Wolfy•ვულფი

Wolfy•ვულფი ⚽️საფეხბურთო სკოლა•
ინდივიდუალური ვარჯიშები.

📢 ვაგრძელებთ 2019, 2020 და 2021 წელს დაბადებულთა ჯგუფების დაკომპლექტებას!🐺⚽️ბავშვთა საფეხბურთო სკოლა „ვულფი“ შექმნილია მ...
21/08/2026

📢 ვაგრძელებთ 2019, 2020 და 2021 წელს დაბადებულთა ჯგუფების დაკომპლექტებას!

🐺⚽️ბავშვთა საფეხბურთო სკოლა „ვულფი“ შექმნილია მწვანე სკოლის-საბურთალოს კამპუსის ბაზაზე.💚

📝ჩვენი კონცეფცია სრულად არის მორგებული როგორც ბავშვების, ისე მშობლების კომფორტზე და ვარჯიშების განრიგიც შედგენილია შესაბამისად.😊

🌟5-დან 9 წლამდე ასაკის ბავშვები ეუფლებიან ფეხბურთის საფუძვლებს უსაფრთხო, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოში.🏆

🆕სკოლამდელი ასაკის ჯგუფებისთვის გვაქვს სპეციალურად შექმნილი პროგრამა, რომელიც მოიცავს „მხიარულების ფაზას“ - სახალისო აქტივობებს და გასართობ თამაშებს.😍✨

⚡️ასევე, 8-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებს ვთავაზობთ ინდივიდუალურ ვარჯიშებს, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ტექნიკის, კოორდინაციისა და საფეხბურთო უნარების გაუმჯობესებას.💪🏻

✅ვარჯიშებს ატარებს უეფას ლიცენზირებული მწვრთნელი, ხოლო პროგრამა სრულად ეფუძნება თანამედროვე მეთოდოლოგიას.

💬დამატებითი ინფორმაციისთვის, მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე!

📲568 892 033

📍ბესარიონ ჟღენტის ქ.37 | შ.ნუცუბიძის II პლატო | 🏟️

🧠არასაკმარისი ძილი - მოზარდის განვითარების მტერი!😣✅ბავშვის გონებრივი უნარები და კუნთები მხოლოდ ძილში იზრდება. 😴💪📌თუ ბავშ...
12/08/2026

🧠არასაკმარისი ძილი - მოზარდის განვითარების მტერი!😣

✅ბავშვის გონებრივი უნარები და კუნთები მხოლოდ ძილში იზრდება. 😴💪

📌თუ ბავშვი შუაღამემდე გაჯეტს თამაშობს ან “შორთსებს” სქროლავს, დილის ვარჯიში არა მხოლოდ უსარგებლოა - საშიშიცაა. ძილის ნაკლებობის გამო ტრავმის რისკი (კვლევებით დადასტურებულად 70%-ით) იზრდება.

🔖 აი, მკაცრი განრიგი. შეინახეთ ⤵️

➡️6•8 წელი | 10–11 საათი ძილი დღე-ღამეში. კრიტიკული დაძინების დრო: 21:00.

➡️9•12 წელი | 9–10 საათი ძილი დღე-ღამეში. კრიტიკული დაძინების დრო: 21:30.

➡️13•15 წელი | 8,5–9,5 საათი ძილი დღე-ღამეში. კრიტიკული დაძინების დრო: 22:00.

➡️16•18 წელი | 8–9 საათი ძილი დღე-ღამეში. კრიტიკული დაძინების დრო: 22:30 (მაქსიმუმ 23:00)

🪄როგორ დავალაგოთ რეჟიმი ⬇️

🔒 „ციფრული კარანტინის” წესი. ძილამდე ერთი საათით ადრე ყველა გაჯეტი გამორთულია.

⏰ არანაირი დამატებითი ძილი. შაბათ-კვირას გრაფიკი მაქსიმუმ ერთი საათით იცვლება. თუ არადა, ორშაბათს ბიჭი მოედანზე “დაშლილი“ გამოვა.

🌙 სიცივე და სიბნელე. ძილის წინ ოთახი გაანიავეთ და ფარდები ჩამოწიეთ. მელატონინი (აღდგენის ჰორმონი) ქუჩის ფარნების შუქზე არ გამომუშავდება.

🐺ვულფი•საფეხბურთო სკოლა💚

⚽️ფეხბურთი - ჯერ ყველაფერი არ არის. რატომ სჭირდება თქვენს შვილს კიდევ ერთი გატაცება 🎉🎨🧩⚠️ ფეხბურთი 24/7  მენტალური გადაღ...
08/08/2026

⚽️ფეხბურთი - ჯერ ყველაფერი არ არის. რატომ სჭირდება თქვენს შვილს კიდევ ერთი გატაცება 🎉🎨🧩

⚠️ ფეხბურთი 24/7 მენტალური გადაღლის პირდაპირი გზაა.

