ირაკლი კენჭოშვილის ფიტნესის სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ირაკლი კენჭოშვილის ფიტნესის სკოლა

ირაკლი კენჭოშვილის ფიტნესის სკოლა გვერდი ეძღვნება დამწყებ ფიტნეს ინსტ?

ომეგა-3 — ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ცხიმოვანი მჟავებიომეგა-3 წარმოადგენს ნახევრად არანაჯერ ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც ...
03/09/2026

ომეგა-3 — ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ცხიმოვანი მჟავები

ომეგა-3 წარმოადგენს ნახევრად არანაჯერ ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც ორგანიზმში პრაქტიკულად არ სინთეზირდება და აუცილებელია საკვებით ან დანამატების საშუალებით მიღება. მათი დეფიციტი დაკავშირებულია გულ-სისხლძარღვთა, ნერვული და ანთებითი პროცესების რისკის ზრდასთან.
ომეგა-3-ის ძირითადი აქტიური ფორმებია:
• EPA (ეიკოზაპენტაენოინის მჟავა)
• DHA (დოკოზაჰექსაენოინის მჟავა)
➤ ომეგა-3 და გულ-სისხლძარღვთა სისტემა
ომეგა-3:
• ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას, რაც ამცირებს თრომბის წარმოქმნის რისკს
• ხელს უწყობს არტერიული წნევის ზომიერ შემცირებას
• ამცირებს ტრიგლიცერიდების დონეს სისხლში
• აფერხებს ათეროსკლეროზული ბალთების პროგრესირებას
რეგულარული მიღება ამცირებს ინფარქტისა და ინსულტის რისკს, თუმცა იგი არ ცვლის სამედიცინო მკურნალობას.
➤ ომეგა-3 და ტვინის ჯანმრთელობა
ტვინის მასის დიდი ნაწილი ცხიმებისგან შედგება, ხოლო DHA არის ნერვული უჯრედების მემბრანის მნიშვნელოვანი სტრუქტურული კომპონენტი. იგი მონაწილეობს:
• სინაფსური გადაცემის გაუმჯობესებაში
• კოგნიტიური ფუნქციების მხარდაჭერაში
• განწყობის რეგულაციაში
ომეგა-3-ის დეფიციტი შეიძლება ასოცირდეს:
• კონცენტრაციის დაქვეითებასთან
• მეხსიერების პრობლემებთან
• დეპრესიული სიმპტომების გაზრდილ რისკთან
➤ თევზის ქონი და ომეგა-3 — რა განსხვავებაა?
თევზი შეიცავს ომეგა-3-ს, თუმცა მისი რაოდენობა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია:
• თევზის სახეობაზე
• გარემოზე
• კვების პირობებზე
ომეგა-3-ის კონცენტრირებული დანამატები მიიღება თევზის ქონისგან გასუფთავების გზით, სადაც ზუსტად კონტროლდება EPA და DHA-ის შემცველობა. საკვებით საკმარისი რაოდენობის მიღება ხშირად რთულია, რის გამოც გამოიყენება კაფსულის ფორმა.
➤ რატომ არის კაფსულა უკეთესი?
თევზის ქონი ჰაერთან და სინათლესთან კონტაქტისას იჟანგება. ამიტომ:
• კაფსულები იცავს ცხიმს დაჟანგვისგან
• ხშირად შეიცავს ვიტამინ E-ს ანტიოქსიდანტური დაცვისთვის
• უფრო სტაბილურია შენახვისას
შენახვა რეკომენდირებულია გრილ, ბნელ ადგილას.
➤ ომეგა-3 სპორტში
ომეგა-3:
• აუმჯობესებს აღდგენას ვარჯიშის შემდეგ
• ამცირებს ანთებით პროცესებს
• შეიძლება შეამციროს კუნთოვანი ქსოვილის დაშლა
• დადებითად მოქმედებს სახსრების მდგომარეობაზე
მისი პირდაპირი ანაბოლური ეფექტი მცირეა, თუმცა ხელს უწყობს საერთო ადაპტაციასა და აღდგენას.
🔹 სახსრები და ანთება
EPA-სა და DHA-სგან წარმოიქმნება ნივთიერებები რომლებიც:
• ამცირებენ ტკივილს
• ამცირებენ ანთებას
• აუმჯობესებენ სახსრის ფუნქციას
3–4 გრამი EPA+DHA დღეში შეიძლება ეფექტური იყოს ქრონიკული დატვირთვისას, თუმცა ასეთი დოზა რეკომენდირებულია სპეციალისტის კონტროლით.
🔹 მიღების დოზები
ზოგადი რეკომენდაციები:
• ჯანმრთელი ადამიანი: 500–1000 მგ EPA+DHA დღეში
• სპორტი / სახსრები: 1500–3000 მგ
• ზედა უსაფრთხო ზღვარი: დაახლოებით 4000 მგ დღეში
მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ ეტიკეტზე EPA+DHA-ის ჯამურ რაოდენობას, არა მხოლოდ კაფსულის საერთო წონას.
➤ ომეგა-3 საკვებ პროდუქტებში
🔹 ცხოველური წყაროები:
• ორაგული, სკუმბრია, სარდინა, ქაშაყი
• თინუსი, კალმახი
• ზღვის პროდუქტები
🔹 მცენარეული წყაროები (ALA):
• სელის თესლი და ზეთი
• კანოლის ზეთი
• კაკალი
• მუქი-მწვანე ფურცლოვანი ბოსტნეული
(მცენარეული ALA მხოლოდ ნაწილობრივ გარდაიქმნება EPA/DHA-დ)
✅ დასკვნა
ომეგა-3 არის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ცხიმოვანი მჟავები, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს გულ-სისხლძარღვთა, ტვინისა და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქციონირებაში. მათი რეგულარული და სწორად დოზირებული მიღება ხელს უწყობს როგორც ყოველდღიურ ჯანმრთელობას, ისე ფიზიკურ აქტივობას.
📛 ავტორი: ირაკლი კენჭოშვილი / Tidanigym.ge
🚫 ნებართვის გარეშე კოპირება აკრძალულია.
✅ წყაროს მითითებით გაზიარება მისაღებია

