25/08/2026
ახალი სასწავლო წელი იწყება Ice Arena Academy-ში! ✨❄️
ახალი სეზონი — ახალი შესაძლებლობები, ახალი მიზნები და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი მთავარი მისიისკენ. 💙
🎉 დიდი სიახლე — Ice Arena Academy უკვე დიდ დიღომშიც გელოდებათ!
სიხარულით გაცნობებთ, რომ ახალი სეზონიდან ჩვენი აკადემიის კარი კიდევ უფრო მეტ ბავშვსა და ფიგურული სრიალით დაინტერესებულ ადამიანს გაეხსნება.
📍 დიდი დიღომი — ბობ უოლშის ქ. 25
ჩვენთვის ფიგურული სრიალი მხოლოდ სპორტი არ არის. ⛸️
ეს არის დისციპლინა, შრომა, თავდაჯერებულობა, მიზანდასახულობა და საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენის გზა და, რაც ყველაზე მთავარია, ჯანმღტელობა და სიჯანსაღე. .
Ice Arena Academy-ის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწორედ ფიგურული სრიალის პოპულარიზაციაა — გვინდა, ეს ულამაზესი სპორტის სახეობა კიდევ უფრო პოპულარული და ხელმისაწვდომი გახდეს მომავალი თაობისთვის და თითოეული ადამიანისთვის, ვისაც ყინულზე საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა და განვითარება სურს. 🤍
ჩვენ გვჯერა, რომ დიდი წარმატება სწორედ ყინულის მოედნიდან იწყება.
და ამის არაერთი მაგალითი უკვე გვაქვს — ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი სპორტსმენების წარმატებებმა და საერთაშორისო აღიარებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად დიდი შესაძლებლობები იწყება აქ, ყინულზე. 🏆🌍
ახალ ფილიალში თქვენს პატარებს დახვდებათ პროფესიონალ მწვრთნელთა გუნდი, ინდივიდუალური მიდგომა და გარემო, სადაც თითოეული ბავშვი შეძლებს საკუთარი შესაძლებლობების განვითარებას და ყინულზე პირველი ნაბიჯების თავდაჯერებულად გადადგმას. ⛸️💙
👧 ინდივიდუალურ გაკვეთილებზე მიღება 3 წლიდან!
📅 დიდი დიღომი — ინდივიდუალური გაკვეთილები იწყება 1 სექტემბრიდან
📅 საბურთალო — ინდივიდუალური გაკვეთილები იწყება 7 სექტემბრიდან
📍 საბურთალო — უნივერსიტეტის ქ. 2
✨ ჯგუფურ გაკვეთილებზე რეგისტრაცია მოგვიანებით დაიწყება — დეტალებს მალე გაგიზიარებთ.
თუ გსურთ, თქვენს შვილს მისცეთ შესაძლებლობა, შეიყვაროს სპორტი, შეიძინოს ახალი უნარები, განივითაროს დისციპლინა და თავდაჯერებულობა, აღმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები და, ვინ იცის, ერთ დღეს საერთაშორისო ასპარეზზეც მიაღწიოს წარმატებას და რაც, ყველაზე მთავარია,
ფიგურული ციგურაობა მხოლოდ სპორტი არ არის — ის ხელს უწყობს ბავშვის ფიზიკურ განვითარებას, სხეულის გაძლიერებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებას და ჯანმრთელობის შენარჩუნებას.“ 🤍 — დაიწყეთ პირველი ნაბიჯით. 💫
📩 რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში.