14/11/2022
საქართველოში ცურვის სპორტის განვითარების გულშემატკივრებისთვის ცნობილია რომ აჭარის დედაქალაქ ბათუმში, საერთაშორისო კლასის დამსახურებული მწვრთნელის, იგორ ომელჩენკოს თაოსნობით შეიქმნა მაღალი მიღწევების ცენტრი- კლუბი ,,ელიტ" . ამ კლუბის მიზანია საქართველოში ნიჭიერ, მიზანდასახულ, მოცურავეებს მიეცეთ საშუალება, საკუთარი ნიჭის, შრომის და მათი მწვრთნელის, იგორ ომელჩენკოს უზარმაზარი გამოცდილების მეშვეობით, საკუთარი ძალებით შეძლონ საერთაშორისო დონის ჩემპიონატებში, მონაწილეობის უფლების მოპოვება, ამ შეჯიბრებში ღირსეული გამარჯვება. ამ შესანიშნავი კლუბის ეს ნათელი მიზანი ნამდვილად იმსახურებს ნებისმიერი სპორტის გულშემატკივრის გულითად მხარდაჭერას, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ უნიჭიერეს სპორტსმენებს, მათდამი არასათანადო მოპყრობის, უყურადღებობის, და სხვა ცნობილ მიზეზთა გამო აქამდე არ ეძლეოდათ ამის საშუალება . წარმატებას ვუსურვებთ ამ კლუბს და დიდ მადლობას ვუხდით მათი მხარდაჭერისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ტელევიზიის შესანიშნავი გადაცემის ,,სპორტკლუბი" ავტორს და წამყვანს ბ-ნ ბესი ჩიბურდანიძეს, უნიჭიერეს ჟურნალისტს, და სპორტის ქომაგს, არაჩვეულებრივ ადამიანს ზურა დიასამიძეს, ოპერატორს, ასევე საკრებულოდან ბ-ნ ლევან ცხოიძეს, ნატალია ძიძიგურს და უამრავ სხვა ღირსეულ ადამიანს, რომლებიც მთელი გულით გულშემატკივრობენ ამ შესანიშნავ სპორტს და კლუბ ელიტს.
სპორტკლუბი / SportClub საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტი Omeltchenko @საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაცია