26/12/2025
🇬🇪 საქართველოს სპორტის სამინისტროს ორგანიზებით 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
🏆 ღონისძიებაზე გამარჯვებულები რვა ნომინაციაში გამოვლინდნენ, კერძოდ: წლის საუკეთესო სპორტსმენი არაოლიმპიურ სახეობებში ათლეტიზმის წარმომადგენელი თემურ სამხარაძე გახდა; წლის საუკეთესო გუნდის ჯილდო სათამაშო სპორტულ სახეობებში კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მიიღო; წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ვახტანგ ლოლუა დასახელდა; წლის საუკეთესო პარასპორტსმენი ქალის ჯილდო ანა ჯაფარიძემ მიიღო; საუკეთესო პარასპორტსმენ მამაკაცად კი გიორგი ქალდანი დასახელდა; წლის საუკეთესო ნაკრები გუნდი ძიუდოს ეროვნული ნაკრები გახდა; წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალის ჯილდო ეთერ ლიპარტელიანს გადაეცა; ხოლო წლის საუკეთესო მამაკაცის კი - სპორტსმენ სანდრო ბაზაძეს.
🇬🇪 2025 წელს ქართველმა სპორტსმენებმა სარეკორდო - 1935 მედალი მოიპოვეს, აქედან 752 ოქროს, 610 ვერცხლის და 573 ბრინჯაოს მედალია; ასევე წელს ისტორიაში პირველად დააფიქსირეს 42 შედეგი, რაც ასევე სარეკორდო მაჩვენებელია.