BC Athletics

BC Athletics ლევან ინწკირველის სახელობის საკალათ?

შეიქმნა ცნობილი ქართველი კალათბურთელის, ლევან ინწკირველის სახელობის საკალათბურთო კლუბი „ათლეტიქსი“ და "სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის ფონდი", რომლის პრეზენტაცია 2012 წლის 1 ივნისს, ლევან ინწკირველის საიუბილეო დაბადების დღეს გაიმართა, როდესაც ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო კალათბურთელს 85 წელი შეუსრულდებოდა.
ლევან ინწკირველი 1947-64 წლებში თამაშობდა თბილისის „დინამოში“, 1962 წელს გახდა ე

ვროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი, იყო საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი, სამგზის მეორე და ორგზის მესამე ადგილის პრიზიორი, ასევე სამგზის თასის მფლობელი. ლევან ინწკირველი ასევე იყო 1963-64 წლებში „დინამოს“ მოთამაშე მწვრთნელი, 1968-70 წლებში კი მთავრი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით გუნდი 1968 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა, ასევე იყო 1969 წელს მეორე პრიზიორი და იმავე წელს თასის მფლობელი. ლევან ინწკირველი გახლავთ სპორტის დამსახურებული ოსტატი, დამსახურებული მწვრთნელი, ღირსების ორდენის კავალერი.
კლუბისა და ფონდის ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია: ეს იქნება სპონსორობა, თანამშრომლობა, პარტნიორობა თუ გუნდის ღირსების დაცვა. ამჟამად მიმდინარეობს ლევან ინწკირველის სახელობის ბავშვთა საკალათბურთო სკოლის ჩამოყალიბებაც, რომელიც ფუნქციონირებას უახლოეს მომავალში დაიწყებს, სადაც ნებისმიერი ასაკის ბავშვს შეეძლება უფასოდ კალათბურთის შესწავლა. საკალათბურთო სკოლის ადმინისტრაცია იმუშავებს თითოეული ნიჭიერი კალათბურთელის წინსვლაზე და მისი საკალათბურთო კარიერის განვითარებაზე. საკალათბურთო კლუბი "ათლეტიქსი" მონაწილეობას მიიღებს მიმდინარე შეჯიბრებებში. საკალათბურთო კლუბი "ათლეტიქსი" მოთამაშეებით დაკომპლექტებისას პრიორიტეტს მიანიჭებს ლევან ინწკირველის სახელობის საკალათბურთო სკოლის ყველაზე გამორჩეულ მოთამაშეებს. აღსანიშნავია, რომ უფასო საკალათბურთო სკოლის შექმნა იყო ლევან ინწკირველის ოცნება, რომლის განხორციელებას მისი ოჯახის წევრები ვცდილობთ.

Have a great weekend  !!!
21/05/2022

Have a great weekend !!!

04/09/2021
Congratulations  Basketball Club Athletics!!! Club already has 1000 likes Good luck!!!
07/05/2021

Congratulations Basketball Club Athletics!!! Club already has 1000 likes Good luck!!!

Basketballs Legend - Levan Intskirveli  !!!
24/12/2019

Basketballs Legend - Levan Intskirveli !!!

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when BC Athletics posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to BC Athletics:

Share

Category