03/09/2026

როგორ ვივარჯიშოთ ძალის მომატებაზე. ძირითადი პრინციპები.

პირველი პრინციპი: ძალის ზრდა დამოკიდებულია მაქსიმალურად მძიმე წონის აწევაზე.
მეორე პრინციპი: სწორად შეარჩიეთ წონა და გამეორებების რაოდენობა.
მესამე პრინციპი: რამდენ ხანს უნდა შევისვენოთ გამეორებებს შორის.
მეოთხე პრინციპი: დიდი წონებით ვარჯიში სახიფათოა და არ დაგავიწყდეთ დაზღვევა.
👉 მეტი სიახლეებისთვის გამოიწერეთ ჩვენი ვიდეო არხი https://www.youtube.com/channel/UCRQHm2SaxGvje1QvW5rNm6g?view_as=subscriber
პ.ს. ვისაც გინდათ ინდივიდუალური სავარჯიშო და კვების პროგრამის შედგენა, მომწერეთ პირადში. შესაძლებელია ინდივიდუალური ვიდეო გაკვეთილების ჩატარება დისტანციურად.
#ფიტნესი #დიეტა #გახდომა #ვარჯიში #სწორიკვება #მასისმომატება #ცხიმისწვა #ძალა

2 დღიანი ზედა-ქვედა სპლიტიეფექტური პროგრამა კუნთის მასისა და ძალის გასაზრდელად2 დღიანი ზედა-ქვედა სპლიტი არის ერთ-ერთი ყ...
03/09/2026

