სტუდია-ანსამბლი "ივერიანი" დაარსდა 2006 წელს,ლევან სუთიაშვილის ხელმძღვანელობით.
2009 წელს უწმინდესის და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა კურთხევით დაარსდა რესპუბლიკური ფესტივალი " ერთსულოვნება" ,სადაც ანსამბლმა პირველად მიიღო მონაწილეობა და შემდგომში, 2015 წელს გახდა ფესტივალ- კონკურსის გამარჯვებული, ამავე წელს ანსამბლი დალოცვილი იქნა პატრიარქის მიერ.
2016 წელს
ანსამბლმა გამართა 10 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოს სხადასხვა კუთხის 12 ფოლკლორული, ქორეოგრაფიული ნამუშევარი ორ განყოფილებად. ამჟამად ანსამბლის რეპერტუარში 16 ქორეოგრაფიული ნომერია.
დაარსების დღიდან დღემდე სტუდიაში მუშაობენ პროფესიონალი ქორეოგრაფები და მუსიკოს-აკომპანიატორები. სტუდიის ბაზაზე აღიზარდა 5000 მოსწავლეზე მეტი ბავშვი. ამჟამად სტუდია-ანსამბლ ივერიანში ქართულ ცეკვას ეზიარებ 400- მდე მოსწავლე, სადაც ისინი სწავლობენ ქართულ ქორეოგრაფიას მის წარმომავლობას და სცენის ესთეტიკას.
ანსამბლი "ივერიანი" აქტიურად იღებს მონაწილეობას ფესტივალებში, ფესტივალ-კონკურსებში და საიუბილეო საღამოებში, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ. ამ ხნის მანძილზე ანსამბლმა წარმატებით იმოგზაურა თურქეთში, აზერბაიჯანში, სასომხეთში, ბულგარეთში, საბერძნეთში, ისრაელში.
2015 წელს საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირმა მიენიჭა ბავშვთა სახალხო სანიმუშო ანსამბლის წოდება.
ქორეოგრაფიული ანსამბლის წარმატების საიდუმლო გახლავთ უნარი იმისა რომპროფესიულ დონეზე შეასრულონ ფოლკლორული ცეკვები. მაღალი საშემსრულებლო პლასტიკის ენითგადმოსცენ მაყურებლისთვის ქართული ეთნოგრაფიული კულტურა: სატრფიალო, საბრძოლო, საზეიმო განწყობა, რაციწვევს მაყურებლის აღტაცებას და დაუვიწყარ შთაბეჭდილებას.
ანსამბლის რეპერტუარში საქართველოს ყველა რეგიონის საცეკვაო ფოლკლორული ნიმუშებია.
ანსამბლი აღჭურვილია მაღალმხატვრული სასცენო კოსტუმებით და რეკვიზიტებით.
ანსამბლი გახლავთ მრავალი ფესტივლის გამარჯვებული:
2010 წელი- თენგიზ სუხიშვილის სახელობის ფესტივალ კონკურსი პირველი ადგილი.
2012 წელს ფესტივალ- კონკურს "შევკრათ კამარა"დაიმსახურა გრანპრი.
2012; 2014- წელს ფესტივალ- კონკურს "ოქროს ფარი" გახდა გრანპრის მფლობელი.
2015 წელი ფესტივალ- კონკურსი "ერთსულოვნება"- გრანპრი.
2016 წელს ბულგარეთი ქალაქი ნესებრი, მსოფლიო ფესტივალ- კონკურსზე დაიმსახურა პირველი ადგილი.
2017 წელს ორგანიზაცია " კოლხიდამ " ანსამბლი ივერიანი დაასახელა წლის ანსამბლად.
2018 წელი ისრაელი ქალაქი თელავივი, მსოფლიო ფესტივალ- კონკურსში გახდა გრანპრის მფლობელი.
2020 წელს ორგანიზაცია "bleck sea" მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსზე ანსამბლი გახდა გრანპრის მფლობელი.
2022 წელს ბულგარეთის ქალაქ ვარნაში საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსში ივერიანი გახდა გრანპრი " ტურალი" - ს მფლობელი..
ანსამბლის ხელმძღვანელები
დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი: ლევან სუთიაშვილი.
ქორეოგრაფ- რეპეტიტორი: დავით სუთიაშვილი.
მენეჯერი: მამუკა მელაძე.