28/10/2023
მოგესალმებით! 🍂🧡
▪️ გუდა - ოთხში ამოღებული თხის, ცხვრის ან ხბოს ტყავისაგან დამზადებული პარკი, ჩვეულებრივ ზურგზე ან მხარზე გადასაკიდებელი. გუდით გადაჰქონდათ წყალი, ზეთი, თაფლი, ტკბილი და სხვა. ცხვრის ტყავის გუდას ყველის (გუდის ყველი) გამოსაყვანად და შესანახად იყენებდნენ. გურია-სამეგრელოში „გუდა“ ღვინის საგადასახადო ერთეულიც იყო.
🎯 ეს "გუდა"ს ზოგადი აღწერაა, მაგრამ აი რას ნიშნავს ჩვენი "გუდა"⤵️
▪️ გუდა - საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომლის მიზანია საქართველოს რეგიონების გაცნობა საზოგადოებისთვის, გააცნოს ამა თუ იმ კუთხის წეს-ჩვეულებები, კულტურა, ბუნება თავისი ბინადრებით🐻, ლეგენდები და სხვა მრავალი ტრადიციები. გუდას მიზანია ჩამოყალიბდეს საზოგადოებრივი ჯგუფი, რომელიც აქტიურად იქნება ჩართული როგორც ეკო ტურებში⛺️, ტურისტულ მარშუტებში🏕, ახალი ადგილების აღმოჩენასა🌄 თუ სხვა საინტერესო აქტივობებში⛷.
▪️ გუდას მიზანია განავითაროს და ხელი შეუწყოს გამვლელი ავტომობილებით მოძრავ ე.წ. "ავტოსტოპერებს"👍🏻 შეიქმნას მათთვის მორგებული ინფრასტრუქტურა საქართველოს მასშტაბით, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას, დახვეწავს "ავტოსტოპის" კულტურას და შედარებით კომფორტულს გახდის ამ სფეროს.
▪️ გუდა ასევე მოიცავს საგანმანათლებლო აქტივობას. ჩატარდეს ტრენინგები, დაიგეგმება ერთდღიანი საგანმანათლებლო ტური სადაც საველე პირობებში ჩატარდება სხვადასხვა საკითხებზე ტრენინგები და ლექციები. იქნება საჯარო განხილვები, თავისუფალი აკადემია სადაც ნებისმიერს შეეძლება თავისი გამოცდილების გაზიარება.
⛺️ აიღე ნაბადი და იმოგზაურე გუდასთან ერთად🙈🍂🌞