Tiki-Taka/ტიკი ტაკა

Tiki-Taka/ტიკი ტაკა საფეხბურთო ფიქრები, სიახლეები, განხილვები და სხვა

სპორტი ჩვენს ქვეყანაში ბევრს უყვარს. ზოგს ფეხბურთი, ზოგს კალათბურთი, ზოგს რაგბი, ზოგსაც სხვა სპორტის სახეობა. სწორედ ამი...
16/07/2026

სპორტი ჩვენს ქვეყანაში ბევრს უყვარს. ზოგს ფეხბურთი, ზოგს კალათბურთი, ზოგს რაგბი, ზოგსაც სხვა სპორტის სახეობა. სწორედ ამიტომ მინდა ერთი საინტერესო სივრცე გაგაცნოთ.

თუ სპორტი თქვენი ყოველდღიურობის ნაწილია, აუცილებლად გადახედეთ Asport.ge-ს. აქ დაგხვდებათ ყოველდღიური სიახლეები, ანალიტიკური სტატიები, საინტერესო მიმოხილვები და უამრავი ხარისხიანი კონტენტი სპორტის სხვადასხვა სახეობაზე.

განსაკუთრებით საინტერესო დღე გველოდება 19 ივლისს, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გაიმართება. მატჩის სრულ ანალიზს, ტაქტიკურ განხილვას, საინტერესო დეტალებსა და შეფასებებს სწორედ Asport.ge-ზე შეხვდებით. (ლინკი პირველ კომენტარში 👇)

დიდი თხოვნა მექნება, გამოიწეროთ Asports.ge და მხარი დაუჭიროთ ქართულ სპორტულ მედიას. გპირდებით, აქ ბევრ საინტერესო ნიუსს, ექსკლუზიურ მასალასა და ხარისხიან სტატიას აღმოაჩენთ.

ფეხბურთის ისტორიაში ზოგიერთ გოლს მხოლოდ მატჩის შედეგი არ განსაზღვრავს. ზოგჯერ ერთი ზუსტი დარტყმა ათწლეულების ტკივილს, მო...
17/06/2026

ფეხბურთის ისტორიაში ზოგიერთ გოლს მხოლოდ მატჩის შედეგი არ განსაზღვრავს. ზოგჯერ ერთი ზუსტი დარტყმა ათწლეულების ტკივილს, მოლოდინს და ოცნებებს ასრულებს. სწორედ ასეთი აღმოჩნდა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის გოლი პორტუგალიის წინააღმდეგ, რომელმაც ქვეყნისთვის მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ახალი ფურცელი გადაშალა.

კონგოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გოლი გაიტანა. ეს მომენტი განსაკუთრებით ისტორიულია, რადგან ქვეყანას მსოფლიო ჩემპიონატის სცენაზე გოლი 52 წლის განმავლობაში არ ჰქონდა გატანილი.

დღეს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მრავალრიცხოვან აფრიკულ სახელმწიფოში 100 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ამ ადამიანებმა ათწლეულების განმავლობაში ელოდებოდნენ იმ დღეს, როდესაც მათი ეროვნული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებას მიაღწევდა და საკუთარ ისტორიას შეცვლიდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ჰგონია, თითქოს კონგო პირველად თამაშობს მსოფლიო ჩემპიონატზე, სინამდვილეში ეს ქვეყნის მეორე მონაწილეობაა. მათი პირველი გამოჩენა 1974 წელს შედგა, თუმცა მაშინ ქვეყანა „ზაირის“ სახელით ასპარეზობდა. სწორედ ზაირი გახდა ისტორიაში პირველი სუბსაჰარული აფრიკული ქვეყანა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა შეძლო.

1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ზაირისთვის მძიმე გამოცდილება აღმოჩნდა. გუნდმა სამივე მატჩი წააგო, გოლი ვერ გაიტანა და ტურნირი 0:14 ბურთების შეფარდებით დაასრულა. მას შემდეგ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატს ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ვეღარ უბრუნდებოდა.

შემდეგი ათწლეულები ქვეყნისთვის რთული იყო როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად. სამოქალაქო კონფლიქტებმა, არასტაბილურობამ და ინფრასტრუქტურულმა პრობლემებმა ფეხბურთის განვითარებაზეც უარყოფითად იმოქმედა. მიუხედავად იმისა, რომ კონგოს არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელი ჰყავდა, მსოფლიო ჩემპიონატზე დაბრუნება ოცნებად რჩებოდა.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად კონგომ რთული გზა გაიარა. გუნდმა ჯერ აფრიკული საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლია, შემდეგ კი გადამწყვეტ შეხვედრებში ისეთი ძლიერი მეტოქეები ჩამოიტოვა, როგორებიც კამერუნი და ნიგერია არიან. საბოლოოდ, ინტერკონტინენტურ პლეი-ოფში იამაიკის დამარცხების შემდეგ, კონგომ მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა და 52-წლიანი პაუზა დაასრულა.

დღეს კონგოს ეროვნული ნაკრები „ლეოპარდების“ სახელით არის ცნობილი. ქვეყანას აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი საფეხბურთო ისტორია აქვს და ორჯერ აქვს მოგებული აფრიკის ერთა თასი 1968 და 1974 წლებში.

პორტუგალიის წინააღმდეგ გატანილი გოლი მხოლოდ ერთი ეპიზოდი არ ყოფილა. ეს იყო სიმბოლო იმისა, რომ ქვეყანა, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩა, კვლავ დაბრუნდა მსოფლიო ფეხბურთის ყველაზე დიდ სცენაზე. ამ გოლმა მილიონობით კონგოელს სიხარული მოუტანა და დაამტკიცა, რომ ზოგჯერ ისტორიის შესაცვლელად მხოლოდ ერთი მომენტია საკმარისი.

52 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე გატანილი პირველი გოლი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის მხოლოდ სტატისტიკა არ არის, ეს არის ისტორია, რომელიც მთელმა ქვეყანამ ერთად დაწერა.

ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე გამორჩეული ფიგურა და დღეს, ჩემი მოკრძალებული აზრით, მსოფლიო ფეხბურთის ყველაზე ნათელი...
30/05/2026

ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე გამორჩეული ფიგურა და დღეს, ჩემი მოკრძალებული აზრით, მსოფლიო ფეხბურთის ყველაზე ნათელი ვარსკვლავი
ხვიჩა კვარაცხელია.

აღარ დავიწყებ იმ გზაზე საუბარს, რომელმაც ეს ბიჭი ქართული მოედნებიდან ევროპული ფეხბურთის მწვერვალამდე მიიყვანა. ამ თავგადასავალს უკვე ყველა კარგად ვიცნობთ.

თუმცა დღეს ერთი რამ ნათელია: როცა გუნდს გამარჯვება სჭირდება, როცა დიდებისკენ მიმავალ გზაზე გადამწყვეტი ნაბიჯია გადასადგმელი, არსებობს ერთი მარტივი, უშეცდომო ფორმულა - მოიყვანე კვარა.

ეს ფორმულა ლუის ენრიკემ დროულად ამოიცნო, ბოლომდე ენდო და მისგან მაქსიმუმი მიიღო.

ხვიჩაზე ხშირად ამბობენ Game Changer -იაო, ფეხბურთელი, რომელსაც ერთი შეხებით შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა.
ფინალში კი ეს სიტყვები ისევ გაამართლა.

როცა მოედანზე ყველაფერი ბეწვზე ეკიდა, როცა დაძაბულობა ყოველ წამს იზრდებოდა და თამაში იმ ზღვარზე იყო, სადაც ერთი ეპიზოდი მთელ ისტორიას ცვლის, სწორედ მაშინ გამოჩნდა კვარა.

მისი ელვისებური შეჭრა საჯარიმოში, ის თავხედური, უშიშარი მოძრაობა, რომელმაც მეტოქის დაცვა წამებში დაანგრია, იქცა იმ აფეთქებად, რომელმაც მატჩის ბედი შეცვალა. მოპოვებული პენალტი მხოლოდ წესების დარღვევა არ ყოფილა, ეს იყო გარდამტეხი ეპიზოდი, რომელმაც პსჟ - ს ახალი ენერგია შესძინა და გამარჯვებისკენ გაუძღვა.

ზედიზედ მეორე ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართა ქართველმა ფეხბურთელმა.
და ვინ იცის, რამდენი ასეთი ჯადოსნური ღამეა ჯერ კიდევ წინ...

პარიზი ისევ ზეიმობს. ეიფელის კოშკის ნათებაში ისევ მკაფიოდ იკითხება ქართული ხელწერა. ათასობით კილომეტრის მოშორებით კი მთელი საქართველო ამაყად უყურებს ბიჭს, რომელმაც მსოფლიო ფეხბურთის დიდ სცენაზე ჩვენი დროშა კიდევ ერთხელ ააფრიალა. 🇬🇪

და მაინც, ამ უზარმაზარ სიხარულში ერთი ნაცნობი, სევდიანი ფიქრი გვიჩნდება.
რა დასანანია, რა უსამართლობაა, რომ მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზე საფეხბურთო სამყაროს კვარას ჯადოქრობა დააკლდება.

