30/07/2026
🤺 საქართველოში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის დახურვის ცერემონიალიდან 1 წელი გავიდა!
🇬🇪 საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ, 10 დღის განმავლობაში, უმაღლეს დონეზე უმასპინძლა ერთ - ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს სპორტის ისტორიაში.
🎙️ ამის შესახებ კომენტარები გააკეთეს და უმაღლესი შეფასებები არ დაიშურეს ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის უმაღლესი თანამდებობის წევრებმა: ამდელომენ ელ - ჰუსეინმა ( ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ), ზიედ ფერიანმა ( FIE - ს წესების კომისიის პრეზიდენტი და შეჯიბრის დირექტორი), როელანდ რიზინკმა ( ნიდერლანდების ფარიკაობის ფედერაციის პრეზდიენტი), ლუიჯი მაცონემ ( იტალიის დელეგაციის ხელმძღვანელი) და პატრისია აიენურომ ( დიდი ბრიტანეთის დელეგაციის ხელმძღვანელი )
🌎 1 წლის შემდეგ, საქართველოში კიდევ ერთი მსოფლიო ჩემპიონატი, ამჯერად ვეტერანებს შორის გაიმართება, რომელსაც თბილისი 9 - დან 17 ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლებს. აღნიშნული ტურნირის მიმდინარეობისას, საქართველოს 3000 სტუმარი, მათ შორის 1200 ვეტერანი სპორტსმენი ეწვევა!
🎥 Rustavi 2 • რუსთავი 2