საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაცია/United Georgian Gymnastics Federation

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაცია/United Georgian Gymnastics Federation
03/08/2026

ქართულმა სპორტულმა საზოგადოებამ დაკარგა პედაგოგი, გამოჩენილი მწვრთნელი, სტუდენტებისთვის პატივსაცემი ადამიანი - მერაბ მეტრეველი.
წლების მანძილზე ხელბურთის მწვრთნელი, ახალ ათასწლეულში ბატონი მერაბი მუშაობდა საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის კვალიფიკაციის ამაღლების კურსების დეპარტამენტში.
2023 წლიდან კი საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადმინისტრაციის ხელმძღვანელად.
საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია და პირადად ფედერაციის პრეზიდენტი კონსტანტინე ლაშხი ღრმა მწუხარებით უსამძიმრებენ მერაბ მეტრეველის ოჯახს ამ დიდ დანაკარგს💔.

03/08/2026
დღეს ვიხსენებთ სახელოვან ქართველ სპორტსმენს, მედეა (მზია) ჯუღელს.სპორტული ტანმოვარჯიშე, პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპი...
02/08/2026

დღეს ვიხსენებთ სახელოვან ქართველ სპორტსმენს, მედეა (მზია) ჯუღელს.
სპორტული ტანმოვარჯიშე, პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ქალი, საბჭოთა კავშირის შვიდგზის ჩემპიონი.
მისი სახელობის ქუჩაზე დგას მერიის ტანვარჯიშის ცენტრი, სადაც არაერთი თაობის სპორტსმენი აღიზარდა.
1 აგვისტოს ქალბატონი მზია 101 წლის გახდებოდა.

01/08/2026

2026 Rhythmic World Championships
Frankfurt Am Main (GER) 12 – 16 August
🔴სულ მალე, 12 აგვისტოს, სტარტს აიღებს 42-ე მსოფლიო ჩემპიონატი მხატვრულ ტანვარჯიშში. ეს მასშტაბური ღონისძიება გერმანიაში, ფრანქფურტ მაინზე გაიმართება.
წარმატება ვუსურვოთ საქართველოს ნაკრებს და გავიხსენოთ ჯგუფური გუნდის გამოსვლა ბოლო ტურნირზე იტალიაში ❤️🇬🇪.

23/07/2026
🔴19 ივლისს, სომხეთში, ქალაქ გიუმრიში, გაიმართა საერთაშორისო ტურნირი მხატვრულ ტანვარჯიშში, რომელშიც მონაწილეობდა 280 სპორ...
21/07/2026

🔴19 ივლისს, სომხეთში, ქალაქ გიუმრიში, გაიმართა საერთაშორისო ტურნირი მხატვრულ ტანვარჯიშში, რომელშიც მონაწილეობდა 280 სპორტსმენი, 18 კლუბიდან. ტურნირზე წარმოდგენილი იყვნენ სომხეთის, საქართველოსა და რუსეთის გუნდები.

ნელი სალაძის აკადემიის სპორტსმენებმა ბრწყინვალედ იასპარეზეს და კიდევ ერთხელ ღირსეულად წარმოაჩინეს საქართველო საერთაშორისო არენაზე.

შედეგები:
გუნდურ ნომერში 🥇 ათი ოქროს მედალი
ინდივიდუალურ პროგრამაში 🥇 ათი ოქროს და 🥈 სამი ვერცხლის მედალი.

ტურნირზე ნელი სალაძის აკადემიას ხელმძღვანელობდნენ მწვრთნელები სალომე ოთარაშვილი და სალომე ურუშაძე, რომელიც პარალელურად ტურნირის მსაჯთა კოლეგიის წევრიც იყო.

#ნელისალაძისაკადემია

საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, წარსულში წარმატებული ბატუტზე მხტომელი ლუბა გოლოვინა სტუმრად გადაცემა...
16/07/2026

საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, წარსულში წარმატებული ბატუტზე მხტომელი ლუბა გოლოვინა სტუმრად გადაცემაში “ჩემპიონები”.

ჩემპიონები - 12 ივლისი, 2026. სტუმარი: ლუბა გოლოვინა

16/07/2026

მხატვრული ტანვარჯიშის საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ელისო ბედოშვილი პირველი არხის დილის გადაცემაში.

✨ულამაზესი ქართველი ტანმოვარჯიშეები ბარბარე ქაჯაია და ნინო ბატატუნაშვილი მსოფლიო თასზე ჩინეთში.Beijing 19-21 June
16/07/2026

✨ულამაზესი ქართველი ტანმოვარჯიშეები ბარბარე ქაჯაია და ნინო ბატატუნაშვილი მსოფლიო თასზე ჩინეთში.
Beijing 19-21 June

Address

მედეა ჯუღელის N1/N1 MEDEA JUGHELI Street
Tbilisi
0109

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995322990941

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაცია/United Georgian Gymnastics Federation posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაცია/United Georgian Gymnastics Federation:

Shortcuts

Share

Category