27/05/2025
30 მაისიდან ტანგო აკადემია უმასპინძლებს ტანგოს საერთაშორისო ფესტივალს - "Georgian Tango Encuentro 2025", რომელიც Ambasciata d'Italia a Tbilisi/იტალიის საელჩო საქართველოში - ის ხელშეწყობით გაიმართება. აღნიშნული ღონისძიება უკვე მესამედ იმართება თბილისში და თავს უყრის ასობით სტუმარს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.
ფესტივალის ფარგლებში ვიწვევთ პროფესიონალ მოცეკვავეებს, დიჯეებს, ორკესტრს, რომლებიც ტანგოს საღამოებზე შეასრულებენ პეფორმანსებს. ღონისძიების ფარგლებში იტალიიდან მოწვეული მსოფლიო დონის მაესტროები ჯიანპიერო გალდი და ლორენა ტარანტინო ჩაატარებენ მასტერკლასებს, რომელიც ღონისძიებას, არა მხოლოდ სანახაობრივს, არამედ ინფორმაციულსაც გახდის.
ტანგოს საერთაშორისო ფესტივალი, არა მხოლოდ ცეკვისა და მუსიკის დღესასწაულია, არამედ კულტურული გაცვლისა და საზოგადოების მშენებლობის პლატფორმაც.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ Ambasciata d'Italia a Tbilisi/იტალიის საელჩო საქართველოში, ამ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაში ფასდაუდებელი წვლილის შეტანისათვის!
From May 30, Tango Academy will host the International Tango Festival — Georgian Tango Encuentro 3rd Edition, held with the support of the Ambasciata d'Italia a Tbilisi/იტალიის საელჩო საქართველოში.
This vibrant celebration returns to Tbilisi for the third time, welcoming tango lovers from all over the world.
The festival will feature world-class dancers, DJs, and a live orchestra, delivering unforgettable performances each evening. From Italy, acclaimed maestros Gianpiero Galdi and Lorena Tarantino will lead masterclasses — making the festival not only a spectacular gathering but also an enriching learning experience.
The International Tango Festival is more than a celebration of dance and music — it’s a platform for cultural exchange and community building.
Once again, we extend our heartfelt thanks to the Ambasciata d'Italia a Tbilisi/იტალიის საელჩო საქართველოში for their invaluable support! 🇮🇹