05/01/2024
📣 ცხადდება თბილისის betlive Master League-ს 2024 წლის სეზონისთვის რეგისტრაცია, მხოლოდ იმ გუნდებისათვის რომლებიც მონაწილეობდნენ 2023 წლის სეზონში.
⏳ პირველადი რეგისტრაცია დაიწყება დღეიდან და გაგრძელდება 2024 წლის 26 იანვრის ჩათვლით.
❗️ ის გუნდები, რომლებიც მონაწილეობდნენ ჩემპიონატში გასულ სეზონში და აღნიშნულ პერიოდში ვერ გაივლიან რეგისტრაციას, დაკარგავენ ლიგაში მონაწილეობის უპირატესობას და რეგისტრაციის გავლა შეეძლებათ უკვე მეორე ეტაპზე, 2024 წლის 18 თებერვლამდე, რა დროსაც უპირატესობა მიენიჭება იმ გუნდს რომელიც სხვაზე ადრე წარმოადგენს სრულყოფილ სარეგისტრაციო დოკუმენტაციას.
✅ რეგისტრაციისათვის გუნდმა უნდა წარმოადგინოს:
🔹 საწევრო გადასახადის ქვითარი (ქვითარში უნდა მიეთითოს გუნდის დასახელება და გამოიგზავნოს ასევე ელ.ფოსტაზე: [email protected] )
🔹 სათამაშო ფორმის 2 განსხვავებული ფერის ნიმუში (მაისური, გეტრი, შორტი).
🔹 განაცხადის სრულყოფილად შევსებული ფორმა, მოთამაშეების სათამაშო პოზიციების, დაბადების თარიღისა და ტელეფონის ნომრების მითითებით (შევსებული განაცხადის ფორმა უნდა გამოგიგზავნოს ასევე ელ.ფოსტაზე: [email protected] )
🔹 განაცხადში შეყვანილი ყველა მოთამაშის, წარმომადგენლისა და სამწვრთვნელო შტაბის წევრების ფოტოსურათები სათამაშო ფორმით, png ან jpg ფორმატში, მათი სახელისა და გვარების მითითებით, CD დისკის სახით.
❓ რეგისტრაციის პერიოდში კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თბილისის ლიგების ხელმძღვანელს დავით ჩიქვანაიას.
📞 577322871
🕖 სამუშაო საათები: 11:00-19:00 (ყოველდღე)