მუნდიალი ბევრს დაკარგავს მის გარეშე, დაკარგავს იმ ფეხბურთელს, რომელსაც შეუძლია ერთი მოძრაობით ათიათასობით ადამიანი სუნთქვის შეკვრით ფეხზე წამოაყენოს. დაკარგავს იმ არტისტს, რომლისთვისაც ბურთი უბრალოდ სათამაშო ინსტრუმენტი არ არის, არამედ მისი საუკეთესო მეგობარია, მისი მუსიკაა, მისი ხელოვნებაა.

მაგრამ ეს სევდაც მხოლოდ დროებითია.
ფეხბურთის ღმერთებს თავიანთი გეგმები აქვთ.

ხვიჩას ეპოქა ახლა იწყება. მისი ისტორია ჯერ მხოლოდ იწერება და დარწმუნებული ვარ ყველაზე დიდებული, ყველაზე ხმაურიანი თავები ჯერ კიდევ წინ არის.

იფრინე, კვარა.

იმიტომ, რომ შენი ფრენა ჩვენი ფრენაცაა. ყოველი შენი ნაბიჯითა და გოლით შენ ათასობით ქართველ ბავშვს აძლევ უფლებას, იოცნებონ დიდ სტადიონებზე და ბოლომდე იწამონ საკუთარი ძალების. შენ დაამტკიცე, რომ შეუძლებელი არაფერია.

KK7 🇬🇪 💫

🇬🇪 გავხადოთ ჩვენი ჩემპიონატი ზეიმი!ფეხბურთი საქართველოსთვის არასოდეს ყოფილა უბრალოდ სპორტი. ეს არის ჩვენი ხასიათი, ჩვენი...
27/05/2026

🇬🇪 გავხადოთ ჩვენი ჩემპიონატი ზეიმი!

ფეხბურთი საქართველოსთვის არასოდეს ყოფილა უბრალოდ სპორტი. ეს არის ჩვენი ხასიათი, ჩვენი ემოციური იდენტობა და ის უხილავი ძაფი, რომელიც ბავშვს, მოზარდსა თუ მოხუცს ერთ მთლიანობად აქცევს. როდესაც ეროვნული ნაკრები თამაშობს, საქართველოში დრო თითქოს ჩერდება, ყველა გული ერთ რიტმში ფეთქავს, ყველა იმედი ერთ წერტილში იყრის თავს. ჩვენ უკვე დავამტკიცეთ, რომ სიყვარულსა და თავდადებას შეუძლიათ სასწაულების მოხდენა.

თუმცა ამ დიდი სიყვარულის პარალელურად, წლების განმავლობაში ჩვენს ზურგს უკან იდგა ერთი მტკივნეული რეალობა, ეროვნული ჩემპიონატი, რომელიც ხშირად საზოგადოების ყურადღების მიღმა რჩებოდა.

და მოდით, გულწრფელები ვიყოთ გულშემატკივარს ამისთვის თავისი არგუმენტები ჰქონდა. პრობლემები ბევრია: ინფრასტრუქტურა, მენეჯმენტი, ორგანიზება, ზოგჯერ ხარისხიც. მაგრამ არსებობს ძალა, რომელსაც გაცილებით მეტის შეცვლა შეუძლია ვიდრე გვგონია — ხალხის გულწრფელი, უკომპრომისო სიყვარული.

ამ რწმენის ყველაზე ნათელი მაგალითი თემურ ქეცბაია-ს დაბრუნებაა.

კაცი, რომლის სახელიც ბრძოლასთან, ჟინთანა და ემოციასთან ასოცირდება, მოვიდა და თითქოს გამოაღვიძა მიძინებული ინტერესი. მან დინამო თბილისის მატჩზე 6,000 გულშემატკივარი მიიყვანა - ციფრი, რომელიც ეროვნული ლიგისთვის ბოლო წლებში იშვიათ მოვლენად იქცა.

მას უზომოდ უყვარს საქართველო და ქართული ფეხბურთი. სანაცვლოდ კი ბევრს არაფერს ითხოვს, მხოლოდ ტრიბუნებზე ყოფნას, მხარდაჭერას და რწმენას.

დიახ, მისი დაბრუნების შემდეგ გუნდმა პირველი მარცხიც იგემა, თუმცა ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერ ქუთაისის ტორპედოსთან ბრძოლაში დინამომ აჩვენა, რომ შეუძლია.

