ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი "ერა" ჩამოყალიბდა ქ. თბილისში 2002 წელს ი. სუხიშვილის ნაციონალური ბალეტის ყოფილი სოლისტის გიორგი გელაშვილის (პაპიკა) მიერ.
2004 წლიდან ანსამბლს ხელმძღვანელობს ანს "მამული"-ს ყოფილი სოლისტი ბესიკ გელაშვილი.
ანსამბლი დაარსებიდან დღემდე მონაწილეობს საქართველოსა და უცხოეთის მრავალ საერთაშორისო ფესტივალზე. "ფესვებმა" ანსამბლებთან - "ეგრისი" და "ბასიანი" ჩაატარა საქველმ
ოქმედო კონცერტი, რომლის მთლიანი შემოსავალი გადაეცა ბედიანის მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს.
2009 წლიდან ანსამბლი გაერთიანებული პროგრამით გამოდის ანსამბლ "მზიურთან" ერთად, რომლის დამაარსებელი და ხელმძღვანელია 1988 წლიდან დღემდე ღირსების ორდენის კავალერი, დამსახურებული პედაგოგი ბატონი ვაჟა აბაშიძე. მასთან ერთად 1999 წლამდე ანსამბლში ქორეოგრაფად მოღვაწეობდა აწ განსვენებული ავთანდილ მიგრიაული.
ამავე წლიდან "მზიურში" ქორეოგრაფად დაინიშნა ანსამბლ "ერა"-ს ხელმძღვანელი - ბესიკ გელაშვილი.
ერთობლივი პროგრამით "მზიური-ფესვები" წარმატებულად წარსდგა როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მაყურებლის წინაშე.
2010 წ. - ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი -ქ. ალანია.
2011 წ. - ფოლკლორიული ცეკვის საერთაშორისო ფესტივალი, ქ. ვარნა.
2012 წ. - ანსამბლმა წარმატებით იმოგზაურა თურქეთში, ქ. ბოდრუმი.
მათ რეპერტუარშია ქართული ცეკვის ისეთი მარგალიტები როგორიცაა: "აჭარული", "ხორუმი", "ყაზბეგური", "მთიელ ქალთა ცეკვა", "სვანური", "ნარნარი", "ძველი თბილისის სურათები", "ქალ-ვაჟთა მთიულური", "აფხაზური", "ნომერი დოლებით", "ფარიკაობა", "ოსური", "მხედრული".
ანსამბლი დღემდე განაგრძობს ქართული ხელოვნების უკვდავი ნაწილის, ჩვენი ისტორიის სახის - ქართული ცეკვის პოპულარიზაციას.