2 დღიანი ზედა-ქვედა სპლიტი

ეფექტური პროგრამა კუნთის მასისა და ძალის გასაზრდელად
2 დღიანი ზედა-ქვედა სპლიტი არის ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული და მეცნიერულად გამართლებული ვარჯიშის სისტემა.
ის გულისხმობს ვარჯიშების გაყოფას ორ დღედ:
• ზედა ნაწილი
• ქვედა ნაწილი
ვარჯიში სრულდება დღეგამოშვებით, რაც უზრუნველყოფს საკმარის აღდგენას და პროგრესს.
👉 რეკომენდებული სიხშირე: კვირაში 3–4 ვარჯიში (დასვენებით)
🔴 1 დღე – სხეულის ზედა ნაწილი
1. ჰანტელების ჭიმი დახრილ სკამზე
3–4 სერია | 6–10 გამეორება
👉 მკერდის ზედა ნაწილი, მხრები
2. ჰანტელების ჭიმი ჰორიზონტალურ სკამზე
2–3 სერია | 8–12 გამეორება
👉 ზრდის საერთო მკერდის მოცულობას
3. შტანგის ან ჰანტელების მოზიდვა დახრილ მდგომარეობაში
2–3 სერია | 8–10 გამეორება
👉 ზურგის სისქე (ჰორიზონტალური მოზიდვა)
4. ზედა ბლოკის მოზიდვა ან ღერძზე აზიდვა
2–3 სერია | 8–10 გამეორება
👉 ზურგის სიგანე (ვერტიკალური მოზიდვა)
5. არმიული ჭიმი (ფეხზე დგომში)
2–3 სერია | 6–10 გამეორება
👉 მხრები (წინა და შუა დელტა)
6. ჰანტელების მოხრა ბიცეფსისთვის (სუპინაციით)
2 სერია | 8–12 გამეორება
7. ტრიცეფსის გაშლა ჰანტელებით დახრილ სკამზე
2 სერია | 10–15 გამეორება
8. ზედა ბლოკის მოზიდვა– უკანა დელტა
2 სერია | 10–15 გამეორება

🔵 2 დღე – სხეულის ქვედა ნაწილი
1. ჩაჯდომა ან ფრონტალური ჩაჯდომა
3–5 სერია | 6–8 გამეორება
👉 მთავარი მრავალსახსრიანი მოძრაობა
2. რუმინული ამოწევა
3–4 სერია | 8–10 გამეორება
👉 უკანა ჯაჭვი (ბიცეფსი ბარძაყის, დუნდულები)
3. ბულგარული სპლიტ ჩაჯდომა
2–3 სერია | 8–10 გამეორება თითო ფეხზე
4. ჰიპერექსტენზია
2–3 სერია | 10–15 გამეორება
5. წვივები დგომში
2–4 სერია | 10–15 გამეორება
6. წვივები დამჯდარი
2–4 სერია | 12–15 გამეორება
⚙️ მნიშვნელოვანი რეკომენდაციები
• პროგრესული დატვირთვა – ყოველ კვირაში მცირედით გაზარდე წონა ან გამეორებები
• ტექნიკა პრიორიტეტულია – განსაკუთრებით მრავალსახსრიან ვარჯიშებში
• დასვენება სერიებს შორის
o მძიმე ვარჯიშები: 2–3 წუთი
o იზოლაცია: 60–90 წამი
• კვება და აღდგენა აუცილებელია კუნთის ზრდისთვის
📌 დასკვნა
2 დღიანი ზედა-ქვედა სპლიტი იდეალურია როგორც დამწყებისთვის, ისე საშუალო დონის სპორტსმენისთვის.
ის უზრუნველყოფს:
✔ კუნთების ბალანსირებულ განვითარებას
✔ ოპტიმალურ აღდგენას
✔ პროგრესის სტაბილურ ზრდას
📛 ავტორი: ირაკლი კენჭოშვილი / Tidanigym.ge
🚫 ნებართვის გარეშე კოპირება აკრძალულია.
✅ წყაროს მითითებით გაზიარება მისაღებია

