29/11/2021
Memete-მემეტე MMA
წარმოგიდგენთ შერეული საბრძოლო ხელოვნებების მებრძოლ 25 წლის ბადრი ფოცხვერაშვილს.
ბადრიმ ვარჯიში 10 წლის ასაკიდან დაიწყო სამოყვარულო კარატეზე. 14 წლისას შევიდა ძიუდოს წრეზე და ასპარეზობა დაიწყო სხვადასხვა ტურნირებზე. პირველად მან მონაწილეობა მიიღო მცხეთა-მთიანეთის რეგიონალურ ჩემპიონატში ძიუდოში, სადაც მეორე ადგილი დაიკავა. ამ ფაქტმა მისი მოტივაცია კიდევ უფრო გაზარდა, რათა გაეგრძელებინა ვარჯიში და გამხდარიყო ჩემპიონი. იყო საქართველოს პრიზიორი პატარებში, აგრეთვე მონაწილებას იღებდა ქართული ჭიდაობის შეჯიბრებებში.
17 წლის ასაკში, აბიტურიენტობის პერიოდში, მან გადაწყვიტა პროფესიონალური სპორტისთვის ცოტახნით თავი დაენებებინა და სწავლისთვის მიეხედა, ხოლო, როდესაც უნივერსიტეტში სწავლა დაასრულა ისევ გაუჩნდა სურვილი გაეგრძელებინა სპორტული კარიერა. დაინტერესდა სხვა საბრძოლო ხელოვნებით, კერძოდ კრივით, სადაც ის ერთი წელი ვარჯიშობდა.
შემდეგ ის დაინტერესდა MMA-თი. 2021 წლის ივნისში მან ვარჯიში დაიწყო შერეული საბრძოლო ხელოვნების კლუბ „მემეტეში“ მწვრთნელ ედიშერ გოგიასა და არჩილ გოგალაძესთან.
2021 წლის 24 სექტემბერს კახეთში კერძოდ იორმუღალოში ჩატარებულ WJF ის ტურნირზე MMA ს პროფესიონალურ ბრძოლებში შედგა ბადრის სადებიუტო ბრძოლა. მისი დებიუტი პროფესიონალურ სპორტში წარმატებული აღმოჩნდა. მან პირველივე რაუნდში დაამარცხა მისი მეტოქე გიორგი კვარაცხელია წონით 70კილო კატეგორიაში.
ბადრიმ მონაწილეობა მიიღო ასევე 2021 წლის 6 ნოემბერს „კრიობაში“ (ქალაქური კრივი) ჩატარებულ ტურნირშიც. მისი სპორტული ჟინით, სიმშვიდით და დაუღალავი შრომით მან შეძლო ეფექტური გამარჯვების მოპოვება მეორე რაუნდში.
ამჟამად ბადრი აქტიურად განაგრძობს ვარჯიშს და ემზადება სამომავლო ბრძოლებისთვის. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მებრძოლს ! 💪