მეტაფიზიკური ცენტრი - შუქის შვილები

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • მეტაფიზიკური ცენტრი - შუქის შვილები

მეტაფიზიკური ცენტრი - შუქის შვილები Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from მეტაფიზიკური ცენტრი - შუქის შვილები, Coach, არნოლდ ჩიქობავას ქ. №13, Tbilisi.

12/06/2026

რამდენჯერ გიგრძვნია, რომ სხვებთან ურთიერთობაში ყველაფერი რთულდება, მაგრამ სინამდვილეში ყველაზე რთული ურთიერთობა საკუთარ თავთან გაქვს.

👉🏼სწორედ აქ იწყება ყველა სხვა ურთიერთობის ისტორია.

თუ შინაგანად ომში ხარ საკუთარ თავთან,
თუ ხშირად გაწუხებს შფოთვა, გაუგებრობა, წყენა, იმედგაცრუება ან გიჭირს საზღვრების დაცვა,

ეს აუცილებლად აისახება შენს ურთიერთობებზე — პარტნიორთან, შვილთან, მშობელთან, მეგობრებთან და სამყაროსთან.

21 ივნისს, სფეროში, ხათუნა მზექალაშვილი ჩაატარებს ლექციას — ურთიერთობების ხელოვნება.

ლექციაზე ვისაუბრებთ:

• როგორ დავასრულოთ შინაგანი წინააღმდეგობა, შფოთვა და ტანჯვა,
• როგორ ვისწავლოთ საკუთარ თავთან სწორი კომუნიკაცია,
• როგორ ავიყვანოთ ურთიერთობები ხელოვნების დონეზე,
• როგორ ვმართოთ საკუთარი ემოციები და რეაქციები,
• როგორ დავიცვათ ჯანსაღი საზღვრები ნებისმიერ ურთიერთობაში,
• როგორ ვქმნით და ვაწესრიგებთ ურთიერთობების ფორმებსა და ღირებულებებს.

💫ასევე განვიხილავთ სხვადასხვა ტიპის ურთიერთობებს — ქალისა და კაცის, მშობლისა და შვილის, საკუთარ თავთან და ა.შ.

ურთიერთობების ხარისხი განსაზღვრავს ცხოვრების ხარისხს.

ამიტომ თუ მზად ხარ უკეთ გაიცნო საკუთარი თავი, შეცვალო ურთიერთობებისადმი დამოკიდებულება და შექმნა უფრო ჰარმონიული კავშირები, ეს ლექცია შენთვისაა.

🗓️ 21 ივნისი, 15:00 სთ.
📍გიორგი მაზნიაშვილის 35, ფაბრიკასთან.
📌ხანგრძლივობა 2-3 სთ.
📎ღირებულება: 45 ლარი.

💌 ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ რეგისტრაციისთვის მოგვწერე ან ნახე მითითებული ბმული:

https://forms.gle/ViUWK451wn9PEibi9

15/07/2025
17/07/2024

მატერიის ვირტუალურ სამყაროში, სადაც სულის მრავალფეროვანი გამოხატულება ხდება და სადაც სულს საკუთარი თავის შეცნობა სწყურია, დროებით ჩნდება "ძმა". მატერიაში იგი "სხვაა" დროებით, სულისთვის იგი "სხვა ჩემია" ანუ ერთი და იგივე ცნობიერების სხვა ფორმაში გამოვლინებაა. სხვა არ არსებობს. ყველაში ნამდვილი "მე" ერთი და იგივე ცნობიერი ყოფიერებაა ღმერთის. მზე და ხმალი დუალიზმის სიმბოლოა, როგორც სინათლე და სიბნელე. ხმალი ომია და სიბნელის ნიშანია, მზე კი სიცოცხლეს ბადებს და ნათელია. მაგ დუალიზმიდან მიდის ფორმის და ფიქრის მრავალფეროვნება. მატერიაში ვერც ერთს ვერ გამოვრიცხავთ. ზოგჯერ ხმალი გჭირდება ოჯახის და სამშობლოს დასაცავად და ზოგჯერ სიყვარულს სჭირდება მოზომვა "სხვის" ევოლუციას ხელი რომ არ შევუშალოთ.
რუმიც იგივე სიმართლეზე ლაპარაკობდა და თქვა: კარგი და ცუდი საქმეების მიღმა არსებობს ადგილი, სადაც.ყველას შეგხვდებითო.
სულს ერთი სიმართლე აქვს მხოლოდ: არსებობს ერთი ღმერთი და ნარჩენი ყველაფერი მისი დროებითი გამოვლინებაა. იმისთვის რომ, საკუთარი თავის შეცნობა შესაძლებელი იყოს, ჩნება სხვისი არსებობის საჭიროებაც. ყველა "სხვა" დროსა და სივრცეში გამოვლენილი იგივე "მე-ა"
მოდით მივიღოთ ყველასგან ქვის სროლაც და კოცნაც. მერე ჩვენთვის გადავწყვიტოთ.თავად რა გვირჩევნია გავცეთ მახვილის ჩარტყმა თუ სიყვარული? მაგის კონტროლი მხოლოდ იმ ფორმაში შეგვიძლია, რაც დროებით ავირჩიეთ. სხვა სხეულში მაგას ვერ შევცვლით. რასაც ადამიანი გასცემს, ყველაფერს საკუთარ თავს უკეთებს იმიტომ რომ, სხვა არ არსებობს.
სხვა რომ არსებობდეს, მაშინ ორი სხვადასხვა ყოფიერების შესაძლებლობა უნდა დავუშვათ. არსებობს ერთი ღმერთის ერთი მარადიული ყოფიერება.
ყველა "ძმა" დროებითი "სხვა ჩემია".
დედამიწაზე ყველა ფორმას თავისი როლო აქვს და იგი ყოველთვის ემსახურება ჭეშმარიტებაში გამოღვიძებას: სხვა არ არსებობს.

Address

არნოლდ ჩიქობავას ქ. №13
Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მეტაფიზიკური ცენტრი - შუქის შვილები posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category