She Loves The Gloves

She Loves The Gloves ყველა ბრძოლის მიღმა იმალება ისტორია, რომელიც მოყოლას იმსახურებს. There's a story behind every fight - I live to tell it. Powered by Betsson.sport Dudey, a.k.a.

Dudey - კრისტინა ავსარქისოვას ფსევდონიმი და სასცენო სახელია. ქოფირაითერი და ელექტრონული მუსიკოსი, ის ბოლო 7 წელი თითქმის ყოველ კვირა დღეს, გამთენიისას, ოქტაგონზე გამართული ბატალიების ყურებით იწყებს. დუდის სჯერა, რომ ყველა ბრძოლის უკან განსაკუთრებული ისტორია იმალება და სწორედ ამ ისტორიების მოყოლას ცდილობს. Kristina Avsarkisova is an MMA journalist and the one-girl army behind the She Loves The Glov

es blog. Copywriter and electronic musician, for the past 7 years she's spent every Sunday morning watching Gods of war create their violent masterpieces in the octagon. Dudey believes that there's a story behind every fight - and she lives to tell it.

17/08/2026

ასე ხდება, როდესაც შუაღამეს ლაივს ატარებ და უკანასკნელი დარჩენილი ტვინის უჯრედი გღალატობს 🫠

17/08/2026

ვფიქრობ, იან მაჩადო გარი მახაჩევთან ბრძოლას ხელახლა რომ უყურებს, ინანებს არასაკმარის აგრესიულობას და ზეწოლას, რომლის შესაძლებლობა იმ ბრძოლაში ჰქონდა.

მიუხედავად იმისა, რომ გარიმ კარგი გამოსვლა აჩვენა, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ გაცილებით მეტი შეეძლო.

🎥 სრული განხილვა აქ: https://youtube.com/live/wy0TzCQdub8

16/08/2026

🫡 ედსონ ბარბოსასთან არანაირი პრეტენზია არ გვაქვს - ბრაზილიელი საკუთარი რეზიუმეთი გამოცდილ ვეტერანთა შორის კი გამოირჩევა…

-ზე ესტებან რიბოვიკსთან წაგების შემდეგ, ბარბოსამ MMA კარიერა ოქტაგონშივე დაასრულა 🙏

ლაივში ვართ! შემოგვიერთდით 🤘
16/08/2026

ლაივში ვართ! შემოგვიერთდით 🤘

Enjoy the videos and music you love, upload original content, and share it all with friends, family, and the world on YouTube.

⚡️ ისლამ მახაჩევმა ქვესაშუალო წონის ქამარი დაიცვა, მაკკენზი დერნმა ასევე ჩემპიონობა შეინარჩუნა, გამოცხადდა ვოლკანოვსკი-ე...
16/08/2026

⚡️ ისლამ მახაჩევმა ქვესაშუალო წონის ქამარი დაიცვა, მაკკენზი დერნმა ასევე ჩემპიონობა შეინარჩუნა, გამოცხადდა ვოლკანოვსკი-ევლოევი და იანი-დვალიშვილი - ერთი სიტყვით, სალაპარაკო ბევრია…

ჰოდა, ვილაპარაკოთ! 14:00 საათზე გელით She Loves The Gloves იუთუბ არხზე ტურნირის შემაჯამებელ ლაივში 🤘

💥 ლეგენდარული ანდერსონ სილვას რეკორდი მოხსნილია! -ის მთავარ ბრძოლაში, ისლამ მახაჩევმა ქვესაშუალო წონის ტიტული წარმატებით...
16/08/2026

💥 ლეგენდარული ანდერსონ სილვას რეკორდი მოხსნილია!

-ის მთავარ ბრძოლაში, ისლამ მახაჩევმა ქვესაშუალო წონის ტიტული წარმატებით დაიცვა და ზედიზედ მე-17 გამარჯვება იზეიმა. იან მაჩადო გარისგან შთამბეჭდავი გამოსვლის მიუხედავად, დაღესტნელმა ჩემპიონმა სიმშვიდე შეინარჩუნა, საკუთარი გეგმა ბოლომდე შეასრულა და მსაჯების თვალებში ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოგებაც დაიმსახურა (49-46, 49-46, 48-47).

მსუბუქი წონის ტიტულის დაცვების რეკორდსმენმა ამ მოგებით ქამრის დაცვა აწ უკვე მეორე დივიზიონში მოახერხა და კარიერის სტატისტიკა 29-1 გააუმჯობესა 🤘

👑 დომინანტური გამოსვლა და ქამრის პირველი დაცვა - მაკკენზი დერნმა მინიმალური წონის ტიტული შეინარჩუნა! -ის თანამთავარ დაპი...
16/08/2026

👑 დომინანტური გამოსვლა და ქამრის პირველი დაცვა - მაკკენზი დერნმა მინიმალური წონის ტიტული შეინარჩუნა!

-ის თანამთავარ დაპირისპირებაში, ბრაზილიელმა ჯილიან რობერტსონი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა (49-46, 49-46, 48-47). აღსანიშნავია, რომ დერნი როგორც დგომში, ასევე პარტერში თავდაჯერებულად გამოიყურებოდა და მეტოქეს შანსები არც ერთ განზომილებაში დაუტოვა.

🤘 რა უნდა იყოს შემდეგი ჩემპიონისთვის?

🔥 და უკვე ოფიციალურად! 24 ოქტომბერი, აბუ-დაბი,   - სუპერმსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი Merab "The Machine" Dvalishvili ქა...
16/08/2026

🔥 და უკვე ოფიციალურად!

24 ოქტომბერი, აბუ-დაბი, - სუპერმსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი Merab "The Machine" Dvalishvili ქამრის დაბრუნებას პიოტრ იანთან ტრილოგიაში შეეცდება. 5-რაუნდიანი სატიტულო დაპირისპირება ტურნირის თანამთავარი ბრძოლის როლს შეასრულებს 🇬🇪

საღამოს მთავარ შეხვედრაში კი, ალექსნადრ ვოლკანოვსკი ქვემსუბუქი წონის ქამრის დაცვას დაუმარცხებელ მოვსარ ევლოევთან შეეცდება.

აბა, რა პროგნოზი გაქვს? 🤘

✈️  ქალბატონებო და ბატონებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Stoltzfus Airlines-ის რეისზე!შეიკარით ღვედები, მეორე რაუნდში ...
16/08/2026

✈️ ქალბატონებო და ბატონებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Stoltzfus Airlines-ის რეისზე!

შეიკარით ღვედები, მეორე რაუნდში მოსალოდნელია მცირე ტურბულენტობა… თუმცა ყველაფერი მალევე, შესანიშნავი მახრჩობელათი დასრულდება. სასიამოვნო ფრენას გისურვებთ 🫡

UFC დებიუტიდან 16+ წლის შემდეგ, ედსონ ბარბოსამ MMA კარიერა დაამთავრა. ესტებან რიბოვისკთან დღევანდელი დაპირისპირება, რომე...
16/08/2026

UFC დებიუტიდან 16+ წლის შემდეგ, ედსონ ბარბოსამ MMA კარიერა დაამთავრა. ესტებან რიბოვისკთან დღევანდელი დაპირისპირება, რომელიც ბრაზილიელმა მეორე რაუნდში დათმო, ოქტაგონში მისი ბოლო გამოსვლა აღმოჩნდა.

მადლობა ყველაფრისთვის 🫡

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when She Loves The Gloves posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category