Kety Zhvania-Tyson / ქეთი ჟვანია-ტაისონი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Kety Zhvania-Tyson / ქეთი ჟვანია-ტაისონი

Kety Zhvania-Tyson / ქეთი ჟვანია-ტაისონი Transformative Coach and Trainer, Team Building facilitator

"თამაშის არქიტექტორის" ჩაღრმავებული კურსის პირველი სესიის ვიდეო Linkedin-ზე
22/06/2026

"თამაშის არქიტექტორის" ჩაღრმავებული კურსის პირველი სესიის ვიდეო Linkedin-ზე

🚀 მეტაფორაში დაიწყო „თამაშის არქიტექტორის“ ჩაღრმავებული კურსი. როგორ შევქმნათ საგანმანათლებლო თამაში? რატომ მ...

🚀 Captain's Log  #2ბავშვობაში კოსმონავტობაზე არასოდეს მიოცნებია, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს 😊თუმცა რაც უფრო მეტს ვმუშა...
03/06/2026

🚀 Captain's Log #2

ბავშვობაში კოსმონავტობაზე არასოდეს მიოცნებია, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს 😊

თუმცა რაც უფრო მეტს ვმუშაობ საგანმანათლებლო თამაშების დიზაინზე, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ამ ორ პროფესიას რაღაც საერთო აქვს.

ორივეს აინტერესებს უცნობი ტერიტორიები.

ორივე ექსპერიმენტობს.

ორივე სვამს კითხვებს.

და ორივე ცდილობს შექმნას ისეთი გამოცდილება, სადაც ადამიანები აღმოაჩენენ იმას, რაც მანამდე არ იცოდნენ.

🚀 "თამაშის არქოტექტორი - ჩაღრმავებული კურსის" მისია იწყება 8 ივნისს.

#თამაშისარქიტექტორი

Metaphora • მეტაფორა  - კვირაზე ნაკლები დარჩა. გელით
02/06/2026

Metaphora • მეტაფორა - კვირაზე ნაკლები დარჩა. გელით

რამდენიმე თვეა ერთ საინტერესო კითხვაზე ვფიქრობ:რა განსხვავებაა თამაშის გამოყენებასა და თამაშის შექმნას შორის?წლების განმ...
31/05/2026

რამდენიმე თვეა ერთ საინტერესო კითხვაზე ვფიქრობ:

რა განსხვავებაა თამაშის გამოყენებასა და თამაშის შექმნას შორის?

წლების განმავლობაში ათასობით თამაში გამომიყენებია ტრენინგებზე, სასწავლო პროგრამებში, ახალგაზრდულ პროექტებსა და გუნდებთან მუშაობისას.

მაგრამ ბოლო წლებში სულ უფრო მეტად მაინტერესებს არა ის, თუ რომელი თამაში გამოვიყენო, არამედ ის, თუ როგორ იქმნება თამაში.

როგორ იბადება იდეა?

როგორ იქმნება გამოწვევა?

როგორ ჩნდება ჩართულობა?

როგორ ხდება, რომ ადამიანები სწავლობენ და ამას ხშირად ვერც კი ამჩნევენ?

გუშინ ნიდერლანდებიდან გერმანიისკენ წამოვედი (იქ ტრენერების ტრენინგის გუნდის წევრი ვიყავი) და ვერაფრით გამოვრთე ტვინი - ჩაებღაუჭა ამ კითხვებს და ცოცხალი თავით არ შემეშვა. მთელი გზა ამ იდეას 'ვღეჭავდი" და

და უცებ ყველაფერი თავის ადგილას დალაგდა.

ეს აღარ იქნება უბრალოდ კურსი თამაშებზე.

ეს იქნება აკადემია.

კოსმოსური მისია.

მოგზაურობა ექვს პლანეტაზე.

და თითოეული მონაწილის ამოცანა იქნება საკუთარი საგანმანათლებლო პლანეტის შექმნა.

ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ მისიის ბოლოს ყველა ეს პლანეტა ერთ ახალ გალაქტიკად გაერთიანდება.

ვიცი, ცოტა გიჟურად ჟღერს 😊

მაგრამ თუ სწავლა თავგადასავალი არ არის, მაშინ რა არის?

🚀🌍✨

ნებიმისერ პროგრამაზე მუშაობისას ჩემი ენერგიის წყარო არის ის ცნობისმოყვარეობა და ხალისი რაც თავად მე მაქვს თემასთან მიმართებაში. ჰოდა სული მიკაწკაწებს ისე მაინტერესებს რა გამოგვივა!!!

8 ივნისს ვიწყებთ ტრენერების ტრენინგის "თამაშის არქიტექტორის" ჩაღრმავებულ კურსს Metaphora • მეტაფორა -ში.
სარეგისტრაციო ბმული იხილეთ კომენტარებში

With Metaphora • მეტაფორა  – I just got recognized as one of their top fans! 🎉
30/05/2026

With Metaphora • მეტაფორა – I just got recognized as one of their top fans! 🎉

30/05/2026

დასრულდა ტრენერების ტრენინგის მოდული “თამაშის არქოტექტორის” პურველი საბაზო კურსი. უღრმესი მადლობა ჩემს მეგობრებს და პარტნიორებს რომ მხარი დამიჭირეს და მეტაფორასჯადოსნურ სივრცეში მომეცა ამ პროგრამის განხორციელების საშუალება.
და მადლობა არაჩვეულებრივ მონაწილეებს - ჩვენ ერთად შევქმენით ეს დაუვიწყარიმოგონებები

https://www.facebook.com/share/v/1GpSt4QNq5/?mibextid=wwXIfr

27/05/2026

მეტაფორაში 20 ივლისს დაიწყება "თამაშის არქიტექტორი'ს საბაზო კურსის მეორე ნაკადის მუშაობა. შემომიერთდით და გახადეთ თქვენი საგანმანათლებლო პროგრამები უფრო სახალისო და საინტერესო.

ვიწყებთ "თამაშის არქიტექტორის" საბაზო კურსის მეორე ნაკადზე რეგისტრაციას. სესიები დაიწყება 20 ივლისს საღამოს 19:00 - 22:0...
27/05/2026

ვიწყებთ "თამაშის არქიტექტორის" საბაზო კურსის მეორე ნაკადზე რეგისტრაციას. სესიები დაიწყება 20 ივლისს საღამოს 19:00 - 22:00

პროგრამის აღწერა: მოხარული ვარ, რომ გადაწყვიტეთ შემოუერთდეთ „თამაშის არქიტექტორის“ ინტენსიურ ერთთვიან ვორქშო.....

Address

63 A David Agmashenebeli Av
Tbilisi
0102

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Kety Zhvania-Tyson / ქეთი ჟვანია-ტაისონი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Kety Zhvania-Tyson / ქეთი ჟვანია-ტაისონი:

Shortcuts

Share

Category