📚სპორტული ფსიქოლოგიაში კარგად არის დაფიქსირებული: როცა სპორტი ერთადერთი აზრი ხდება, მოედანზე ნებისმიერი შეცდომა თუ ტრავმა სამყაროს დასასრულივით იგრძნობა. ბავშვი უბრალოდ კარგავს საკუთარ თავს 📉

💡როგორ დავიცვათ ახალგაზრდა მოთამაშის ფსიქიკა და არ მოვკლათ მისი სიყვარული ფეხბურთის მიმართ?💚

1️⃣ დაუბრუნეთ ღირებულება სკოლასა და ეზოს. იქ სხვა გარემოა - გოლებთან და წამებთან დაუკავშირებელი. იქ ის უბრალოდ ბავშვია, არა „პერსპექტიული ვინგერი” 😍🏫

2️⃣ იპოვეთ მეორე გატაცება. გიტარა, პროგრამირება, ჭადრაკი, თუნდაც Lego-ს აწყობა. ნერვულ სისტემას სჭირდება გადართვა 🧠

3️⃣ შემოიღეთ „სიჩუმის დღე”. ერთი დასვენების დღე კვირაში, როცა საერთოდ არ საუბრობთ სპორტზე. არანაირი მატჩი ტელევიზორში და შეცდომების განხილვა.

💬 მნიშვნელოვანია: ეს არ ნიშნავს ვარჯიშის ინტენსივობის უარყოფას - ელიტურ დონეზე მიღწევა მოცულობითი მუშაობასაც მოითხოვს. საკითხი ბალანსშია: ბავშვს ფეხბურთის გარდა უნდა ჰქონდეს სხვა საყრდენიც, საიდანაც საკუთარ ღირებულებას იგრძნობს.

⚽🧠 ფეხბურთი ფეხების თამაში კი არა, გადაწყვეტილებების თამაშიახშირად გვესმის:- „მას ღვთისგან მონიჭებული ტექნიკა აქვს” ✨- „...
07/08/2026

⚽🧠 ფეხბურთი ფეხების თამაში კი არა, გადაწყვეტილებების თამაშია

ხშირად გვესმის:
- „მას ღვთისგან მონიჭებული ტექნიკა აქვს” ✨
- „ის რაკეტასავით გარბის” 🚀

მაგრამ მაღალ დონეზე იგებს არა ყველაზე სწრაფი,
არამედ ის, ვინც ყველაზე სწრაფად ფიქრობს.

👉 როგორ ვავარჯიშოთ არა მხოლოდ კუნთები, არამედ ფეხბურთელის ტვინი?

განვიხლავთ მიდგომებს ბავშვებისთვის (7–12 წელი) და მოზრდილებისთვის
👶 ბავშვთა ფეხბურთი (7–12 წელი): ვასწავლოთ მოედნის ხედვა, არა მხოლოდ ბურთის.⚽️

✅ როგორ განვავითაროთ ბავშვის აზროვნება:

🧩 კითხვების მეთოდი
ბრძანების „გადაუშვი პასი” ნაცვლად - შეაჩერეთ თამაში და ჰკითხეთ:
👉 რატომ აირჩიე დრიბლინგი?
👉 ვინმე თავისუფალი იყო?
ბავშვმა უნდა გააანალიზოს, არა მწვრთნელის სურვილი გამოიცნოს.

🎯 თამაშები მრავალი მიზნით
ფორმატი (4 პატარა კარი):
-მუდმივად ტრიალებს თავი 👀
-ირჩევს: სად არის უფრო თავისუფალი? სად არის უფრო ხელსაყრელი?
🌪 ქაოსი - კარგია
ბურთი არასწორად აგიხტა? სუპერ.
ეს არ არის შეცდომა - ეს ვითარების ცვლილებაზე რეაქციის ვარჯიშია.

💬 მნიშვნელოვანია: ამ ასაკში მწვრთნელებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ
„თავისუფალი თამაშის / მიმართული ვარჯიშის” ბალანსზე — ერთიანი სტანდარტი არ არსებობს,
თუმცა სულ უფრო მეტი აკადემია (Ajax, La Masia) გადადის სათამაშო ფორმატზე
იზოლირებული სავარჯიშოების ნაცვლად.

👨‍👩‍👧 მშობლებს
თამაშის შემდეგ ნუ ჰკითხავთ „გაიტანე? მოვიგეთ?”.

იკითხეთ: „რა დაინახე მოედანზე? რომელი გადაწყვეტილება მოგეწონა ყველაზე მეტად?”
ეს ბავშვს ასწავლის, დააფასოს აზროვნების პროცესი, არა მხოლოდ შედეგი.
⸻
👱‍♂️ მოზარდები და მოზრდილები: აზროვნების სისწრაფე და სტრესი
აქ ტექნიკა უკვე ბაზაა.
მთავარი მიზანია შემცირდეს დრო „დავინახე”-სა და „გავაკეთე”-ს შორის ⚡
🔑 როგორ განვავითაროთ აზროვნება:
🧠 Constraints-Led Approach (შეზღუდვების მიდგომა)
სწორედ ასეთი „გაუგონარი” წესებით არის აგებული როტაცია Ajax-სა და Manchester City-ში:
• გოლი ითვლება მხოლოდ ერთი შეხებით პასის შემდეგ
• ყველა-ორ შეხებაში, ხოლო პლეიმეიკერი - მხოლოდ ერთში
• ❌ არ შეიძლება პასის დაბრუნება იმასთან, ვინც შენ მოგცა
➡️ შაბლონები იშლება - ტვინი ადუღდება 🔥
🎨 ფერადი გადასაცმელები და კონუსები
პასი არა უბრალოდ პარტნიორზე, არამედ:
👉 წითელ გადასაცმელიანზე, თუ მწვრთნელმა ლურჯი ნიშნული ასწია.
ავითარებს ყურადღების გადართვასა და რეაქციის სისწრაფეს.

