საქართველოს სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების ალიანსი (GSSUA)

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქართველოს სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების ალიანსი (GSSUA)

საქართველოს სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების ალიანსი (GSSUA) საქართველოს სკოლის მოსწავლეთა გაერთ?

ალიანსის წევრი შეიძლება იყოს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებების მოსწავლეთა თვითმმართველობები და კლუბები.

საქართველოს სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების ალიანსიარის არასამთავრობო, არაპოლიტიკური, არარელიგიური და არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს საქართველოს სკოლებში არსებულ მოსწავლეთა თვითმმართველობებსა და კლუბებს. ორგანიზაციის შექმნა მნიშვნელოვნად განაპირობა 2004

წლიდან საქართველოს ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში გატარებულმა რეფორმებმა, რომელთა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სასკოლო ცხოვრებასა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართვა გახლდათ.
სკოლებში მოსწავლეთა თვითმმართველობებისა და კლუბების ფუნქციონირება გამომდინარეობს ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონიდან, რომლის მიხედვითაც მოსწავლეები მონაწილეობენ სკოლის თვითმმართველობის უმაღლეს ორგანოში - სამეურვეო საბჭოში და ასევე ჩართულები არიან სკოლის დისციპლინური კომიტეტის მუშაობაში.
საქართველოში სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების ალიანსის შექმნის ინიცირება მოხდა 2011 წლის აპრილში თბილისის აკადემიკოს ილია ვეკუას სახ. ფიზიკა-მათემატიკის #42 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მიერ, PH International-ის მიერ სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობების წახალისებით. #42 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობისა და მოსწავლეთა კლუბების საქმიანობაში ჩართვაზე ზრუნვა აქტიურად 2008 წლიდან დაიწყო, რისთვისაც ამოქმედდა მოსწავლეთა თვითმმართველობის მხარდაჭერის პროგრამა, რომლის წარმატებული მართვის მიზნით სკოლაში შემოღებული იქნა პროგრამების კოორდინატორის თანამდებობა, ხოლო სკოლის ბიუჯეტში გამოიყო გარკვეული სახსრები.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მოსწავლეeბმა მრავალი შემეცნებითი, საგანმანათლებლო, სპორტული და სხვა ხასიათის პროექტი განახორციელეს,რამაც სხვადასხვა მიმართულებების კლუბების (ნატოს, გაეროს, ევროინტეგრაციის, გარემსო დაცვის, ხელოვნების მოყვარულთა და სხვა) შექმნა განაპირობა. მოსწავლეები თავიდანვე ორიენტირებული იყვნენ სხვა სკოლის თანატოლებთან თანამშრომლობისაკენ, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი PH International-ის მცირე გრანტების პროგრამის ამომქედებამ, რომლის ფარგლებშიც დაფინანსებულმა პროექტებმა განაპირობა სკოლებში მოსწავლეთა სხვადასხვა გაერთიანებების ჩამოყალიბება.
სწორედ მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში მოსწავლეთა გაერთიანებების რაოდენობის გაზრდის ფონზე კიდევ უფრო აქტუალური გახდა ალიანსის ფორმირება, რომლის მთავარი დატვირთვა არის სხვადასხვა გაერთიანებებს შორის კომუნიკაციის უზრუნველყოფა და პარტნიორული ურთიერთობების გამყარება.

📣 ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაცია და სურამის ახალგაზრდული სახლი აცხადებს შიდა ქართლში მცხოვრები/მომუშავე ახალგაზრდული მუშა...
24/02/2021

📣 ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაცია და სურამის ახალგაზრდული სახლი აცხადებს შიდა ქართლში მცხოვრები/მომუშავე ახალგაზრდული მუშაკების გადასამზადებელი კურსის ღია კონკურსს.

👉 კონკურსის დეტალები იხილეთ ჩვენს ბლოგზე:
https://digitalyouthwork.ge/news.php?id=5

👉 აპლიკაციის ფორმის შესავსებათ გადადით ლინკზე:
https://forms.gle/jcUVXunt5uPBcv526

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 12 მარტი. გისურვებთ წარმატებას ❤️

12/02/2021

📣 გიწვევთ ციფრული ახალგაზრდული საქმიანობის სივრცის პლატფორმის პრეზენტაციაზე 15 თებერვალს 3 საათზე!

📣 პლატფორმა იქნება ინტერაქციული ხელსაწყო ახალგაზრდული მუშაკებისა და ციფრული ახალგაზრდული საქმიანობით დაინტერესებული ნებისმიერი პირისათვის.

📣 პლატფორმაზე ხელმისაწვდომი იქნება ციფრული ახალგაზრდული საქმიანობის ონლაინ სასწავლო კურსი.

📣 პლატფორმაზე რესურსების ნაწილში განთავსდება ბლოგ-პოსტები, საინფორმაციო ვიდეოები და კარგი პრაქტიკის მაგალითები ციფრული ახალგაზრდული საქმიანობის შესახებ.

💻 პლატფორმას ექნება ელქტრონული სწავლების (e-learning) სტრუქტურა, სადაც დაინტერესებული პირები რეგისტრაციის გავლისა და დაშვების წინაპირობების დაკმაყოფილების შედეგად მიიღებენ ონლაინ კურსზე წდომას.

💻 ონლაინ პლატფორმაზე განთავსებული სხვადასხვა რესურსი იქნება ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისათვის.

