09/12/2024
😶🌫️მშვიდობიანი საღამო ჩემს გამომწერებს
🖖 უკვე ოფიციალურად დასრულდა ეროვნული ლიგა. წლის დასასრულამდე რათქმაუნდა გაიმართება ფლეი ოფებისა და ფლეი აუტების მატჩები,რათა გაირკვეს იმ გუნდების ვინაობა,რომლებიც ქვეითდებიან ან წინაურდებიან ეროვნულ ლიგაში.
🔴🟢 თბილისის იბერია მასპინძლობდა წყალტუბოს სამგურალს და შეხვედრა ერთგოლიანი ფრეთი დასრულდა. წყალტუბომ ცხრილში მეხუთე ადგილი დაიკვა,ხოლო იბერიასთვის აღნიშნულმა თამაშმა არაფერი შეცვალა,რადგან მათ უკვე აქვთ ჩემპიონის ტიტული.
🔴🟡 გორის დილა მასპინძლობდა ფოთის კოლხეთს და შეხვედრა მარცხით 1:2 დაასრულა. აღნიშნული მარცხის გამო დილამ დაკარგა ჩემპიონატში მეორე ადგილის აღების შანსი,ხოლო კოლხეთმა მოპოვებული სამი ქულით დაიკავა მეექვსე ადგილი და შეძლო სადებიუტო წელიწადში გადათამაშების გარეშე ელიგაში დარჩენა.
⚪️🔵 დინამო თბილისი მასპინძლობდა გაგრას და შეხვედრა მარცხით 0:1 დაასრულა. მიუხედავად მოგებისა გაგრამ ვერ შეძლო გასავარდნი ზონიდან ამოსვლა და ეროვნულ ლიგაში დასარჩენად ბოლნისის სიონს დაუპირისპირდება.
⚪️🔵 სამტრედია მასპინძლობდა დინამო ბათუმს და შეხვედრა მარცხით 0:1 დაასრულეს. დინამომ ცხრილში მეოთხე ადგილი დაიკავა,ხოლო სამწუხაროდ სამტრედია ეროვნულ ლიგა ორში დაქვეითდა.
⚫️🔵 ქუთაისის ტორპედო მასპინძლობდა თელავს და შეხვედრა 1:0 დასრულდა. ქუთაისის ტორპედომ ცხრილში მეორე ადგილის დაკავება შეძლო,ხოლო თელავი გასავარდნ ზონაში მეცხრე ადგილზე დარჩა,რის გამოც მათ რუსთავთან დაპირისპირება მოუწევთ.