👀 სკანირება (Scanning)
მოთხოვნა მკაცრია:
-ბურთის მიღებამდე ზურგს უკან უნდა გახედო,
მიიღე ბურთი და არ იცი, რა ხდება ზურგს უკან?
🛑 სასტვენი. პაუზა. განხილვა.

🐺ვულფი•საფეხბურთო სკოლა⚽️

🏕️ახალდაბა 2026 | ფოტოალბომი……………………………………………………….🐺ვულფი•საფეხბურთო სკოლა⚽️✅მწვანე სკოლა•საბურთალო💚
20/07/2026

🏕️ახალდაბა 2026 | ფოტოალბომი
……………………………………………………….
🐺ვულფი•საფეხბურთო სკოლა⚽️
✅მწვანე სკოლა•საბურთალო💚

✅დაჯილდოება 🏅| ახალდაბა 2026 ⚽️✨📸ფოტოალბომი
08/07/2026

✅დაჯილდოება 🏅| ახალდაბა 2026 ⚽️✨

📸ფოტოალბომი

🧠⚽ "ხვალ დავიწყებ" ზაფხულში ბავშვის თავში რა ხდებაივნისი."დავისვენებ. ზაფხული ხომ არის."ივლისი."ცხელა ჯერ ადრეა სეზონის ...
08/07/2026

🧠⚽ "ხვალ დავიწყებ" ზაფხულში ბავშვის თავში რა ხდება

ივნისი.

"დავისვენებ. ზაფხული ხომ არის."

ივლისი.

"ცხელა ჯერ ადრეა სეზონის დაწყებამდე."

აგვისტო.

"სეზონი ისედაც იწყება რა აზრი აქვს."

სეზონი იწყება. მოედანზე გამოდის.

და პირველივე ვარჯიშზე ხვდება

სხვა ბავშვი სხვანაირია. სწრაფია. თავდაჯერებულია. ბურთი ემორჩილება.

"როდის გახდა ასეთი?"

ზაფხულში.

სანამ შენ ისვენებდი ის ვარჯიშობდა.
იმიტომ კი არა რომ ვინმე აძალებდა.
იმიტომ კი არა რომ ვინმე უყურებდა და ტაშს უკრავდა.

იმიტომ რომ გადაწყვიტა შრომა ჩაედო საყვარელ საქმეში💪

ეს არ არის ნიჭის საკითხი.
ეს არის ერთი გადაწყვეტილების საკითხი

❌"ხვალ გავაკეთებ"

✅"დღეს გავაკეთებ!"

ზაფხული არ ბრუნდება.

მაგრამ სეზონზე ყველა ხედავს ვინ იმუშავა და ვინ არა.

იმ ბავშვს რომელმაც გადაწყვიტა "დღეს გავაკეთებ"ეს ეტყობა.
შენც შეგიძლია იყო ის ბავშვი.🫵

ზაფხული ჯერ კიდევ არ დამთავრებულა. ❤️⚽🔥

©️psychologyoffootball

🐺⚽ დასრულდა ჩვენი საზაფხულო შეკრება ახალდაბაში! ☀️🏅 შეკრების დასასრულს თითოეულ მონაწილეს გადაეცა სამახსოვრო მედალი და 📜 ...
07/07/2026

🐺⚽ დასრულდა ჩვენი საზაფხულო შეკრება ახალდაბაში! ☀️

🏅 შეკრების დასასრულს თითოეულ მონაწილეს გადაეცა სამახსოვრო მედალი და 📜 სერტიფიკატი - მათი შრომისმოყვარეობის, 🤝 გუნდურობისა და 💪 დისციპლინის დაფასების სიმბოლოდ.

🙏 გულწრფელ მადლობას ვუხდით თითოეულ ბავშვს დაუვიწყარი დღეებისთვის, მონდომებისთვის, 😊 ღიმილისა და იმ პროგრესისთვის, რომელიც ამ პერიოდში აჩვენეს.

🚀 სექტემბერში კვლავ შევხვდებით ახალი ენერგიით, 🎯 ახალი მიზნებითა და ✨ საინტერესო სიახლეებით.

👋 შეხვედრამდე, “მგლებო”! 💚⚽

#ახალდაბა2026

Address

ბესარიონ ჟღენტის ქ. 37
Tbilisi
0183

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Wolfy•ვულფი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Wolfy•ვულფი:

Shortcuts

Share