართავენ მხოლოდ ციფრებით
• კანდიდატურის დასახელება ხდება აწმყო დროში მკაფიოდ —
✔ „მიიღეთ 1 ნომრის კანდიდატურა“
❌ „დავასახელებ 1 ნომერს“
❌ „მიიღეთ გიორგის კანდიდატურა“

• წამყვანი ვალდებულია თქვას:
👉 „მივიღე 1 ნომრის კანდიდატურა“
წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ ითვლება მიღებულად

• კანდიდატურებს წამყვანი აცხადებს მხოლოდ ბოლო გამომსვლელის წინ

• შეგიძლიათ ჰკითხოთ ფოლები —
წამყვანი ყოველ დილით აცხადებს კრიტიკული ფოლების რაოდენობას

• მაფიას გასაცნობად ეძლევა 20 წამი
• თითოეულ როლს — 10 წამი (დასრულებამდე შეწყვეტა დაუშვებელია)

⚠️ ტექნიკური პირობები

• თუ დონმა მკვლელობა ვერ დაადასტურა და დაიძინა, ხოლო სიტუაცია ბუნდოვანია — კვდება მაგიდის პირველი პატიოსანი (თუნდაც სერიული იყოს).

• თუ დეტექტივმა 10 წამში ვერ გადაამოწმა მოთამაშე — ამოწმების უფლება იკარგება.

• თუ ექიმმა 10 წამში ვერ აირჩია, ვის გადაარჩენს — გადარჩენა გადადის მაგიდის პირველ ნომერზე, ვინც ჯერ არ გადაურჩენია.

• თუ დონი თამაშიდან გასულია და ორი მაფია ვერ თანხმდება მკვლელობაზე — დონად ითვლება რიგითობით პირველი მაფიოზი და მისი არჩეული კანდიდატი კვდება.

დღეს 22:00 თბილისის თასის ფინალი დაიდება იუთუბზე!ტურნირში მონაწილეობა უამრავმა ადამიანმა მიიღო, ეს მაფიის ისტორიაში ყველ...
03/01/2026

დღეს 22:00 თბილისის თასის ფინალი დაიდება იუთუბზე!
ტურნირში მონაწილეობა უამრავმა ადამიანმა მიიღო, ეს მაფიის ისტორიაში ყველაზე დიდი ტურნირია და მომავალში ყველაფერი წინ არის...

ჩატარდა თბილისის თასი მაფიაში, რომელშიც უამრავმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა! 36 MVP გამოვლინდა, რომლებმაც ოლსტარი...

18/12/2025

21 დეკემბერს მაფიის ტურნირის "თბილისის თასის" მე-3 შესარჩევი გაიმართება.

ეს ბოლო შანსი იქნება რათა მოხვდეთ ნახევარფინალში.

ფინალი კი შეგახსენებთ, რომ იუთუბზე დაიდება.

ტურნირის საპრიზო ფონდი - 5000₾

რეგისტრაციისთვის გადადით MAFIA.GE -ზე

08/12/2025

10 დეკემბერს იწყება მაფიის ტურნირი🏆თბილისის თასი 5000₾

🔥 მაფიის გრანდიოზული ტურნირი 2025 "თბილისის თასი" იწყება!
🎯 შესარჩევი ეტაპი: 10.12.2025
🏆 ფინალი: 27.12.2025 | 22:30
💰 საპრიზო ფონდი — 5000₾

🎮 ტურნირი შედგება 3 ეტაპისგან:

1️⃣ შესარჩევი

თითო თამაშიდან არჩეული MVP ავტომატურად გადადის ნახევარფინალში.

2️⃣ ნახევარფინალი

ყველა გასული მონაწილე თამაშობს 3 პარტიას.

ფინალში გადიან მოთამაშეები დაგროვილი ქულების მიხედვით.

3️⃣ ფინალი

ფინალში გამარჯვებულ გუნდზე განაწილდება საპრიზო ფონდი💰 საპრიზო ფონდი — 5000₾

3000₾ გაიყოფა გამარჯვებულ გუნდზე ავტომატურად.

2000₾ ვაუჩერები გადაეცემათ წამყვანის რჩეულ მოთამაშეებს.

🎟 ადგილები შეზღუდულია! დარეგისტრირდი ახლავე MAFIA.GE _ზე და გახდი წლის ტურნირის გმირი!

