20/12/2025
პრაქტიკული იგავი -
შენს ხედვას,დამოკიდებულებას და ფიქრებს დიდი მნიშვნელობა აქვს .
სამი ხელოსანი ტაძარს აშენებდა.
გზად გამლელმა ჰკითხა :
— „რას აკეთებთო?’’
პირველმა უპასუხა:
— რთული სამუშაო მაქვს , თვეში- ცოტას მიხდიან, მაგრამ უნდა ვიმუშავო.“
მეორემ მიუგო:
— „ვაშენებ კედელს. მინდა დროზე დავამთავრო, რომ ოჯახი შევინახო.“
მესამემ თავი ასწია, თვალები აუციმციმდა და მშვიდად თქვა:
— „მე ტაძარს ვაშენებ. ჩემს სამუშაოს, ჩემს სიცოცხლეს მნიშვნელობა აქვს, მე ხომ ტაძარს ვაშენებ"
სამივეს ცხოვრება რთული იყო.
ისინი ერთსა და იმავე საქმეს აკეთებდა, მაგრამ სამივეს ხედვა საქმისადმი განსხვავებული იყო.
ბოლოს მოგზაურმა თქვა:
ადამიანის ცხოვრება ისე მიედინება , როგორი დამოკიდებულება და ხედვაც აქვს მის მიმართ .“
და სწორედ ამიტომ ზოგს ცხოვრება ახრჩობს, ზოგის ცხოვრება ჩვეულებრივად მიედინება,
ხოლო — ზოგი ცხოვრებას ემორჩილება,
რადგან
იგივე ქვას სხვა თვალით უყურებს.
როცა შენი ყოველდღიურობა აზრს იპოვის, როცა შენი აღქმა გახდება დადებითი — შენი ცხოვრების არსიც იცვლება.
საკმარისია შეხედვის კუთხე შეცვალო.