26/03/2026
♟️🥊ჭადრაკ-კრივი • Chess-boxing
ჭადრაკ-კრივი არის ორი უძველესი სპორტის სახეობის ჭადრაკისა და კრივის გაერთიანებით შექმნილი საბრძოლო-ინტელექტუალური ორჭიდი.
ჭადრაკ-კრივის ხატოვანი განმარტებაა:
„ბრძოლები მიმდინარეობს რინგზე, ომები კი საჭადრაკო დაფაზე“.⚔️
ამ განმარტებაში ნაგულისხმებია, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს მებრძოლის წვრთნის დროს მის ინტელექტუალურ განვითარებას, წიგნიერებას, სტრატეგიულ აზროვნების გამომუშავებას.📖
ჭადრაკ-კრივის ფილოსოფიით, ნამდვილი მებრძოლის აღზრდა მხოლოდ საბრძოლო ხელოვნების სრულყოფილი შესწავლისა და ინტელექტუალური განვითარებით არის შესაძლებელი, რისი საუკეთესო საშუალებაც არის კრივი და ჭადრაკი. 🥊♟️
ჭადრაკ-კრივის მიზანია, მის მიმდევრებში ერთნაირად განავითაროს, როგორც საბრძოლო მზადყოფნა, ისე ინტელექტუალურ-ტაქტიკური უნარ-ჩვევები.
ჭადრაკ-კრივმა საბრძოლო ხელოვნების უამრავ წარმომადგენელს შეაყვარა ჭადრაკის დაფა და ასევე უამრავ მოჭადრაკეს ჩააცვა საბრძოლო ხელთათმანები.⛓️
ჭადრაკ-კრივში ვერ გაიმარჯვებს კარგი მოკრივე, თუ ის მაღალ დონეზე არ ფლობს ჭადრაკის ხელოვნებას და ასევე ვერ გაიმარჯვებს მოჭადრაკე, რომელსაც არ შეუძლია თუნდაც ერთი რაუნდის განმავლობაში გაუძლოს მოკრივის შეტევას.
🇬🇪
ქართველი მებრძოლები ჭადრაკ-კრივის ჩემპიონატებზე ⚔️
მიუხედვად იმისა, რომ ჭადრაკ-კრივის იდეა პირველად მეოცე საუკუნის სამოცდაათიან წლებში გაჩნდა პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ამ სახეობაში 2003 წელს გაიმართა.📆
ქართველი მებრძოლები ჭადრაკ-კრივის ტურნირებში 2024 წლიდან ჩაერთნენ.
ჭადრაკ-კრივის ტურნირებზე პირველი მერცხალი და გზის გამკვალავი საქართველოდან ხრიდოლის ფედერაცია აღმოჩნდა.
ამ სახეობაში ხრიდოლის მებრძოლების ჩართვა შემთხვევითი არ არის.
ხრიდოლის ფედერაცია, ხელჩართული ბრძოლის ქართული სისტემის აღდგენის დღიდან ცდილობს, რომ ხრიდოლის მებრძოლები თანაბრად განვითარდნენ როგორც ფიზიკურად, ისე ინტელექტუალურად, რაშიც დიდ როლს თამაშობს ჭადრაკი, რადგან საქართველოში მებრძოლთა წვრთნისას უძველესი დროიდან იყენებდნენ ჭადრაკს. ამის შესახებ ცნობას სულხან-საბა ორბელიანიც გვაწვდის. 📜
სულხან-საბა ქართული მხედრული წვრთნის პროგრამის ოთხ უმთავრეს მიმართულებიდან ერთ-ერთ სახეობად ჭადრაკსაც ასახელებს.
სწორედ ამ ტრადიციას დაეფუძნა ხრიდოლის მებრძოლთა წარმატებული გამოსვლა ჭადრაკ-კრივის მსოფლიო ჩემპიონატზე.
ხრიდოლის საბრძოლო სისტემაში შემავალი ერთ-ერთი სახეობა, მუშტი-კრივი თითქმის ერთი ერთში იმეორებს კლასიკური კრივის ბრძოლის წესს, ჭადრაკი კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ ხრიდოლის მებრძოლთა წვრთნის აუცილებელი დისციპლინაა.
საქართველოსთვის ჭადრაკ-კრივის პირველ მსოფლიო ჩემპიონატს 2024 წელს ერევანმა უმასპინძლა, სადაც საქართველოს ნაკრები სამი მებრძოლით წარსდგა.
ესენი იყვნენ: რევაზ მჭედლიშვილი, დავით ბერიშვილი და ალექსანდრე ბერიშვილი.
ქართველმა მებრძოლებმა ჭადრაკ-კრივის ორ სახეობაში მიიღეს მონაწილეობა.
რევაზ მჭედლიშვილმა იასპარეზა საბრძოლო მიმართულების ორ წონით კატეგორიაში, როგორც საკუთარ წონაში ისე ასაკობრივი ჯგუფის აბსოლიტურ წონით კატეგორიაში.
ეს სახეობა რაუნდების მონაცვლეობით რინგზე ბრძოლასა ბლიც ჭადრაკში შეჯიბრს ითვალისწინებს. 🥊♟️
ხოლო ალექსანდრე და დავით ბერიშვილებმა იასპარეზეს „ფიტი ჩესბოსქსის“ მიმართულებაზე, რომელიც სწრაფ ჭადრაკთან ერთად საბრძოლო-სავარჯიშო ტომარაზე კრივის ტექნიკის ჩვენებას და სისწრაფის დემონსტრირებას გულისხმობს.
რევაზ მჭედლიშვილმა 15 წლამდე მებრძოლებს შორის ორივე წონით კატეგორიაში მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის წოდება.🥇
ასევე მსოფლიო ჩემპიონი გახდა „ფიტი ჩესბოქსში“ ალექსანდრე ბერიშვილი, დავით ბერიშვილმა კი ბრინჯაოს პრიზიორის წოდება მოიპოვა.🥇🥉
ჭადრაკ-კრივის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატს სერბეთის ქალაქმა ლოზნიცამ უმასპინძლა 2025 წელს.🎖️
ლოზნიცას მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ხრიდოლის ნაკრები კიდევ უფრო წარმატებულად გამოვიდა. ქართველებმა ოთხი ოქროს, ერთი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
უფროსი ასაკის მებრძოლთა შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა თომა ჭინჭარაული, ჭაბუკებს შორის ჩემპიონის წოდება მოიპოვეს რევაზ მჭედლიშვილმა და ნიკოლოზ მესხიამ.🥇🥇🥇
ვერცხლის მედალი მოიპოვა ნიკოლოზ თურმანიძემ, ბრინჯაოს მედალი კი ბექა ქიტიაშვილმა.🥈🥉
ფიტის მიმართულებაზე ჩემპიონი გახდა ალექსანდრე ბერიშვილი, მესამე ადგილები დაიკავეს დავით ბერიშვილმა და ალექსანდრე დიდიძემ. 🥇🥉🥉