ფორმულა სპორტი • Formula Sport

ფორმულა სპორტი • Formula Sport 🏆 ნამდვილი ამბები სპორტის მოყვარულთათვის!

💥 კვარას დუბლიიიიიიი!📌 პსჟ 4 : 2 ბაიერნი | 56'
28/04/2026

💥 კვარას დუბლიიიიიიი!

📌 პსჟ 4 : 2 ბაიერნი | 56'

28/04/2026

🔥 კვარას გოლი ბაიერნის კარში

ვიდეო: sakartvelo_team

🇬🇪 ლიეტუვასთან მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა ⚽ მიქაუტაძემ მოწინააღმდეგის კარში ორი გოლი გაიტანა
29/03/2026

🇬🇪 ლიეტუვასთან მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა

⚽ მიქაუტაძემ მოწინააღმდეგის კარში ორი გოლი გაიტანა

💥 მიქაუტაძის დუბლი ლიეტუვასთან 📌 საქართველო 2:0 ლიეტუვა
29/03/2026

💥 მიქაუტაძის დუბლი ლიეტუვასთან

📌 საქართველო 2:0 ლიეტუვა

⚽ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია იქნება, ხოლო ვიცე-კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი📌 გუშინ, ცნობილი გა...
24/03/2026

⚽ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია იქნება, ხოლო ვიცე-კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი

📌 გუშინ, ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია სანაკრებო კარიერას 2 ივნისს, რუმინეთთან შეხვედრის შემდეგ დაასრულებს

💬 „ნამდვილად მძიმე დღეებია მთელი ქვეყნისთვის. მინდა გამოვხატო უდიდესი მწუხარება კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო ...
23/03/2026

💬 „ნამდვილად მძიმე დღეებია მთელი ქვეყნისთვის. მინდა გამოვხატო უდიდესი მწუხარება კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო და გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადო სრულიად საქართველოს. ახლა უკვე შემიძლია ვთქვა, რომ განსაკუთრებულად ვემზადები ჩემი ბოლო სანაკრებო მატჩისთვის, რომელიც ივნისში მელოდება.

მსურდა, ეს გადაწყვეტილება პირადად მეთქვა თქვენთვის — საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის, ჩემი ქომაგებისთვის და მთელი ქვეყნისთვის. 38 წლის ასაკში დადგა დრო, დიდი მადლობა გადაგიხადოთ და გაცნობოთ ჩემი 17-წლიანი სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ.

წესით, ეს ფრაზა პასუხობს ყველა კითხვას ჩემს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ნამდვილად ხანგრძლივი, საინტერესო და მოგონებებით სავსე იყო ეს საფეხბურთო თავგადასავალი. ბედნიერი ვარ, რომ წლების განმავლობაში ვემსახურები ჩემს ქვეყანას და წარმოვადგენ სპორტის იმ სახეობას, რომელიც მთელ მსოფლიოში უყვართ. მიხარია, რომ მქონდა შესაძლებლობა მეთამაშა სხვადასხვა თაობის გამორჩეულ ქართველ ფეხბურთელებთან ერთად.

უდიდესი პატივია ვიყო ასეთი ნიჭიერი მოთამაშეებით დაკომპლექტებული და საამაყო გუნდის კაპიტანი. ჩვენ ერთად მივაღწიეთ არა მხოლოდ ჩვენს მიზნებს, არამედ თითოეული ქართველის დიდ ოცნებას — ვითამაშეთ ევროპის ჩემპიონატზე. ამ გზასთან დაკავშირებული თითოეული მომენტი ჩემთვის ისტორიაზე მეტია. თითოეულ მწვრთნელთან და გუნდის წევრთან გატარებული ყოველი წუთი დაუვიწყარია — ამაზე უფრო ვრცლად აუცილებლად ვისაუბრებთ.

გამორჩეულია ყველა ემოცია, რომელსაც გულშემატკივრებისგან, როგორც სტადიონზე, ისე მის გარეთ ვგრძნობ. სწორედ ისინი ამრავალფეროვნებენ ჩემს კარიერას. თითოეული სიტყვა და ფრაზა, რომელიც თქვენგან მომისმენია, ჩემთვის ძვირფასია. მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ფეხბურთის ფედერაციას. ყოველთვის ვგრძობდი გვერდში დგომას. უახლოეს ორ შეხვედრას ახლა მეც უკვე, როგორც გულშემატკივარი, დაველოდები, ხოლო ივნისში, ამხანაგურ მატჩში რუმინეთთან, ჩემი საამაყო მაისურით საქართველოს ნაკრებში ბოლოჯერ ვითამაშებ. შევხვდებით — ჩემს 129-ე, ბოლო და ყველაზე დაუვიწყარ სანაკრებო მატჩზე“— ნათქვამია გურამ კაშიას განცხადებაში

◾ ხვიჩა კვარაცხელიამ „ჩელსისთვის“ გატანილი გოლი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა◾ სრულიად საქართველოს კ...
17/03/2026

◾ ხვიჩა კვარაცხელიამ „ჩელსისთვის“ გატანილი გოლი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა

◾ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორე კათოლიკოს-პატრიარქად 1977 წელს აირჩიეს. ის საქართველოს 141-ე პატრიარქი იყო

💥 15 ივნისს ქართველი მებრძოლი ვაშინგტონში, თეთრ სახლში ამერიკელ ჯასტინ გეიჯის მსუბუქი დივიზიონის ქამრისთვის დაუპირისპირდ...
08/03/2026

💥 15 ივნისს ქართველი მებრძოლი ვაშინგტონში, თეთრ სახლში ამერიკელ ჯასტინ გეიჯის მსუბუქი დივიზიონის ქამრისთვის დაუპირისპირდება

🇺🇸 ღონისძიება UFC Freedom 250 აშშ-ს დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს მიეძღვნება

🏅 ისტორიაში პირველად საქართველომ ზამთრის ოლიმპიადაზე მედალი მოიპოვა💬 „ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილმა ზა...
17/02/2026

🏅 ისტორიაში პირველად საქართველომ ზამთრის ოლიმპიადაზე მედალი მოიპოვა

💬 „ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილმა ზამთრის ოლიმპიადაზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში თავისუფალი პროგრამით 146,29 ქულა მოიპოვა

მილანში ფიგურული ციგურაობის სპორტული წყვილების კატეგორიაში თავისუფალი პროგრამით იასპარეზა ლუკა ბერულავასა და ანასტასი მეტელკინას წყვილმა. მათ მსაჯებისგან 146,29 ქულა დაიმსახურეს, ორი პროგრამის ჯამში 221,75 ქულა დააგროვეს და ამ ეტაპზე მეორე ადგილზე იმყოფებიან.

მოკლე პროგრამაში წყვილმა 75,46 ქულა მოაგროვა, რაც მეორე შედეგი იყო. 17 თებერვალს უკვე ყინულზე მოკლე პროგრამით ანასტასია გუბანოვას ვიხილავთ.

ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები 22 თებერვალს დაიხურება. ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო სპორტის ორ სახეობაში - ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში - რვა სპორტსმენითაა წარმოდგენილი“ — წერია სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში

Address

45 Vazha Pshavela Avenue
Tbilisi
0177

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ფორმულა სპორტი • Formula Sport posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ფორმულა სპორტი • Formula Sport:

Shortcuts

Share

Category