05/08/2026
ცალფეხა მოკრივეზე თუ გსმენიათ?
კი არსებობდა ასეთი, სახელად კრეგ ბოძიანოვსკი (ან ბოჯანოვსკი)
მას პროფესიონალურ რინგზე წაუგებელი სერია ჰქონდა ქრუიზერ წონაში -90. 13 - 0 -ზე მოგება, ცამეტივე ნოკაუტით.
1984 წელს კი მისი ცხოვრება ერთმა ავტო საგზაო შემთხვევამ შეცვალა (ან უფრო ვერ შეცვალა).
მოტოცილკით მიმავალ კრეგს მანქანა დაეჯახა. საჭირო გახდა მარჯვენა ფეხზე მუხლის ქვედა ნაწილის ამპუტირება. წესით კრივს უნდა დამშვიდობებოდა, მაგრამ მან არც ექიმებს დაუჯერა და ისევ ძველ საქმიანობას დაუბრუნდა. რინგზე ჩხუბის ლიცენზიაც მოიპოვა და 18 თვის თავზე პირველი მეტოქე ნოკაუტში გაუშვა კიდეც.
1986 წელს კრეიგი ცალი ფეხით შტატ ილიონისის მძიმე წონის ჩემპიონი ხდება.
1990 წელს კი ის მსოფლიო ჩემპიონის ქამრისთვის რობერტ დენიელსს შეერკინა, მაგრამ ქულებით წააგო.
ის ერთადერთია კრივის ისტორიაში ვინც მოკვეთილი ფეხით იბრძოლა ჩემპიონობისთვის.
კრეიგმა კარიერის 35 ბრძოლიდან 4 წააგო სხვადასხვა მეტოქესთან. ოთხივე მათგანი მომავალში ჩემპიონი გახდა.
რინგზე ის არასდროს არავის გაუჩერებია.
როცა მას ჰკითხეს, რატომ არ უჩივლე იმ მანქანის მძღოლს, რომელმაც გაგიტანაო, კრეიგმა უპასუხა - ფეხი არ მაქვს და სასამართლოში როგორ წავიდე? :D