🏋️ გინდა გახდე ფიტნეს ინსტრუქტორი და მიიღო პროფესია?თუ გიყვარს ფიტნესი და გინდა ცოდნა რეალურ პროფესიად აქციო —ირაკლი კენ...
03/09/2026

🏋️ გინდა გახდე ფიტნეს ინსტრუქტორი და მიიღო პროფესია?
თუ გიყვარს ფიტნესი და გინდა ცოდნა რეალურ პროფესიად აქციო —
ირაკლი კენჭოშვილის ფიტნესის სკოლა აცხადებს მიღებას ფიტნეს ინსტრუქტორის / პერსონალური მწვრთნელის კურსზე.
✅ სწავლა ონლაინ ან ადგილზე
✅ თეორია + პრაქტიკა კლიენტთან მუშაობით
✅ დამწყები და მოქმედი ინსტრუქტორებისთვის
📚 კურსის ფარგლებში შეისწავლი:
• ანატომია და ფიზიოლოგია
• ბიომექანიკა
• სწორი კვება
• ვარჯიშების პროგრამების შედგენა
• ძალისმიერი და კარდიო ვარჯიშის პრინციპები
⏳ ხანგრძლივობა: 3 თვე
📅 დაწყება: 19 სექტემბერს
⏰ კვირაში 2-ჯერ (შაბათ-კვირა, 18:00)
🎓 კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ფიტნეს ინსტრუქტორის სერტიფიკატი
💵 საფასური: 200 ლარი თვეში (სულ 600 ლარი)
📍 პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტთან)
📞 593 39 02 23
👉 მოგვწერე ახლავე და დაჯავშნე ადგილი!

პროტეინი – რა უნდა ვიცოდეთ ცილებზეცილა (პროტეინი) ადამიანის ორგანიზმის ერთ-ერთი მთავარი სამშენებლო ელემენტია. იგი მონაწი...
02/09/2026