ამ თამაშმა, მიუხედავად შედეგისა, დაგვანახა მთავარი. გუნდს აქვს ხასიათი, აქვს პოტენციალი და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გულშემატკივარს იმედს უტოვებს.

ახლა უბრალოდ წარმოიდგინეთ:

დილაა. ქალაქი მატჩისთვის ემზადება.
ქუჩებში გუნდის ბანერებია გაშლილი. სხვადასხვა თაობის ადამიანები საყვარელი კლუბის მაისურებით დადიან. მატჩამდე ქალაქში მსვლელობებია, ისმის სიმღერა, ტრიბუნებისკენ მიმავალი ხალხის თვალებში კი მოლოდინი და ბედნიერებაა.

ეს მხოლოდ ლამაზი ფანტაზია არ არის. ეს ის რეალობაა, რომლის შექმნაც შეგვიძლია.

ჩვენ, ქართველებს, ფეხბურთის სიყვარული გენეტიკურად, მოგვყვება. საკმარისია მხოლოდ მცირე ბიძგი, სწორად შექმნილი გარემო და ერთიანი, გულწრფელი ჟინი, რომ ტრიბუნებისკენ გადადგმული ყოველი ნაბიჯი ჩვეულებრივი კვირის დღიდან ნამდვილ, დიდებულ სახალხო დღესასწაულად იქცეს.

შესაძლებელია, რომ ჩვენს შვილებს საყვარელი გუნდის თამაშის დღე ისევე ახარებდეთ, როგორც დღეს ეროვნული ნაკრების მატჩები გვახარებს.

სწორედ ამ რთულ, მაგრამ უმნიშვნელოვანეს გზაზე დიდ როლს ასრულებს
პანენკა • ეროვნული ლიგა

ეს არის სივრცე, რომელიც ქართულ ფეხბურთს იმ პროფესიონალიზმითა და ევროპული შარმით აშუქებს, როგორსაც ჩვენი ჩემპიონატი იმსახურებს. ასეთი პლატფორმები მხოლოდ საინფორმაციო გვერდები არ არიან, ისინი ქმნიან კულტურას, აჩენენ ინტერესს და ფეხბურთს საზოგადოებას კიდევ უფრო აყვარებენ.

თუ გვინდა, რომ ქართული ფეხბურთი გაიზარდოს, ასეთი საქმე აუცილებლად უნდა დავაფასოთ და მხარი დავუჭიროთ.

ქართული ფეხბურთის მომავალი მხოლოდ ფეხბურთელებზე, მწვრთნელებსა და კლუბებზე არ დგას. ის ჩვენზეც დგას.

მოდით, ყველამ ერთად გადავდგათ ნაბიჯი ტრიბუნებისკენ. ვაქციოთ სტადიონები ჩვენს მეორე სახლად. შევქმნათ ატმოსფერო, რომელსაც ფეხბურთელები მოედანზე იგრძნობენ, ბავშვები კი მთელი ცხოვრება დაიმახსოვრებენ.

გავხადოთ ჩვენი ქვეყნის ჩემპიონატი არა უბრალოდ მატჩების სერია, არამედ ჩვენი ცხოვრების ყველაზე ლამაზი ყოველკვირეული ზეიმი. ⚽🇬🇪✨

გავეცნოთ, დავპლიუსდეთ და კარგი საქმე გავაკეთოთ 👇🏻♥️
22/05/2026

გავეცნოთ, დავპლიუსდეთ და კარგი საქმე გავაკეთოთ 👇🏻♥️

მეგობრებო, ჩვენი დიდი სურვილია შევუერთდეთ კეთილ საქმეს და ფეხბურთის ქომაგებთან ერთად გავაკეთოთ ერთი დიდი შეხვედრა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად და მათი საჭიროებებისთვის თანხის შესაგროვებლად.

ჩვენი გუნდი, ფეხბურთის კომენტატორებთან ნიკოლოზ ტაბატაძესთან და ანდრო ხელაძესთან ერთად ვისაუბრებთ ფეხბურთის აქტიურ თემებზე.

ძალიან მალე დავაორგანიზებთ შეკრების ადგილს, სადაც დღის განმავლობაში დახარჯული თანხა, სრულად გადაირიცხება ფონდში.

