Easysoft

Easysoft Autodesk Authorized Training Center / აუტოდესკის ავტორიზებუ? Professional Software and Training / ავტოდესკის ავტორიზებული ტრენინგ ცენტრი

12/03/2019

🚀 ფაბლაბში Fusion 360-ის ტრენინგი მიმდინარეობს.

📎 ტრენინგის მონაწილეები სწავლობენ 3D პარამეტრული მოდელირების საწყისებს პროგრამაში Autodesk Fusion 360, რომელიც კომპლექსური დანიშნულებისაა და სხვადასხვა ტიპის მოდელირების, ანიმაციის, საინჟინრო სიმულაციის და ფოტორეალისტური რენდერის საშუალებას გვაძლევს. აღნიშნული პროგრამა იდეალური ხელსაწყოა ფაბლაბებისთვის და ზოგადად მეიქერი საზოგადოებისთვის.

🗓 კურსი 27 აპრილს დასრულდება.

25/12/2017

„ინოვაციური ტექნოლოგიების სასწავლო პლატფორმა პროფესიული განათლებისთვის“ - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებ�...

21/12/2017

„ინოვაციური ტექნოლოგიების სასწავლო პლატფორმა პროფესიული განათლებისთვის“ - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით ტექნოპარკში ამ სახელწოდებით შემაჯამებელი პრეზენტაცია და გამოფენა გაიმართა. პროექტი ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში, რომელსაც კომპანია Autodesk-ის ავტორიზებული აკადემიური პარტნიორი კომპანია ,,იზი სოფტი“ ახორციელებს.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე პროფესიული განათლების სისტემაში არსებული ფაბლაბებისა და სამრეწველო ლაბორატორიების ეფექტურ ფუნქციონირებას და საქართველოს სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებში სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვას.
პროექტის ფარგლებში ხუთი საგანმანათლებლო დაწესებულების ცხრა პროფესიული მასწავლებელი გადამზადდა პროგრამა Autodesk Fusion 360-ში, რომელიც შექმნილია სპეციალურად ფაბლაბ/სამრეწველო ლაბორატორიებისთვის. ტრენინგების დასრულების შემდეგ მონაწილეებმა კოლეჯებში არსებული ფაბლაბების გამოყენებით შექმნეს სხვადასხვა პროტოტიპები, რომლებიც ექსპოზიციაზე იყო წარმოდგენილი.

✨✨✨ მოგესალმებით და გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!📢 ჩვენც ვიწყებთ რეგისტრაციას!✅ დარეგისტრირდით 1 ოქტომბრამდე Au...
19/09/2017

✨✨✨ მოგესალმებით და გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

📢 ჩვენც ვიწყებთ რეგისტრაციას!
✅ დარეგისტრირდით 1 ოქტომბრამდე Autodesk-ის ავტორიზირებულ ტრენინგ ცენტრში საერთაშორისო, სასერთიფიკატო კურსებზე!
🌐http://easysoft.ge/home/courses/

31/07/2017

ტექნოპარკში ინოვაციების სააგენტოს ფაბლაბების სპეციალისტებმა Fusion 360-ის ტრენინგი წარმატებით გაიარეს.

Autodesk-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში, Easy Soft-ის დამფუძნებელმა - თემო რუხაიამ ტრენინგის მონაწილეები სერტიფიკატებით დააჯილდოვა.

პროგრამა Fusion 360 შექმნილია ინოვატორებისთვის, სტარტაპერებისთვის, მცირე ბიზნესის განსავითარებლად და გამომგონებლების ხელშესაწყობად, ასევე შეუცვლელია სწრაფი პროტოტირებისთვის.

Fusion 360 გათვლილია ფაბლაბში ნებისმიერი ამოცანის გადასაწყვეტად, რადგანაც მისი პროგრამული უზრუნველყოფა შექმნილია სპეციალურად Fab-lab სამრეწველო ლაბორატორიებისთვის და მორგებულია ნებისმიერი ტიპის სამრეწველო დანადგარებზე ეფექტურად მუშაობისთვის.

მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში სამრეწველო დიზაინის ინდუსტრიაში უკვე ფართოდ იყენებენ პროგრამა Fusion 360 პროტოტიპირებისთვის პროფესიონალი ინტერიერის დიზაინერები, პროდუქტის დიზაინერები, კონცეპტ დიზაინერები, კონსტრუქტორები, ინჟინრები, გამომგონებლები რაც პროგრამის მცოდნეებს კონკურენტულს ხდის დასაქმების ბაზარზე.

პირდაპირ ეთერში Bottleship VFX -ის დამფუძნებელი ხრისტო ველევი. გვიზიარებს გამოცდილებას.
20/03/2017

პირდაპირ ეთერში Bottleship VFX -ის დამფუძნებელი ხრისტო ველევი. გვიზიარებს გამოცდილებას.

Twitch is the world's leading video platform and community for gamers. More than 45 million gamers gather every month on Twitch to broadcast, watch and chat about gaming. Twitch's video platform is the backbone of both live and on-demand distribution for the entire video game ecosystem. This include...

2017 წლის 1 მარტიდან საქართველოში პირველი Autodesk Authorized Training Center-ი კომპანია ,,იზი სოფტის“ ბაზაზე გაიხსნა!👉 ...
03/03/2017

2017 წლის 1 მარტიდან საქართველოში პირველი Autodesk Authorized Training Center-ი კომპანია ,,იზი სოფტის“ ბაზაზე გაიხსნა!
👉 http://easysoft.ge/autodeskatc/

03/11/2016
03/11/2016

პროექტი ქართული ფოლკლორი კომპიუტერულ თამაშებში (იმედის დილის სიუჟეტი)

03/11/2016

ქართული ფოლკლორი კომპიუტერულ თამაშებში (C სტუდიის სიუჟეტი) Nikoloz Manwkava Marta Qarchkhadze

Address

#24 G. Akhvlediani Street
Tbilisi
0107

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Easysoft posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Easysoft:

Share