პროტეინი – რა უნდა ვიცოდეთ ცილებზე

ცილა (პროტეინი) ადამიანის ორგანიზმის ერთ-ერთი მთავარი სამშენებლო ელემენტია. იგი მონაწილეობს კუნთების, ძვლების, კანის, ჰორმონებისა და ფერმენტების წარმოქმნაში და აუცილებელია ჯანმრთელობისა და ფიზიკური პროგრესისთვის.
➤ ამინომჟავები – ცილის საფუძველი
ადამიანის ცილა შედგება 20 ამინომჟავასგან. მათგან:
• 9 არის შეუცვლელი ამინომჟავა, რომელთა სინთეზირება ორგანიზმს არ შეუძლია და უნდა მივიღოთ საკვებიდან:
o ვალინი
o ლეიცინი
o იზოლეიცინი
o ლიზინი
o მეტიონინი
o ტრეონინი
o ტრიპტოფანი
o ფენილალანინი
o ჰისტიდინი
• დანარჩენი ცვლადი ან პირობითად შეუცვლელია, რომელთა შექმნაც ორგანიზმს შეუძლია სხვა ამინომჟავებისგან.
➤ რომელი პროდუქტებია მდიდარი ცილით
ცილებით მდიდარია:
• კვერცხი
• ხორცი და თევზი
• რძის პროდუქტები
• პარკოსნები
• თხილეული
• მარცვლეული
• სოიო (დაახლოებით 35% ცილა)
ცილის ხარისხი განისაზღვრება არა მხოლოდ რაოდენობით, არამედ ამინომჟავური შემადგენლობით და შეთვისების უნარით.
➤ ბიოლოგიური ღირებულება
• კვერცხი ითვლება ეტალონად – მისი ბიოლოგიური ღირებულება დაახლოებით 100-ია, რადგან შეიცავს ყველა შეუცვლელ ამინომჟავას ოპტიმალური პროპორციით.
• მცენარეული წყაროები, მაგალითად ხორბალი, შეიცავს ნაკლებ შეუცვლელ ამინომჟავას, რის გამოც მათი ბიოლოგიური ღირებულება დაბალია.
ამიტომ ორგანიზმი ერთსა და იმავე რაოდენობის ცილას სხვადასხვა წყაროდან განსხვავებულად ითვისებს.
➤ რა მოსდის ცილას ორგანიზმში?
ცილა კუჭ-ნაწლავში იშლება ამინომჟავებად, რომლებიც:
• მონაწილეობენ კუნთების აღდგენასა და ზრდაში
• აუცილებელია ჰორმონებისა და ფერმენტების სინთეზისთვის
• ხელს უწყობენ იმუნურ ფუნქციებს
➤ სპორტული პროტეინები – რა არის სინამდვილეში?
სპორტული პროტეინი არის ნატურალური ცილის კონცენტრირებული ფორმა, რომელსაც აშორებენ ზედმეტ ცხიმებსა და ნახშირწყლებს.
ჯანმრთელ ადამიანში, რეკომენდირებული დოზების ფარგლებში, პროტეინის მიღება არ აზიანებს ღვიძლსა და თირკმელებს. სიფრთხილეა საჭირო მხოლოდ არსებული ქრონიკული დაავადებების დროს.
➤ პროტეინის ძირითადი სახეობები
🔹 შრატის პროტეინი
მზადდება რძის შრატისგან. გამოირჩევა:
• მაღალი ბიოლოგიური ღირებულებით
• სწრაფი შეთვისებით
სწორედ ამიტომ ხშირად მიიღება ვარჯიშის შემდეგ.
არსებობს:
• კონცენტრატი – შეიცავს მცირე რაოდენობით ლაქტოზას და ცხიმს
• იზოლატი – უფრო სუფთა, დაახლოებით 90% ცილა
• ჰიდროლიზატი – წინასწარ დაშლილი, ყველაზე სწრაფად შეთვისებადი
🔹 კვერცხის პროტეინი
• მაღალი ხარისხის ცილა
• შეთვისება: დაახლოებით 4–6 საათი
• შედარებით ძვირი
🔹 კაზეინის პროტეინი
• ნელა შეთვისებადი (7–8 საათი)
• კარგია ძილის წინ
• უზრუნველყოფს ამინომჟავების ხანგრძლივ მიწოდებას
🔹 სოიოს პროტეინი
• მცენარეული წყარო
• შეიცავს ყველა შეუცვლელ ამინომჟავას
• შეიძლება გამოიწვიოს შებერილობა
• ხელს უწყობს ქოლესტერინის შემცირებას
🔹 კომპლექსური პროტეინი
აერთიანებს რამდენიმე ტიპის ცილას, რაც უზრუნველყოფს:
• როგორც სწრაფ, ისე ნელ შეთვისებას
• უფრო სტაბილურ ამინომჟავურ მიწოდებას დღის განმავლობაში
📛 ავტორი: ირაკლი კენჭოშვილი / Tidanigym.ge
🚫 ნებართვის გარეშე კოპირება აკრძალულია.
✅ წყაროს მითითებით გაზიარება მისაღებია

02/09/2026

წრიული ვარჯიშები სისწრაფეზე და გამძლეობაზე.
👉 მეტი სიახლეებისთვის გამოიწერეთ ჩვენი ვიდეო არხი https://www.youtube.com/channel/UCRQHm2SaxGvje1QvW5rNm6g?view_as=subscriber
პ.ს. ვისაც გინდათ ინდივიდუალური სავარჯიშო და კვების პროგრამის შედგენა, მომწერეთ პირადში. შესაძლებელია ინდივიდუალური ვიდეო გაკვეთილების ჩატარება დისტანციურად.
#ფიტნესი #დიეტა #გახდომა #ვარჯიში #სწორიკვება #ცხიმისწვა #მასისმომატება #წრიული