შეკრებაზე მოსვლის მსურველებს გთხოვთ დაპლიუსდეთ კომენტარებში, რომ ამის მიხედვით შევარჩიოთ ადგილი 💚

რეკორდების მონსტრი და მარადიული ცეცხლისამყარო შეიძლება იცვლებოდეს, თაობები მოდიოდნენ და მიდიოდნენ, საფეხბურთო ტაქტიკა და...
22/05/2026

რეკორდების მონსტრი და მარადიული ცეცხლი

სამყარო შეიძლება იცვლებოდეს, თაობები მოდიოდნენ და მიდიოდნენ, საფეხბურთო ტაქტიკა და მოდის ტენდენციები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, მაგრამ არსებობს ერთი მუდმივი, რომელსაც დრო ვერაფერს აკლებს. კრიშტიანუ რონალდუ. ადამიანი რეკორდი, ფეხბურთის ისტორიის ყველაზე დაუნდობელი გოლიათი, ახლა უკვე საუდის პრო ლიგის ჩემპიონია.

შეუძლებელია, უბრალოდ შეუძლებელია ამ კაცის წინაშე ქედი არ მოიხარო, რა ბანაკის ქომაგიც უნდა იყო. 41 წლის ასაკში, როდესაც მისი თაობის ფეხბურთელები სპორტულ გადაცემებში ექსპერტებად სხედან ან მწვრთნელის სავარძელს ეჩვევიან, ის კვლავ მოედანზეა. ისევ იმავე შემართებით, იმავე გაცოფებული თვალებით, იმავე ბავშვური, პირველყოფილი ვნებითა და სიყვარულით იბრძვის, თითქოს კარიერის პირველ მატჩს ატარებდეს.

რონალდუ არის უდიადესი მაგალითი იმისა, რომ ნიჭი მხოლოდ ნაპერწკალია, ხოლო თავდაუზოგავი შრომა და ფანატიკური დისციპლინა ის მუდმივი საწვავია, რომელიც ამ ნაპერწკალს ცეცხლად აქცევს.

მის ხელში ასაკი კარგავს თავის ბიოლოგიურ ძალაუფლებას და ხდება უბრალო, უმნიშვნელო ციფრი ფურცელზე. მან დაამტკიცა, რომ ადამიანის სხეულსა და გონებას საზღვრები არ გააჩნია, თუკი მათ მიზნისკენ მიმართული რკინის ნება მართავს.

ახლა კი წინ მისი კარიერის, ალბათ, ყველაზე დრამატული და მისტიკური თავი ელის. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი. ეს ტურნირი მისი უზენაესი შანსია. შანსი იმისა, რომ საბოლოოდ დახუროს ფეხბურთი, როგორც თამაში. მოიგოს ერთადერთი ოქროს თასი, რომელიც აკლია მის კოსმოსურ კოლექციას, რათა დატოვოს მინდორი ისე, როგორც აბსოლუტურმა ტრიუმფატორმა.

კრიშტიანუ უდიდესია. ხშირად საუბრობენ მის გიგანტურ ეგოზე, მის ამპარტავნობასა და ნარცისიზმზე. მაგრამ მასსა და სხვა მილიონობით თავდაჯერებულ ადამიანს შორის არის ერთი ფუნდამენტური განსხვავება: რონალდუ ყოველთვის ასრულებს იმას, რასაც ლაპარაკობს.

ბავშვობიდანვე, მადეირას ღარიბი ქუჩებიდან და სპორტინგის აკადემიიდან მოყოლებული, ის ხმამაღლა ამბობდა, რომ საუკეთესო გახდებოდა. ვიღაცისთვის ეს სასაცილო იყო, ვიღაც ფიქრობდა, რომ ადამიანი საკუთარ თავზე ასე არ უნდა საუბრობდეს, რომ თავმდაბლობა უფრო დიდი სათნოებაა.

თუმცა, დღეს, როდესაც მის ტიტულებს, გატანილ გოლებსა და ფეხბურთის ისტორიაში დატოვებულ კვალს უყურებ, ხვდები, ამ კაცს თავისი სიტყვების უკან ურყევი, რკინის არგუმენტები აქვს. ის არ ტრაბახობდა, ის უბრალოდ მომავალს წინასწარმეტყველებდა.

მარადიული კითხვა საბოლოო ჯამში, ვინ არის ისტორიაში საუკეთესო? ეს ყოველთვის დარჩება წმინდა წყლის გემოვნების, საფეხბურთო ესთეტიკის აღქმისა და რომანტიზმის საკითხად. მაგრამ ერთი რამ უდავოა: რონალდუმ შექმნა სტანდარტი, რომელიც მანამდე არ არსებობდა.

დაე, ამ ბოლო მუნდიალზე კიდევ ერთხელ ვიხილოთ მისი საფირმო ნახტომი, მისი მტაცებლური ალღო და ის ენერგია, რომელიც სტადიონებს აზანზარებს. იმიტომ, რომ როდესაც კრიშტიანუ წავა, ფეხბურთის ცაზე ჩაქრება ვარსკვლავი, რომლის მსგავსიც სამყაროს აღარასოდეს ეყოლება.

