29/08/2026
თუ თქვენი შვილი ჩვენს ჯგუფში იწყებს კარატეს, მინდა თავიდანვე იცოდეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ. ❤️
1️⃣ დარბაზში ყველა ბავშვი თანაბარია.
არ აქვს მნიშვნელობა ასაკს, შესაძლებლობას თუ იმას, რამდენი ხანია ვარჯიშობს. წესები ყველასთვის ერთია.
2️⃣ დისციპლინა ჩვენთან არჩევითი არ არის.
კარატე იწყება პატივისცემით მასწავლებლის, თანაგუნდელის, დარბაზისა და საკუთარი თავის მიმართ.
3️⃣ სენსეის სიმკაცრე ბავშვის წინააღმდეგ არ არის.
თუ ბავშვს შენიშვნას ვაძლევ, ვთხოვ დავალების გამეორებას ან მისგან მეტს მოვითხოვ ეს იმიტომაა, რომ ვიცი, მას მეტი შეუძლია.
4️⃣ ნუ ჩაერევით ვარჯიშის პროცესში.
ვარჯიშის დროს ბავშვმა უნდა ისწავლოს სენსეის მოსმენა და დამოუკიდებლად მოქმედება. გვერდიდან მინიშნებები და კარნახი ამ პროცესს ხელს უშლის.
5️⃣ ნუ შეადარებთ თქვენს შვილს სხვას.
ერთი ბავშვი სწრაფად სწავლობს ტექნიკას, მეორეს მეტი დრო სჭირდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მისი პროგრესი გუშინდელ საკუთარ თავთან შედარებით.
6️⃣ მედალი ჩვენი მთავარი მიზანი არ არის. 🏆
მინდა ბავშვმა გამარჯვებაც ღირსეულად მიიღოს და მარცხიც. ჩემთვის ჩემპიონობა მხოლოდ პირველი ადგილი არ არის ჩემპიონია ისიც, ვინც წაიქცა და ისევ ადგა.
7️⃣ ნუ მისცემთ უფლებას პირველივე სირთულეზე დანებდეს.
„აღარ მინდა“ ზოგჯერ უბრალოდ ნიშნავს „გამიჭირდა“. სწორედ ასეთ მომენტებში იწყება ხასიათის ჩამოყალიბება.
8️⃣ პასუხისმგებლობა ბავშვმაც უნდა ისწავლოს.
კიმონო, ქამარი, წყალი, დამცავები და საკუთარი ნივთები ნელ-ნელა თავად უნდა აკონტროლოს. ჩვენ მხოლოდ სპორტსმენებს კი არა, დამოუკიდებელ ადამიანებსაც ვზრდით.
9️⃣ შედეგს სჭირდება სისტემატურობა.
კარატე არ არის სპორტი, სადაც თვეში რამდენჯერმე მოსვლით სტაბილურ შედეგს მივიღებთ. რეგულარული ვარჯიში პროგრესის საფუძველია.
🔟 ენდეთ პროცესს და ენდეთ სენსეის.
მშობელი და მწვრთნელი ბავშვის ცხოვრებაში ერთმანეთის კონკურენტები არ არიან. ჩვენ ერთი მიზანი გვაქვს, ბავშვი გახდეს ძლიერი, თავდაჯერებული, დისციპლინირებული და ღირსეული ადამიანი.
❤️ და კიდევ ერთი, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი წესი:
როდესაც ბავშვს ჩემს დარბაზში ტოვებთ, მე მას მხოლოდ როგორც მოსწავლეს არ ვუყურებ. თითოეულის განვითარება, უსაფრთხოება, წარმატება და ხასიათი ჩემთვის პასუხისმგებლობაა.
ამიტომ ზოგჯერ შევაქებ.
ზოგჯერ მოვთხოვ.
ზოგჯერ მკაცრიც ვიქნები.
მაგრამ ყოველთვის ვეცდები, რომ თითოეულმა მათგანმა საკუთარ თავში აღმოაჩინოს იმაზე მეტი, ვიდრე თვითონ ეგონა. 🥋❤️
Iberia So-Kyokushin Dojo
598 91 74 05