2 დღიანი ფულბოდი პროგრამაეს ფულბოდი პროგრამა იდეალურია მათთვის, ვისაც კვირაში მხოლოდ 2 დღე აქვს ვარჯიშისთვის, მაგრამ სურ...
02/09/2026

2 დღიანი ფულბოდი პროგრამა

ეს ფულბოდი პროგრამა იდეალურია მათთვის, ვისაც კვირაში მხოლოდ 2 დღე აქვს ვარჯიშისთვის, მაგრამ სურს კუნთის ზრდა, ძალის განვითარება და ცხიმის შემცირება.
ეს პროგრამა ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:
• მრავალსახსრიანი ვარჯიშები
• კუნთების სრული დატვირთვა კვირაში 2-ჯერ
• ოპტიმალური მოცულობა და ინტენსივობა
📅 დღე 1
1. წოლჭიმი
3–4 სერია | 6–10 გამეორება
2. შტანგით ჩაჯდომა
3–4 სერია | 6–10 გამეორება
3. აზიდვა ღერძზე
3–4 სერია | 6–10 გამეორება
4. რუმინული დედლიფტი
3–4 სერია | 8–12 გამეორება
5. არმიული ჭიმი
3–4 სერია | 6–10 გამეორება
6. უკანა დელტა – ბლოკზე გაშლა
3–4 სერია | 10–15 გამეორება
7. შტანგის აწევა ბიცეფსზე
3–4 სერია | 8–12 გამეორება
8. პლანკა (Core)
3 სერია | 30–60 წამი
📅 დღე 2
1. შტანგის ამოწევა
3–4 სერია | 5–8 გამეორება
2. განტელების ჟიმი
3–4 სერია | 6–12 გამეორება
3. დახრილ სკამზე ცალი ხელით განტელის ამოწევა ან ჰორიზონტალური ბლოკის მოზიდვა
3–4 სერია | 6–12 გამეორება
4. ბულგარული სპლიტ ჩაჯდომა
3–4 სერია | 8–10 გამეორება თითო ფეხზე
5. განტელების გვერდზე აქნევები
3–4 სერია | 10–15 გამეორება
6. ტრიცეფსის გაშლა
3–4 სერია | 10–15 გამეორება
7. კროსოვერი
3–4 სერია | 10–15 გამეორება
8. მუცლის ვარჯიში
3 სერია | 12–20 გამეორება
⚙️ მნიშვნელოვანი რეკომენდაციები
• დასვენება სეტებს შორის:
o კომპაუნდ ვარჯიშები: 2–3 წუთი
o იზოლაცია: 60–90 წამი
• პროგრესია:
ეცადე ყოველ კვირას გაზარდო წონა ან გამეორებები
• ტექნიკა > წონა:
არ გააკეთო მძიმე წონა ტექნიკის ხარჯზე
• სიხშირე:
დატოვე მინიმუმ 1 დღე დასვენება ვარჯიშებს შორის (მაგ: ორშაბათი / ხუთშაბათი)
✅ დასკვნა
ეს 2 დღიანი ფულბოდი პროგრამა უზრუნველყოფს:
• კუნთების სრულფასოვან დატვირთვას
• ძალისა და მასის ზრდას
• ეფექტურ აღდგენას
იდეალურია როგორც დამწყებისთვის, ისე საშუალო დონის სპორტსმენისთვის.
📛 ავტორი: ირაკლი კენჭოშვილი / Tidanigym.ge
🚫 ნებართვის გარეშე კოპირება აკრძალულია.
✅ წყაროს მითითებით გაზიარება მისაღებია

🏠 გინდა გახდომა ან ფორმაში ჩადგომა სახლის პირობებში, დარბაზის გარეშე?თუ ვარჯიშობ სახლში, მაგრამ შედეგი არ გაქვს — პრობლე...
02/09/2026

