26/08/2026
ყველა მოვარჯიშეს აქვს შინაგანი ცენტრი, ანუ ბალანსის წერტილი.
ამ ფოტოში ჩანს თუ როგორ ხედავს სენსეი თავის მოსწავლეებს. მან, ამ განსხვავებულ ფორმებში, ყველას უნდა უპოვოს ცენტრის ზუსტი წერტილი.
ნებისმიერ ფორმას აქვს ერთი ცენტრი.
აი, აქ იწყება სენსეის საქმე.
რა არის „ცენტრი“?
როგორც სხეულის ფლობას სჭირდება ცენტრის პოვნა, რათა შენი ტექნიკა იყოს ზუსტი, სწრაფი და შედეგიანი, ასევე შინაგანი წონასწორობაა არანაკლებ მნიშვნელოვანი, ანუ შინაგანი ცენტრი.
სენსეიმ არ უნდა სცადოს, რომ ყველა მოსწავლე ერთნაირ ფორმად აქციოს და თავისებურებები წაშალოს, არამედ მისი მოვალეობაა, ამ განსხვავებულ ფორმაში იპოვოს ინდივიდუალური/უნიკალური ცენტრი. ზუსტად ამიტომ, ის მხოლოდ ტექნიკის მასწავლებელი არ არის.
ალბათ, ილეთების სწავლება შეიძლება წიგნიდან ან ვიდეოდან, მაგრამ ადამიანის ცენტრის პოვნა ვიდეოდან შეუძლებელია.
სენსეი ეხმარება მოსწავლეს, სხეულის ცენტრის და შინაგანი ცენტრის პოვნაში.
ამისთვის საჭიროა ღრმა დაკვირვება.
დასკვნა.
მოთმინება.
და წლები…
•გოჯუ-რიუს აკადემია•