თაფლი კურორტი სულორიდან • Honey from resort Sulori

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • თაფლი კურორტი სულორიდან • Honey from resort Sulori

თაფლი კურორტი სულორიდან  • Honey from resort Sulori Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from თაფლი კურორტი სულორიდან • Honey from resort Sulori, Stadium, arena & sports venue, Javakheti Street, Tbilisi.

ფუტკრის თაფლი — ძვირფასი საკვები პროდუქტია. ყველაზე ხშირად საუბრობენ ნატურალურ, ე.ი. ფუტკრის თაფლზე, რომელიც წარმოადგენს...
23/10/2023

ფუტკრის თაფლი — ძვირფასი საკვები პროდუქტია. ყველაზე ხშირად საუბრობენ ნატურალურ, ე.ი. ფუტკრის თაფლზე, რომელიც წარმოადგენს ტკბილ, სიროფისებრ ნივთიერებას, რომელსაც ყვავილის ნექტრისაგან ან მანანასაგან აგროვებს მუშა ფუტკარი, გადაამუშავებს და იყენებს საკვებად; სკაში შეტანილი ნექტრიდან ფუტკარი ახდენს აქტიურ ვენტილაციას და ზედმეტი წყალი თანდათან ორთქლდება, ხდება რთული შაქრების ინვერსია. ამ პროცესს თაფლის მომწიფება ეწოდება. საბოლოოდ თაფლში რჩება 18-22% წყალი, მარტივი შაქრები, მარილები, ვიტამინები, არომატული და მღებავი ნივთიერებები და სხვა, რომელთა შემცველობაზეც არის დამოკიდებული თაფლის ფიზიკური და ქიმიური თვისებები. მისი ქიმიური შემადგენლობა დამოკიდებულია მცენარეების სახეობაზე, კლიმატურ პირობებზე და სხვა. თაფლის შემადგენლობაში შედის 13-20% წყალი, 80%-ზე მეტი ნახშირწყლები (გლუკოზა, ფრუქტოზა, საქაროზა, მალტოზა), 0,4% ცილა, 0,3% ნაცარი, აგრეთვე ორგანული მჟავები, ფერმენტები, ასკორბინის მჟავა და სხვ. თაფლს გააჩნია მრავალმხრივი სამკურნალო, დამაკონსერვებელი, ობის სოკოების საწინააღმდეგო და სხვა თვისებები.

ისტორიული წყაროებიდან დადგენილია, რომ ქართველებში შინაურ მეფუტკრეობას ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნეში იცნ...
26/09/2023

ისტორიული წყაროებიდან დადგენილია, რომ ქართველებში შინაურ მეფუტკრეობას ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნეში იცნობდნენ და დიდი რაოდენობით აწარმოებდნენ თაფლს. ეს ფაქტი აშკარად იკვეთება დიდი ბერძენი ისტორიკოსის, სწავლულისა და მხედართმთავრის - ქსენოფონტეს ისტორიულ თხზულებაში „ანაბასისი“.

ქართველი ხალხი ფუტკარს ღვთებრივ მწერად თვლიდა, მისი კულტიც კი შეუქმნიათ და წელიწადში ერთ დღეს ფუტკარს უძღვნიდა. ამ დღეს მამაკაცები მხოლოდ სკებს აკეთებდნენ, საფუტკრეს ასუფთავებდნენ, წესად ჰქონდათ შემოღებული ფუტკრის შელოცვა, დანაშაულად ითვლებოდა ფუტკრისადმი უდიერი მოპყრობა, ფუტკარს, როგორც ღთიურ მწერს, ეკლესიას სწირავდნენ. ისტორიული და ეთნოგრაფიული მასალები, ფუტკართან დაკავშირებული მრავალი წეს-ჩეულება, ზღაპარი თუ ანდაზა, რომელმაც მოაღწია ჩვენამდე, მოწმობს ქართველების დიდ სიყვარულს ფუტკრისადმი, როგორც ღვთებრივი მწერისადმი.

მსოფლიოში გავრცელებული ცნობილი ფუტკრის ჯიშებიდან ქართულ მთის რუხ ფუტკარს დიდი უპირატესობა გააჩნია და სხვებთან შედარებით, განსაკუთრებული ადგილი უკავია თავისი სამეურნეო-ბიოლოგიური ნიშან-თვისებებით.

27/11/2021

ქსენოფონტის „ანაბასისში“ მოცემული ცნობებით დასტურდება, რომ მეფუტკრეობა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ძვ.წ. IV საუკუნეში ყოფილა გავრცელებული. სამშობლოში დასაბრუნებელი გზის ძიებაში მაშინდელი კოლხეთის ტერიტორიაზე შემოსულ ბერძენებს აქაური „მათრობელა თაფლი“ გაუსინჯავთ, რასაც ჰალუცინაციები და გონების დაკარგვა გამოუწვევია. მსგავსი ტიპის თაფლის არსებობას ძვ.წ. I საუკუნეში პლინიუსიც ადასტურებდა. ცნობილია ისიც, რომ კოლხები რომაელებს ხარკს ცვილის სახით უხდიდნენ.

ჩვენი საფუტკრე მდებარეობს ვანის მუნიციპალიტეტში, კერძოდ კურორტ სულორში.
02/11/2021

ჩვენი საფუტკრე მდებარეობს ვანის მუნიციპალიტეტში, კერძოდ კურორტ სულორში.

ჩვენი ფუტკრების ნახელავი 🐝🐝
01/11/2021

ჩვენი ფუტკრების ნახელავი 🐝🐝

მოგესალმებით. გთავაზობთ ნატურალურ თაფლს ადგილზე მიტანით თბილისის მაშტაბით.
01/11/2021

მოგესალმებით. გთავაზობთ ნატურალურ თაფლს ადგილზე მიტანით თბილისის მაშტაბით.

🐝🐝
23/11/2020

🐝🐝

17/01/2017

Zaza Pachulia

Address

Javakheti Street
Tbilisi

Telephone

+995598448270

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თაფლი კურორტი სულორიდან • Honey from resort Sulori posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share