06/06/2026
ᲕᲘᲚᲘᲐᲠᲔᲐᲚᲘᲡ ᲡᲐᲤᲔᲮᲑᲣᲠᲗᲝ ᲙᲔᲛᲞᲘ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ! 🇬🇪
ვილიარეალთან ექსკლუზიური პარტნიორობის ფარგლებში, Sports Orient სიამაყით წარმოგიდგენთ უახლეს პროექტს - საფეხბურთო კემპს 6-დან 14 წლამდე მოზარდებისთვის! 👦
6-დან 10 ივლისის ჩათვლით, ამ გამორჩეულ მოვლენას ბათუმი უმასპინძლებს. ჩვენი მომავალი ვარსკვლავები ვილიარეალის მწვრთნელებთან ერთად, კლუბის ოფიციალური, მსოფლიო დონის მეთოდოლოგიით ივარჯიშებენ. 🟡
სავარჯიშო პროცესი სრულად უმაღლესი ხარისხის, ბუნებრივსაფარიან ჰიბრიდულ მოედანზე წარიმართება. გარდა ამისა, მონაწილეები ვილიარეალის ოფიციალურ ეკიპირებასა და სერტიფიკატებს მიიღებენ.
მოხარულები ვართ, რომ კემპში მონაწილეობას შემდეგი აკადემიების მიერ შერჩეული ფეხბურთელები მიიღებენ - დინამო თბილისი, დინამო ბათუმი, წყალტუბოს სამგურალი და ფოთის კოლხეთი!
🙌 უდიდესი მადლობა ჩვენს პარტნიორებს - Croco-ში. ბათუმში დაგეგმილი საფეხბურთო კემპი პირველი ღონისძიებაა, რომელიც კროკოს, ვილიარეალის და გიორგი მიქაუტაძის პარტნიორობის ფარგლებში დაიგეგმა. კროკოს მხარდაჭერით, მოზარდი ფეხბურთელები კემპში სრულიად უფასოდ იასპარეზებენ!
მოხარულები ვართ, რომ ამ ღონისძიების პარტნიორებს შორის მინერალური წყალი ბაკურიანიცაა, რომელიც ასევე გიორგი მიქაუტაძესთან თანამშრომლობს.
შევხვდებით ბათუმში, საფეხბურთო მოედანზე! 🌊🏟️