28/08/2023
🎉 დღეს, 28 აგვისტოს, 100 წელი გავიდა მყინვარწვერზე პირველი ქართული ასვლიდან
🇬🇪 1923 წელს გიორგი ნიკოლაძის ხელმძღვანელობით 23 ადამიანისგან შემდგარმა ჯგუფმა მყინვარწვერის თოვლიან წვერს მიაღწიეს, ექსპედიცია ახლად დაფუძნებულ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უკავშირდებოდა და დაკომპლექტებული იყო ახალგაზრდა სტუდენტებითა და მოსწავლეებით - ეს იყო პირველი დიდი განაცხადი ქართული მთამსვლელური საზოგადოების შექმნისა, რომელიც სათანადო კონკურენციას გაუწევდა ევროპის საუკეთესო ალპინისტურ ერთობებს
⛰️ მყინვარწვერზე 1923 წლის ასვლას კიდევ უფრო ისტორიულად აქცევს მასში 5 ქართველი ქალის მონაწილება და წარმატებული ასვლა მწვერვალზე იმ პერიოდში, როდესაც მთამსვლელობა თითქმის ექსკლუზიურად მამაკაცურ სპორტად მიიჩნეოდა. ექსპედიციაში ასევე მონაწილეობდა 4 გოგო, რომლებიც ასაკის გამო (15-16 წელი) მხოლოდ ერმოლოვის ქოხამდე, ე.წ. "შევარდენის ბუდემდე" ავიდნენ
🏞️ აღსანიშნავია, რომ პირველი ექსპედიციის გამყოლი ლეგენდარული იაგორ კაზალიკაშვილი იყო
🏔️ დღეს ქართველი მთამსვლელები, აგრძელებს მთამსვლელობის ამ ბრწყინვალე ისტორიას
#ალტიჰატიქართულალპინიზმზე