კრიშტიანუ რონალდუ გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ოთხ სხვადასხვა ქვეყანაში, რამდენიმე კონტინენტზე მოიგო ჩემპიონატის ტიტულები, „ოქროს ბუცი“ და სეზონის საუკეთესო მოთამაშის (MVP) ჯილდოები. 🤯

🏆🏆🏆🏆🏆 Champions League
🏆🏆🏆🏆 FIFA Club World Cup
🏆🏆🏆 Premier League
🏆🏆 UEFA Nations League
🏆🏆 La Liga
🏆🏆 Serie A
🏆🏆 Copa del Rey
🏆🏆 League Cup
🏆🏆 Spanish Super Cup
🏆🏆 Italian Super Cup
🏆🏆 UEFA Super Cup
🏆 Coppa Italia
🏆 Portugal Super Cup
🏆 FA Cup
🏆 Community Shield
🏆 UEFA Euros
🏆 Saudi Pro League

🏅🏅🏅🏅🏅 ოქროს ბურთი
🎖️🎖️🎖️🎖️ოქროს ბუცი
⚽ 973 გოლი
👑 ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი

უბრალოდ არანორმალური.

პატარა პრინცის ბოლო ბრაზილიური ცეკვა: ეპოქის მელანქოლია მსოფლიო ემზადება დიადი წარმოდგენისთვის, თუმცა ამერიკის კონტინენტ...
20/05/2026

პატარა პრინცის ბოლო ბრაზილიური ცეკვა: ეპოქის მელანქოლია

მსოფლიო ემზადება დიადი წარმოდგენისთვის, თუმცა ამერიკის კონტინენტზე მოახლოებული 2026 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი სიხარულთან ერთად სევდასაც გვაპარებს. მესი, რონალდო, ნეიმარი - სამი ამბავი სიყვარულისა, თავდადებისა, თავდაუზოგავი შრომისა, სანახაობებისა, ჯადოქრობისა, რომელზედაც მთელი თაობა გავიზარდეთ.

2026 წლის ჩემპიონატი ამ არანორმალურების ბოლო, გამოსამშვიდობებელი მუნდიალია - ერთხელ კი არა და, ბოლოჯერ ამერიკაში!

„პაპა კარლომ“ ნეიმარი, ცხადია, გამოიძახა. სხვაგვარი ქმედება უბრალოდ დანაშაული იქნებოდა ფეხბურთისა და ესთეტიკის წინაშე. ნეიმარის დატოვება ზეიმის მიღმა იგივე იქნებოდა, რაც ბრაზილია უკარნავალოდ - ცეცხლოვანი სამბებისა და განუმეორებელი საცეკვაო ილეთების გარეშე. ბრძენმა და ამავდროულად საფეხბურთო არისტოკრატმა კარლომ იცის, რომ ნეიმარი განაცხადში მხოლოხ რჩეული მოთამაშე კი არა, „ჟოგა ბონიტოა“ - ჯადოქარი, მაგი, ფოკუს-მოკუსებს რომ აკეთებს.

შეუძლებელია, ნეი არ შეგყვარებოდა - პატარა ბრაზილიელი ბიჭი, რომელიც სანტოსის მზით გაძეძგილ მოედანზე მოხდენილად, ძალდაუტანებლად, ბავშვური სილაღით თამაშობს. მადრიდის რეალის გულმხურვალე გულშემატკივრისთვის არ იყო მარტივი საყვარელი ფეხბურთელის კონკურენტ გუნდში - კატალონიურ გრანდში ქომაგობა, მაგრამ ყოველი მისი ფინტი, მოძრაობა, ცეკვის ელემენტები, დაუვიწყარი მომენტები მხოლოდ აღმაფრთოვანებდა და მახარებდა, რადგან ჩემი ნეი იყო - ტიპური ბრაზილიელი, ცოტათი მორიდებული და თან არანორმალური, საოცარი მოძრაობების, მომენტებისა და გოლების შემქმნელი. ნეიმარი ყველასია, ვისაც ლამაზი, სანახაობრივი ფეხბურთი უყვარს. მადრიდული ერთგულებაც კი უძლურია იმ მიზიდულობის ძალის წინაშე, რასაც მისი თამაში ჰქვია.

ნეი, უმორჩილესად გთხოვ, კიდევ ერთხელ გადაიქეცი ჯადოქრად და გაგვახარე, გვასიამოვნე, აგვაჟიტირე, გვაყვირე და შენთან ერთად გვაცეკვე. თავხედურად ეფლირტავე ბურთს და შენს ჭკუაზე აგორე, კენწლე, ფეხებს შორის აძვრინე და ფერთხე!

მე თუ მკითხავ, ისტორიას შენი ვალი აქვს - მსოფლიოს თასი გეკუთვნის. დროა, აშშ-ს, კანადისა და მექსიკის მინდვრებზე ისე გაიბრწყინო, რო ტიტული „პატარა პრინცი“ სანტოსის მზით გაძეძგილ მოედანზე ბურთით მორბენალ პატარა ბიჭს გადაულოცო და გახდე მეფე.

აბა ჰო, აბა ჰეი - იფრინე, ნეი!

ბრაზილიამ მუნდიალის წინ კარტები გახსნა: შემადგენლობა ცნობილია! 🇧🇷როდესაც საქმე „სელესაოს“ ეხება, არჩევანი ყოველთვის რთულ...
18/05/2026

ბრაზილიამ მუნდიალის წინ კარტები გახსნა: შემადგენლობა ცნობილია! 🇧🇷

როდესაც საქმე „სელესაოს“ ეხება, არჩევანი ყოველთვის რთულია, თუმცა ამჯერად მწვრთნელის გადაწყვეტილებამ ბევრი შოკში ჩააგდო. ყველაზე დიდი მოულოდნელობა ჟოაო პედროს არგამოძახებაა — მოთამაშის, რომელიც მშვენიერ სეზონს ატარებს, თუმცა მსოფლიო ფორუმის მიღმა აღმოჩნდა.

თქვენ რას ფიქრობთ, ვინ დააკლდა ან ვინ არის ზედმეტი ამ შემადგენლობაში?

🚨 ყველაფერი, რაც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ უნდა იცოდეთ 👇🏻2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში ისტორიული იქ...
14/05/2026

🚨 ყველაფერი, რაც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ უნდა იცოდეთ 👇🏻

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში ისტორიული იქნება — ტურნირი სრულიად ახალი და მასშტაბური ფორმატით ჩატარდება.

🌍 მასპინძელი ქვეყნები

მსოფლიო ჩემპიონატს ისტორიაში პირველად ერთდროულად სამი ქვეყანა უმასპინძლებს:
🇺🇸 აშშ
🇨🇦 კანადა
🇲🇽 მექსიკა

🏟️ მასპინძელი ქალაქები

🇺🇸 აშშ: ატლანტა, ბოსტონი, დალასი, ჰიუსტონი, კანზას-სიტი, ლოს-ანჯელესი, მაიამი, ნიუ-იორკი/ნიუ-ჯერსი, ფილადელფია, სან-ფრანცისკო და სიეტლი.

🇲🇽 მექსიკა: მეხიკო, გვადალახარა და მონტერეი.

🇨🇦 კანადა: ტორონტო და ვანკუვერი.

🏆 რეკორდული მსოფლიო ჩემპიონატი

2026 წლის მუნდიალი ყველაზე მასშტაბური იქნება მსოფლიო ჩემპიონატების 96-წლიან ისტორიაში:

▪️ პირველად ისტორიაში ტურნირზე 48 ნაკრები ითამაშებს
▪️ მატჩების რაოდენობა 64-დან 104-მდე გაიზრდება
▪️ ჩემპიონატი 39 დღე გაგრძელდება (11 ივნისი — 19 ივლისი)

🔄 ახალი ფორმატი

გუნდების რაოდენობის ზრდამ ტურნირის ფორმატიც შეცვალა:

▪️ 48 ნაკრები 12 ჯგუფში გადანაწილდება
▪️ თითოეულ ჯგუფში 4 გუნდი იქნება
▪️ ფლეი-ოფში გავლენ ჯგუფების პირველი და მეორეადგილოსნები, ასევე 8 საუკეთესო მესამეადგილოსანი

🏟️ დამატებითი ეტაპი

ტურნირს დაემატება 1/16 ფინალი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონობისთვის გუნდს 7-ის ნაცვლად 8 მატჩის ჩატარება მოუწევს.

📅 მნიშვნელოვანი თარიღები

▪️ 11 ივნისი — გახსნის მატჩი მეხიკოში, „აცტეკას“ სტადიონზე 
▪️ 12 ივნისი — აშშ-ის ნაკრების პირველი მატჩი ლოს-ანჯელესში
▪️ 19 ივლისი — ფინალი ნიუ-იორკი/ნიუ-ჯერსიში, „მეტლაიფ სთედიუმზე“ 

✨ ახალი სახეები მსოფლიო ჩემპიონატზე

გაფართოებულმა ფორმატმა გზა გაუხსნა პატარა ქვეყნებსაც.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე რამდენიმე დებიუტანტს ვიხილავთ, მათ შორის:

🇨🇼 კურასაო
🇨🇻 კაბო-ვერდე
🇯🇴 იორდანია
🇺🇿 უზბეკეთი

როცა პირველი სასტვენი გაისმება, მთელი მსოფლიო ისევ ერთ ენაზე დაიწყებს ლაპარაკს — ფეხბურთის ენაზე.

პარიზული ჰეგემონია და ქართული მაგია: ევროპული “მონსტრის” დაბადება.პარიზმა კიდევ ერთხელ იზეიმა. ლანსთან მოპოვებული 2:0 გა...
14/05/2026

პარიზული ჰეგემონია და ქართული მაგია: ევროპული “მონსტრის” დაბადება.

პარიზმა კიდევ ერთხელ იზეიმა. ლანსთან მოპოვებული 2:0 გამარჯვების შემდეგ, პსჟ - მ საფრანგეთის ჩემპიონის გვირგვინი კვლავ მოირგო. პარიზელები ჩემპიონთა ლიგის ფინალს ხვდებიან არა უბრალოდ ფავორიტის სტატუსით, არამედ როგორც სეზონის ყველაზე სტაბილური და დაუნდობელი ძალა.

ეს კლუბის ისტორიაში მე 14 ჩემპიონობაა, ზედიზედ მეხუთე ტიტული კი ადასტურებს, რომ აქ შემთხვევითობაზე საუბარი ზედმეტია. ეს არის წლების განმავლობაში ნაგები, ნაწვალები მექანიზმი.

ენრიკეს „ევროპული მონსტრი“

ბევრს სჯეროდა, რომ მესის, ნეიმარისა და მბაპეს ეპოქის დასრულება კლუბის დაისის დასაწყისი იქნებოდა. თუმცა, ლუის ენრიკემ შეუძლებელი შეძლო: მან შექმნა გუნდი, რომელიც ინდივიდუალურ ბრწყინვალებაზე მეტად, კოლექტიური ინტელექტით იმარჯვებს. ენრიკემ ფაქტობრივად გამოჭედა „ევროპული მონსტრი“, რომლის გეგმაც თავიდანვე მკაფიო იყო და დღეს ეს შედეგი მოედანზე ცეცხლივით ანათებს.

კვარა: ფეხბურთი, როგორც მაგია

ამ დიდი ორკესტრის მთავარი სოლისტი კი სწორედ ხვიჩა კვარაცხელიაა. მისთვის ეს ლიგა 1-ის ზედიზედ მეორე ტიტულია, მაგრამ მისი გავლენა იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ ოქროს მედლები.

ამ სეზონში ხვიჩა პრაქტიკულად შეუჩერებელია.

მისი ციფრები (კლუბი + ნაკრები) თავადვე მეტყველებენ მის სიდიადეზე:

⚽️ 23 გოლი
🅰️ 10 საგოლე გადაცემა

ეს აღარ არის მხოლოდ „კარგი სტატისტიკა“ ეს არის ლიდერის, მატჩის ბედისწერის განმსაზღვრელი ფეხბურთელის ხელწერა. დღეს სამყარო თანხმდება: კვარა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ვინგერია, რომელმაც პარიზულ ესთეტიკას ქართული ხასიათი და მებრძოლი სული შემატა.

შემდეგი გაჩერება — ისტორია

საფრანგეთის ჩემპიონობა მხოლოდ პრელუდიაა. ეს არ ყოფილა ბოლო ფურცელი, ეს მხოლოდ გვერდის გადაშლაა ახალი, უფრო დიდებული თავისკენ.

წინაა ყველაზე დიდი გამოცდა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში პსჟ კიდევ ერთხელ შეეცდება ისტორიის დაწერას. ხვიჩას კი ეძლევა შანსი, ზედიზედ მეორედ აღმართოს ყველაზე პრესტიჟული საკლუბო თასი და თავისი სახელი ოქროს ასოებით ჩაწეროს ფეხბურთის პანთეონში.

პარიზი ისტორიულ მომენტამდე სულ რაღაც ერთ ნაბიჯშია. ახლა ყველა ერთი რამის მოლოდინშია კიდევ ერთი ღამის, სადაც ტაქტიკა და სქემები უკან დაიხევს, ხოლო ფეხბურთი კვლავ წმინდა, ხელშეუხებელ მაგიად გარდაიქმნება.

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Tiki-Taka/ტიკი ტაკა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share