„საქართველოს სამაგიდო თამაშის მაფიის ფედერაციის“ მხარდაჭერით №155 საჯარო სკოლაში ჩატარდა მაფიის ტურნირი მოსწავლეებს შორი...
11/11/2025

„საქართველოს სამაგიდო თამაშის მაფიის ფედერაციის“ მხარდაჭერით №155 საჯარო სკოლაში ჩატარდა მაფიის ტურნირი მოსწავლეებს შორის.

ტურნირში მონაწილეობდნენ VI, VII და VIII კლასის მოსწავლეები.

აღნიშნული პროექტი განხორციელდა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მესამე კურსის სტუდენტის, ნინი დათიაშვილის ინიციატივით, უნივერსიტეტის საგამოცდო დავალების ფარგლებში.

ჩატარებული თამაშებიდან შეირჩა 12 საუკეთესო მოთამაშე, რომლებმაც ფინალში გადასვლის უფლება მოიპოვეს.

თამაში მიმდინარეობდა „იაკუძას“ ფორმატით.

ჯამში ტურნირში მონაწილეობა მიიღო 84-მა მოსწავლემ.

ფინალისტები დასაჩუქრდნენ მაფიის ვაუჩერებით და სხვადასხვა პრიზებით.

30/08/2025

დღეს მაფიის ტურნირი ტარდება "ფეხბურთის დღეები 1 #"

ადგილები თითქმის აღარ არის, თუ ვერ მოასწარით ჩაწერა, იცოდეთ, რომ 2 სექტემბერს მეორე ტურნირი ჩატარდება!

იწყება ტურნირების სერია "ფეხბურთის დღეები" და ეს მხოლოდ პირველი ტურნირია!
21/08/2025

იწყება ტურნირების სერია "ფეხბურთის დღეები" და ეს მხოლოდ პირველი ტურნირია!

🔴მაფიის ტურნირი "ფეხბურთის დღეები 1 #" - 30 აგვისტო

🎩მონაწილეობისთვის დარეგისტრირდი: www.mafia.ge

❗ფინალი - 31 აგვისტო 22:30
❗სულ ჩატარდება 3 ტურნირი!

🎁პირველ ტურნირზე თამაშდება პრიზები:
1️⃣საქართველო VS თურქეთის ბილეთები!⚽🎫
2️⃣მაფიის ვაუჩერები!
3️⃣ფლეისთეიშენის ვაუჩერები!
4️⃣ბილიარდის ვაუჩერები!

❗წესები:
ტურნირის შესარჩევი 12 თამაშიდან გამოვლინდება 12 MVP, რომლებიც ერთმანეთს შეეჯიბრებიან ფინალში!

✅თავისუფალი დროები:
• 18:00 (მაგიდა 1, მაგიდა 2)
• 19:30 (მაგიდა 1, მაგიდა 2)
• 21:00 (მაგიდა 1, მაგიდა 2)
• 22:30 (მაგიდა 1, მაგიდა 2)
• 23:59 (მაგიდა 1, მაგიდა 2)
• 01:30 (მაგიდა 1, მაგიდა 2)

🏁ფინალი კვირას 22:30

ტურნირის შესარჩევი თამაშის ღირებულება: 20₾
ყოველი ხელახალი თამაში: 20₾

🪙 ბონუსი Pool Room MAFIA-სგან: ტურნირის მსვლელობისას მონაწილეები უფასოდ ითამაშებენ ბილიარდსა და PlayStation-ს!

🎩დაჯავშნეთ საიტიდან: mafia.ge
30 აგვისტო | 18:00 | დიდი დიღომი, მირიან მეფის 31;

🏆ტურნირი ჩატარდება იაკუძას ფორმატში;
ფინალში გათამაშდება საქართველო VS თურქეთი თამაშის 5x 100 ლარიანი ბილეთი 5 გამარჯვებულზე (1 ბილეთი 1 ადამიანზე)
🎟️გათამაშდება 780 ლარის მაფიის ვაუჩერები. (10, 8, 6 და 4 უფასო თამაში)
🏆ტურნირის ყველა ფინალისტი მიიღებს მაფიის 1 თამაშს საჩუქრად!



#მაფია #ფულრუმმაფია #მაფიისთამაში #ქართულიიუთუბისმაფია

Address

მირიან მეფის 31
Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქ. სამაგიდო თამაშის მაფიის ფედერაცია Georgian Board Game Mafia Federation posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category