➡️ გთხოვთ შეავსოთ უმოკლესი სარეგისტრაციო ფორმა, რომლის დახმარებითაც ელ ფოსტაზე მიიღებთ პრეზენტაციაზე დასასწრებ Zoom-ის ლინკს:
https://forms.gle/HpEAqumTnrs4sYDn7

----

ციფრული ახალგაზრდული საქმიანობის პლატფორმა შექმნილია სურამის ახალგაზრდული სახლისა და საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაციის მიერ პროექტის "ახალგაზრდული საქმიანობა @ ციფრული სამყარო" ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია ახალგაზრდობის სააგენტო მიერ.

16/06/2020

ონლაინ სესია სიძულვილის ენის შესახებ, თუ დაინტერესდებით გელოდებით 18 ივნისს ხუთ საათზე 🤗

რეგისტრაცის ლინკი: https://forms.gle/ewmh13g4R35ifz21A

🔸 23-28 თებერვალს ქალაქ სტრასბურგში ახალგაზრდულ სექტორში მომუშავე საჯარო მოხელეებისა და ახალგაზრდული არასამთავრობო ორგან...
06/02/2020

🔸 23-28 თებერვალს ქალაქ სტრასბურგში ახალგაზრდულ სექტორში მომუშავე საჯარო მოხელეებისა და ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ევროპის საბჭოს მიერ ოგანიზებული ტრენინგი გაიმართება.

🔸 კურსი განსაზღვრულია 15 სამთავრობო და 15 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელებისთვის „50/50“–ზე პრინციპით.

🔸 ტრენინგის მიზანია მონაწილეობრივი ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება, პროცესებისა და პროექტების კოორდინაცია ევროპის საბჭოს სტანდარტების, პრინციპების და ღირებულებების გათვალისწინებით.

▪ მონაწილეების განთავსებისა და კვების ხარჯებს სრულად დაფარავს ევროპის საბჭო.
▪ მონაწილეების ავიაბილეთების ხარჯებს დაფარავს ახალგაზრდობის სააგენტო.

🔸 აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 10 თებერვალი, 18:00 საათი.

👉 დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად და სარეგისტრაციოდ ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/31smQpp

🔸 23-28 თებერვალს ქალაქ სტრასბურგში ახალგაზრდულ სექტორში მომუშავე საჯარო მოხელეებისა და ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ევროპის საბჭოს მიერ ოგანიზებული ტრენინგი გაიმართება.

🔸 კურსი განსაზღვრულია 15 სამთავრობო და 15 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელებისთვის „50/50“–ზე პრინციპით.

🔸 ტრენინგის მიზანია მონაწილეობრივი ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება, პროცესებისა და პროექტების კოორდინაცია ევროპის საბჭოს სტანდარტების, პრინციპების და ღირებულებების გათვალისწინებით.

▪ მონაწილეების განთავსებისა და კვების ხარჯებს სრულად დაფარავს ევროპის საბჭო.
▪ მონაწილეების ავიაბილეთების ხარჯებს დაფარავს ახალგაზრდობის სააგენტო.

🔸 აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 10 თებერვალი, 18:00 საათი.

👉 დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად და სარეგისტრაციოდ ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/31smQpp

✅Training for Trainers – From Theory to Practice. ✅ტრენერების ტრეინინგი არაფორმალური განათლების პრინციპებზე.➡️დარჩა ცოტა...
20/09/2019

✅Training for Trainers – From Theory to Practice.
✅ტრენერების ტრეინინგი არაფორმალური განათლების პრინციპებზე.
➡️დარჩა ცოტა დრო და მხოლოდ რამოდენიმე ადგილი.
➡️პროექტი დაფინანსებულია ევროპის საბჭოს ახალგაზრდული ფორნდის მიერ.
#საონს
დეტალურ ინფორმაციას გთხოვთ გაეცანით აქ:

ზოგადი ინფორმაცია განხორციელების თარიღი: 25 სექტემბერი - 3 ოქტომბერი 2019 დაბა სურამი ტრენინგ-კურსი განკუთვნილია ახა...

ტრენინგ-კურსი "თანატოლგანმანათლებელთა გაძლიერება კომპასიტოს გამოყენებით" (საქართველო, სურამი)     Training course "power...
14/05/2017

ტრენინგ-კურსი "თანატოლგანმანათლებელთა გაძლიერება კომპასიტოს გამოყენებით" (საქართველო, სურამი)

Training course "power of peer education with Compasito" (Georgia, Surami)
supported by the European Youth Foundation of the Council of Europe
https://www.youtube.com/watch?v=eemPgbJ3dm8

მცირე კოლაჟი  დაუვიწყარი ხუთი დღიდან
13/05/2017

მცირე კოლაჟი დაუვიწყარი ხუთი დღიდან

ტრენინგ-კურსი "თანატოლგანმანათლებელთა გაძლიერება კომპასიტოს გამოყენებით" (საქართველო, სურამი) Training course "power of peer education with Compasito" (Georg...

Here we go ❣❣❣ტრენინგ-კურსი "თანატოლგანმანათლებელთა გაძლიერება კომპასიტოს გამოყენებით"  (საქართველო, სურამი)Training cou...
12/05/2017

Here we go ❣❣❣

ტრენინგ-კურსი "თანატოლგანმანათლებელთა გაძლიერება კომპასიტოს გამოყენებით" (საქართველო, სურამი)

Training course "power of peer education with Compasito" (Georgia, Surami) has been successfully finished !

✨💙✨❤️✨💙✨❤️

supported by the European Youth Foundation of the Council of Europe

Our participants are practicing activities from Compasito during the day.
11/05/2017

Our participants are practicing activities from Compasito during the day.

Address

Tbilisi
0105

Telephone

+995322990073

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების ალიანსი (GSSUA) posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share