🏠 გინდა გახდომა ან ფორმაში ჩადგომა სახლის პირობებში, დარბაზის გარეშე?
თუ ვარჯიშობ სახლში, მაგრამ შედეგი არ გაქვს — პრობლემა პროგრამასა და კვებაშია.
მე დაგეხმარები, რომ სწორად ივარჯიშო და მიიღო რეალური შედეგი.
✅ ინდივიდუალური სავარჯიშო პროგრამა სახლის პირობებისთვის
✅ კვების რეკომენდაციები შენს მიზნებზე მორგებული
✅ ონლაინ კონსულტაცია (გახდომა, მასის მომატება, სხეულის კორექცია)
🎯 პირველი კონსულტაცია — უფასო
🎯 სრულყოფილი ონლაინ კონსულტაცია და პროგრამა — 100 ლარი
👉 მომწერე პირადში ან დამიკავშირდი: 📞 593 39 02 23
Irakli Kenchoshvili

მელატონინი – ძილის ჰორმონიმელატონინი არის ჰორმონი, რომელიც გამომუშავდება ტვინში მდებარე გირჩისებურ ჯირკვალში — ეპიფიზში....
01/09/2026

მელატონინი – ძილის ჰორმონი

მელატონინი არის ჰორმონი, რომელიც გამომუშავდება ტვინში მდებარე გირჩისებურ ჯირკვალში — ეპიფიზში. იგი არეგულირებს ძილ–ღვიძილის ციკლს (ცირკადულ რიტმს) და დიდ გავლენას ახდენს ძილის ხარისხზე.
მელატონინის სეკრეცია მჭიდროდ არის დაკავშირებული განათებასთან. მისი გამომუშავება აქტიურდება სიბნელეში და პიკს აღწევს დაახლოებით ღამის 12 საათიდან 3 საათამდე. სწორედ ამიტომ, შებინდების შემდეგ ორგანიზმი იწყებს ძილისთვის მომზადებას.
➤ რა აფერხებს მელატონინის გამომუშავებას?
მელატონინის გამომუშავება მნიშვნელოვნად მცირდება, თუ ადამიანს არ სძინავს სრულ სიბნელეში. ხელოვნური განათება — ოთახის შუქი, ტელევიზორი, კომპიუტერი, ტელეფონი — განსაკუთრებით ლურჯი სპექტრის სინათლე, თრგუნავს მელატონინის სეკრეციას.
ამის შედეგად ადამიანი იღვიძებს გამოუძინებელი, დაღლილი და კონცენტრაციის დაქვეითებით. ხანგრძლივად დარღვეული ძილი უარყოფითად მოქმედებს ჰორმონალურ ბალანსზე, ნივთიერებათა ცვლასა და ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე.
➤ მელატონინის პრეპარატები
აფთიაქებში ხელმისაწვდომია მელატონინის შემცველი პრეპარატები. ისინი შეიძლება სასარგებლო იყოს იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვს არარეგულარული სამუშაო გრაფიკი, ღამის ცვლები ან ხშირი დროის სარტყლების ცვლილება.
მელატონინი ხელს უწყობს ცირკადული რიტმის რეგულირებას და შეიძლება გამოყენებულ იქნას უძილობის მსუბუქი ფორმების დროს. თუმცა ის არ წარმოადგენს უნივერსალურ საძილე საშუალებას და არ უნდა ჩაანაცვლოს ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები თვითნებურად.
ასაკის მატებასთან ერთად მელატონინის ბუნებრივი გამომუშავება მართლაც მცირდება, რის გამოც ხანდაზმულ ადამიანებში მისი დანიშვნა ზოგჯერ მიზანშეწონილია ექიმის რეკომენდაციით.
➤ მელატონინი და ორგანიზმის დაცვა
მელატონინი მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი. ორგანიზმში მუდმივად წარმოიქმნება თავისუფალი რადიკალები — მავნე მოლეკულები, რომლებიც აზიანებენ უჯრედის მემბრანებსა და დნმ-ს. მელატონინი მონაწილეობს მათი ნეიტრალიზაციის პროცესში და ამცირებს ოქსიდაციური სტრესის დონეს.
კვლევები აჩვენებს, რომ მელატონინი შეიძლება ასრულებდეს დამხმარე როლს უჯრედების დაცვისა და იმუნური სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესებაში. იგი გავლენას ახდენს იმუნური უჯრედების აქტივობაზე, თუმცა ონკოლოგიური დაავადებების პრევენციაში მისი როლი კვლავ კვლევის საგანია და არ უნდა ჩაითვალოს სამკურნალო საშუალებად.
➤ მელატონინი, სტრესი და განწყობა
სტრესის დროს ორგანიზმში იმატებს კორტიზოლის დონე. მელატონინი ირიბად უწყობს ხელს ნერვული სისტემის დამშვიდებას და სტრესული რეაქციის შემცირებას, განსაკუთრებით ძილის ნორმალიზაციის გზით.
დეპრესიული მდგომარეობების დროს ხშირად ფიქსირდება მელატონინის დარღვეული სეკრეცია. მისი გამოყენება ზოგ შემთხვევაში ამცირებს ძილის პრობლემებს და აუმჯობესებს საერთო ემოციურ ფონს, თუმცა დეპრესიის მკურნალობის ძირითად მეთოდად არ გამოიყენება.
✅ დასკვნა
მელატონინი არის მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც არეგულირებს ძილს, ბიოლოგიურ რიტმებს და ორგანიზმის ადაპტაციას გარემო პირობებთან. მისი ბუნებრივი გამომუშავების შესანარჩუნებლად აუცილებელია სრულ სიბნელეში ძილი, რეგულარული რეჟიმი და საღამოს საათებში ეკრანების გამოყენების შემცირება.
📛 ავტორი: ირაკლი კენჭოშვილი / Tidanigym.ge
🚫 ნებართვის გარეშე კოპირება აკრძალულია.
✅ წყაროს მითითებით გაზიარება მისაღებია

