საქართველოს ოლიმპიური მუზეუმი/Olympic Museum of Georgia

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქართველოს ოლიმპიური მუზეუმი/Olympic Museum of Georgia

საქართველოს ოლიმპიური მუზეუმი/Olympic Museum of Georgia Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from საქართველოს ოლიმპიური მუზეუმი/Olympic Museum of Georgia, Sports, მაჩაბლის ქ. N11, Tbilisi.

06/01/2026
🔸️19 ნოემბერს, ოლიმპიურ მუზეუმში სტუმრად იმყოფებოდნენ თბილისის 30-ე საჯარო სკოლის მე-6  კლასის მოსწავლეები და მათი პედაგ...
25/11/2025

🔸️19 ნოემბერს, ოლიმპიურ მუზეუმში სტუმრად იმყოფებოდნენ თბილისის 30-ე საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები და მათი პედაგოგები.

🔸️მოსწავლეებმა დაათვალიერეს ოლიმპიური მუზეუმი, გაეცნენ ქართველი სპორტსმენების წარმატებებს.

🔸️მუზეუმში წარმოდგენილი მასალები ძველი და ახალი წყაროების ერთგვარი ნაზავია და დამთვალიერებლებს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით მოუთხრობს ოლიმპიზმის წარსულსა და დღევანდელობაზე, ქართული სპორტის ოლიმპიურ ისტორიაზე.

🔸️შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა დიდ ეკრანზე იხილეს ვიდეო რგოლი პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი სპორტსმენების ასპარეზობის შესახებ.

შეხვედრა ოლიმპიურ ჩემპიონთან11 ნოემბერს, ოლიმპიურ მუზეუმში  სპორტის პედაგოგთან ერთად სტუმრად იმყოფებოდნენ ლამარა მარგველ...
13/11/2025

შეხვედრა ოლიმპიურ ჩემპიონთან

11 ნოემბერს, ოლიმპიურ მუზეუმში სპორტის პედაგოგთან ერთად სტუმრად იმყოფებოდნენ ლამარა მარგველაშვილის სახელობის სკოლის - ,,XXI საუკუნის“ მე- 9 კლასის მოსწავლეები.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს ოლიმპიურ მუზეუმში წარმოდგენილი ექსპონატები, ფოტოები და ინფორმაციული მასალა, მოისმინეს ინფორმაცია ოლიმპიზმის ისტორიისა და ქართული სპორტის წარმატებების შესახებ.

სტუმრებს მუზეუმში უმასპინძლა ფეხბურთში ოლიმპიურმა ჩემპიონმა გელა კეტაშვილმა. ლეგენდარულმა ფეხბურთელმა მოსწავლეებს მოუთხრო მის მიერ განვლილ სპორტულ გზაზე, სპორტის როლსა და მნიშვნელობაზე. შეხვედრა გაიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.

სტუმრებმა დიდ ეკრანზე იხილეს ფილმი - ,,ერთი ჩემპიონის ისტორია“ ოლიმპიური ჩემპიონის გელა კეტაშვილის შესახებ.

3 ოქტომბერს, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, მე-20 საუკუნის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენის, ლეგენდარული მძლეოსნის ვიქტორ...
07/10/2025

3 ოქტომბერს, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, მე-20 საუკუნის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენის, ლეგენდარული მძლეოსნის ვიქტორ სანეევის დაბადების 80 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით, ვიქტორ სანეევის ყოფილი საცხოვრებელი სახლის ფასადზე (ვაკე, ფალიაშვილის №66, I სადარბაზო) გაიხსნა მემორიალური დაფა, შემდეგ კი ოლიმპიურ მუზეუმში გაიმართა ვიქტორ სანეევის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო.

207-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ოლიმპიურ მუზეუმშიოლიმპიურ მუზეუმში სტუმრად იმყოფებოდნენ თბილისის  207-ე საჯარო სკოლის მო...
04/06/2025

207-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ოლიმპიურ მუზეუმში

ოლიმპიურ მუზეუმში სტუმრად იმყოფებოდნენ თბილისის 207-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მათი კლასის დამრიგებელი და სპორტის პედაგოგი.

სტუმრებმა დაათვალიერეს ოლიმპიური მუზეუმი, გაეცნენ ქართული სპორტის ოლიმპიურ ისტორიას.

მოსწავლეებს მუზეუმში უმასპინძლა ორგზის მსოფლიოს ჩემპიონმა, ევროპის და ევროპული თამაშების მრავალგზის პრიზიორმა, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულმა, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილემ გოგიტა არქანიამ.

სახელოვანი კარატისტი მოსწავლეებს ესაუბრა მის მიერ განვლილ სპორტულ გზაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე.

შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებმა დიდ ეკრანზე იხილეს ვიდეო რგოლი - მესამე ევროპულ თამაშებზე ქართველ სპორტსმენთა ასპარეზობის შესახებ.

შეხვედრა ოლიმპიურ ჩემპიონთანოლიმპიურ მუზეუმში სტუმრად იმყოფებოდნენ თბილისის 191 -ე საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები...
04/06/2025

შეხვედრა ოლიმპიურ ჩემპიონთან

ოლიმპიურ მუზეუმში სტუმრად იმყოფებოდნენ თბილისის 191 -ე საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები და მათი დამრიგებელი.

მოსწავლეებს მუზეუმში უმასპინძლა ოლიმპიურმა ჩემპიონმა დავით გობეჯიშვილმა.

