09/07/2021
GEO CUP-ის გუნდი მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს და ორგანიზაციას, ვინც წვლილი შეიტანა წლევანდელი ფესტივალის ორგანიზებაში. ასევე დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც უანგაროდ გვეხმარებოდნენ ფესტივალის მსვლელობისას. წელს ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 14 საფეხბურთო სკოლა 536 ფეხბურთელით. მადლობა თითოეულ სკოლას, მწვრთნელს და ფეხბურთელს. თქვენი მონაწილეობით საფუძველი ჩაეყარა ისეთ ღონისძიებას, რომელიც იმედი გვაქვს ჩვენი ქვეყნისთვის მომავალში გახდება ერთერთი სავიზიტო ბარათი ბავშვთა ფეხბურთის და სპორტის მიმართულებით.