12/06/2025
მოგესალმებით,
მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენი კლუბი V.C.G მონაწილეობს თბილისის ასაკობრივ ჩემპიონატში, 2009-2010 წლებში დაბადებულ გოგონათა შორის.
ტურნირში მონაწილეობდა თბილისის 22 გუნდი. სიამაყით გაცნობებთ, რომ ჩვენს გოგონებს შესანიშნავი შედეგი აჩვენეს – ისინი 6-გუნდიან ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებით გავიდნენ ჯგუფური ეტაპიდან. მათ შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა „ტაიფუნის“ გუნდმა.
სამწუხაროდ, ჯგუფური ეტაპის განმავლობაში ჩვენს გუნდს რამდენიმე მოთამაშის ტრავმა შეექმნა — ტრავმირებულია ოთხი სპორტსმენი, მათ შორის სამი ძირითადი მოთამაშე.
განსაკუთრებით აღსანიშნავია გუნდის კაპიტანი — თეკლა ფშეშინი, რომელმაც თამაშისას მუხლის სერიოზული ტრავმა მიიღო და ვეღარ შეძლო თამაშის გაგრძელება. მის ნაცვლად მოედანზე შევიდა ნინია გოდერძიშვილი, რომელმაც საკუთარი თავდადებითა და ბრძოლით გუნდის მობილიზება შეძლო და ბოლო, გადამწყვეტი გამარჯვებაც მოაპოვებინა გუნდს.
ვულოცავთ ჩვენს მოთამაშეებს, მწვრთნელებსა და გულშემატკივრებს ამ წარმატებას! წინ — ფინალური ეტაპისკენ!