ლეგენდარულმა მოჭიდავემ მოსწავლეებს მოუთხრო მის მიერ განვლილ სპორტულ გზაზე, სპორტის როლსა და მნიშვნელობაზე.

შეხვედრა გაიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.

სტუმრებმა დიდ ეკრანზე იხილეს ფილმი - ,,ერთი ჩემპიონის ისტორია“ ოლიმპიური ჩემპიონის დავით გობეჯიშვილის შესახებ.

უზბეკეთის ოლიმპიური და პარალიმპიური მუზეუმის წარმომადგენლები ოლიმპიურ მუზეუმშისაქართველოს ოლიმპიური მუზეუმს ესტუმრენ  უზ...
03/06/2025

უზბეკეთის ოლიმპიური და პარალიმპიური მუზეუმის წარმომადგენლები ოლიმპიურ მუზეუმში

საქართველოს ოლიმპიური მუზეუმს ესტუმრენ უზბეკეთის ოლიმპიური და პარალიმპიური მუზეუმის თანამშრომლები მუზეუმის დირექტორის, გულნოზ ახმადალიევას ხელმძღვანელობით.

უზბეკ სტუმრებს უმასპინძლეს სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა, გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა რუსუდან აფციაურმა.

სტუმრებმა დაათვალიერეს ოლიმპიური მუზეუმი, გაეცნენ ქართული სპორტის ოლიმპიურ ისტორიას, ჩვენი სპორტსმენების მიღწევებს საერთაშორისო სარბიელზე. სტუმრები დაინტერესდნენ ჩვენი მუზეუმის საქმიანობით, სამომავლო გეგმებით, იმ პროექტებით, რომლებიც ემსახურება ოლიმპიური ფასეულობების პოპულარიზაციას. სტუმარ-მასპინძლები შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას, ითანამშრომლებენ სხვადასხვა მიმართულებით.

41-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ოლიმპიურ მუზეუმშიდღეს ოლიმპიურ მუზეუმში სტუმრად იმყოფებოდნენ თბილისის 41-ე საჯარო სკოლის ...
22/05/2025

41-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ოლიმპიურ მუზეუმში

დღეს ოლიმპიურ მუზეუმში სტუმრად იმყოფებოდნენ თბილისის 41-ე საჯარო სკოლის მე-6 (2) კლასის მოსწავლეები და მათი კლასის დამრიგებელი.

სტუმრებს ოლიმპიურ მუზეუმში უმასპინძლეს სეოკ-ის პრეზიდენტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლერი ხაბელოვმა, პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა დავით გობეჯიშვილმა.

ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონები მოსწავლეებს ესაუბრნენ სპორტის როლსა და მნიშვნელობაზე და წარმატებები უსურვეს მათ.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს ოლიმპიური მუზეუმი, გაეცნენ ქართველი სპორტსმენების წარმატებებს. მუზეუმში წარმოდგენილი მასალები ძველი და ახალი წყაროების ერთგვარი ნაზავია და დამთვალიერებლებს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით მოუთხრობს ოლიმპიზმის წარსულსა და დღევანდელობაზე, ქართული სპორტის ოლიმპიურ ისტორიაზე.

შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა დიდ ეკრანზე იხილეს ვიდეო რგოლი პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი სპორტსმენების ასპარეზობის შესახებ.

ევროპის ველოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი ენრიკო დელა კაზა სტუმრად ოლიმპიურ მუზეუმში
22/05/2025

ევროპის ველოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი ენრიკო დელა კაზა სტუმრად ოლიმპიურ მუზეუმში

🔸️ოლიმპიურ მუზეუმში სტუმრად იმყოფებოდნენ თბილისის 23-ე საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები და მათი პედაგოგი.🔸️მოსწავლე...
20/05/2025

🔸️ოლიმპიურ მუზეუმში სტუმრად იმყოფებოდნენ თბილისის 23-ე საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები და მათი პედაგოგი.

🔸️მოსწავლეებმა დაათვალიერეს ოლიმპიური მუზეუმი, გაეცნენ ქართული სპორტის ოლიმპიურ ისტორიას. დიდ ეკრანზე იხილეს ვიდეო რგოლი ტოკიოს და პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი სპორტსმენების ასპარეზობის შესახებ.

🔸️ოლიმპიურ მუზეუმში სტუმრად იმყოფებოდნენ თბილისის 11-ე საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები და მათი პედაგოგი.🔸️მოსწავლე...
06/05/2025

🔸️ოლიმპიურ მუზეუმში სტუმრად იმყოფებოდნენ თბილისის 11-ე საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები და მათი პედაგოგი.

🔸️მოსწავლეებმა დაათვალიერეს ოლიმპიური მუზეუმი, გაეცნენ ქართული სპორტის ოლიმპიურ ისტორიას. დიდ ეკრანზე იხილეს ვიდეო რგოლი პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი სპორტსმენების ასპარეზობის შესახებ.

Address

მაჩაბლის ქ. N11
Tbilisi
0105

Opening Hours

Monday 11:00 - 18:00
Tuesday 11:00 - 18:00
Wednesday 11:00 - 18:00
Thursday 11:00 - 18:00
Friday 11:00 - 18:00

Telephone

+995322510057

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს ოლიმპიური მუზეუმი/Olympic Museum of Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to საქართველოს ოლიმპიური მუზეუმი/Olympic Museum of Georgia:

Shortcuts

Share

Category