01/09/2026

ადგილიდან ახტომები.
ადგილიდან ახტომები ფეთქებადი ძალისთვის.
ეს ვარჯიში უმატებს როგორც საერთო ძალას მთლიანად ორგანიზმში, ასევე ფეხებსაც აძლიერებს. ფეთქებადი ძალაა, როდესაც მაქსიმალურად სწრაფად წევ წონას. რაც უფრო სწრაფად აწევ სიმძიმეს, მით უფრო ძლიერი ხარ და მით მეტ წონას აწევ. ამიტომ სისწრაფეზე ვარჯიშის ერთერთი მეთოდია ამ ტიპის ვარჯიშები საკუთარი წონით, ასეთ ვარჯიშებს მეორენაირად პლიომეტრიულ ვარჯიშებსაც უწოდებენ.
👉 მეტი სიახლეებისთვის გამოიწერეთ ჩვენი ვიდეო არხი https://www.youtube.com/channel/UCRQHm2SaxGvje1QvW5rNm6g?view_as=subscriber
პ.ს. ვისაც გინდათ ინდივიდუალური სავარჯიშო და კვების პროგრამის შედგენა, მომწერეთ პირადში. შესაძლებელია ინდივიდუალური ვიდეო გაკვეთილების ჩატარება დისტანციურად.
#ფიტნესი #დიეტა #გახდომა #ვარჯიში #სწორიკვება #ცხიმისწვა #მასისმომატება

Address

პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა)
Tbilisi
0144

Opening Hours

Monday 09:00 - 22:00
Tuesday 09:00 - 22:00
Wednesday 09:00 - 22:00
Thursday 09:00 - 22:00
Friday 09:00 - 22:00
Saturday 09:00 - 18:00
Sunday 09:15 - 18:00

Telephone

+995593390223

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ირაკლი კენჭოშვილის ფიტნესის სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ირაკლი კენჭოშვილის ფიტნესის სკოლა:

Shortcuts

Share