20/12/2023
ივანიშვილმა და აფრასიძემ "ევროპა გაანათეს"
ცნობილმა სარაგბო ვებგვერდმა Planetrugby-მ, ჩემპიონთა თასისა და ჩელენჯ თასის მეორე ტურის გამორჩეული მოთამაშეები შეარჩია.
"ეს იყო გამორჩეული უიქენდი განვითარებადი ერებისთვის, განსაკუთრებით, "შავი ლომისთვის", რომელმაც მორიგი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, ამჯერად ჩელენჯ თასის სადებიუტო სეზონში“ – წერს გამოცემა, რომლის საუკეთესო ხუთეულში ლუკა ივანიშვილთან და გელა აფრასიძესთან სამი კუნძულელი მოხვდა.
ლუკა ივანიშვილი "სქარლეთსთან":
"როგორც ჩანს, ქართველებისთვის ტრადიციად იქცა უელსელებისთვის გულის დაწყვეტა. 2022 წელს "ბორჯღალოსნებმა" უელსი დაამარცხეს, ამ უქმეებზე კი "შავმა ლომმა" ჩელენჯ თასზე უელსური მეტოქე გაანადგურა.
მაღალი სტანდარტი და მომაკვდინებელი დაცვის ხაზი გაუვალი
აღმოჩნდა "სქარლეთსისთვის" და მას შემდეგ, რაც მოედანზე მტვერი დაჯდა, გამარჯვება ქართულ გუნდს დარჩა. ლუკა მატკავა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, თუმცა ჩვენი აზრით, შექებას "შავი ლომის" 8 ნომერი ლუკა ივანიშვილი არანაკლებად იმსახურებს.
საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა მოთამაშემ ჰლანეჰლიში შესანიშნავი პერფორმანსი შემოგვთავაზა, შეასრულა 15 ბოჭვა, ბურთით ხელში 8-ჯერ შეუტია და ორჯერ გაახერხა თერნოვერი, რითაც "სქარლეთსი" საკუთარ ნახევარზე დააბრუნა. ფიზიკურად ძლიერი ფორვარდი შეუდარებელი იყო და არცთუ კარგი სტარტის შემდეგ თანაგუნდელებს ხასიათი გამოუკეთა. მისი აგრესია და სიკაშკაშე ერთ-ერთი ფაქტორი იყო, რამაც "შავ ლომს" მეორე ტაიმში კომფორტული უპირატესობა მოუტანა".