30/12/2025
მოგელსამებით! გილოცავთ დამდეგ 2026 წელს და გიზიარებთ გასული სეზონის შეჯამებას. 🎉🥳
2025 წელი ჩვენი აკადემიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სეზონი გამოვიდა.
აკადემიის დაარსებიდან მე-7 წელს პირველად მივიღეთ მონაწილეობა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში „რეგიონალურ ლიგაში“, სადაც გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად უქიმერიონის აღზრდილებს მრავალჯერ მიეცათ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება.
გარდა ამისა, მთელი წლის განმავლობაში მონაწილეობა მივიღეთ არაერთ საერთაშორისო ტურნირზე, რომელიც წლის დასაწყისში ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დავსახეთ სამწვრთნელო სტაფთან ერთად. რადგან, გჯვერა, ბავშვების პიროვნული და საფეხბურთო განვითარებისთვის საერთაშორისო ასპარეზის დიდი მნიშვნელობისა.
2025 წელს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან კიდევ ერთხელ მივიღეთ ლიცენზია და მხარდაჭერა ჩვენი საქმიანობის მიმართ, რისთვისაც მადლობას ვუხდით მთელი აკადემიის სახელით.
მთელი წლის განმავლობაში აქტიურად ვითანამშრომლეთ ჩვენს პარტნიორ სპორტულ მაღაზია GL Sport, მათაც დიდი მადლობა მეგობრობისთვის.
დიდი მადლობა ჩვენი დიდი გუნდის გენერალურ სპონსორს VP-LuteciaFoundation-ს, რომელმაც მთელი სეზონის განმავლობაში დაგვიჭირა მხარი და ეს თანამშრომლობა გაგრძელდება 2026 წელსაც.
უდიდესი საქმე გაწია მთელი სეზონის განმავლობაში ჩვენმა სამწვრთნელო სტაფმა, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მათ გაწეული შრომისთვის, სიყვარულისთვის და ერთგულებისთვის.
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც 2025 წელს გავაკეთეთ, იგივეა რაც წინა წლებში, ეს არ იცვლება და არც არასდროს შეიცვლება... გავახარეთ ბევრი ბავშვი ვეცადეთ ჩვენი წვლილი შეგვეტანა თითოეული ჩვენი აღსაზრდელის გაბედნიერებაში, აღზრდასა და განვითარებაში. უქიმერიონი დგას სიყვარულზე, ურთიერთ-პატივისცემაზე, ეროვნულ ქართულ ღირებულებებზე, ემსახურება ქართულ ფეხბურთსა და საქართველოს.
ჩვენს ყველა აღსაზრდელს დიდი მადლობა მთელი სეზონისთვის და ყოველი წამისთვის, დიდი მადლობა ჩვენი ფეხბურთელების მშობლებს ნდობისთვის, გულშემატკივრობისთვის და ერთიანობისთვის!
და დიდი მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის, რომ მომცა საშუალება ვაკეთო ჩემი საქმე ღირსეულად. უქიმერიონს გაუმარჯოს! საქართველოს გაუმარჯოს! ქართულ ფეხბურთს გაუმარჯოს!
გილოცავთ ყველას კიდევ ერთხელ დამდეგ 2026 წელს! ჩვენს ქვეყანას ვუსურვებ მეტ სიყვარულს, მუდამ თავისუფლებას, ერთიანობას, როგორც ტერიტორიულად ისე ქართველთა შორის! ჯანმთელობა და ღვთის მადლი არ მოგკლებოდეთ.
შევხვდებით 2026 წელს... პატივისცემით და სიყვარულით სოსო ხაჩიძე 🙌❤️